რჩევები

ჯეთ ლეგი: როგორ გავუმკლავდეთ მას

შესაძლოა თვეობით გეგმავდით საოცნებო მოგზაურობას დაა ერთი სული გაქვთ გაფრენის დღე როდის დადგება. თუმცა, როგორც კი მიზანს აღწევთ, სეირნობის და თვალიერების თავი სულ არ გაქვთ. ადგილობრივი სამზარეულო გემრიელად გამოიყურება, მაგრამ მადა დაკარგეთ. ვერ კონცენტრირდებით და მანძილებს ვერ აღიქვამთ. დღისით ძლივს ფხიზლობთ, ღამით კი ჩაძინება გიჭირთ. ეს ჯეთ ლეგია – ბუნებრივი მდგომარეობა ფრენის შემდეგ, რომელიც საბედნიეროდ, დროებით გრძელდება.

რა იწვევს ჯეთლეგს?

ორ ან მეტი სასაათო ზოლის გადაკვეთა ორგანიზმზე გარკვეულ გავლენას ახდენს. მას დრო სჭირდება, რომ თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და ახალ გარემოს შეეგუოს.

ჯეთ ლეგს მოგზაურობის დროს ბევრი ადამიანი გამოცდის, თუმცა სხვადასხვანაირად. ზოგიერთი, განსაკუთრებით ბავშვები, ვერაფერს გრძნობენ.

ამბობენ, რომ ჯეთ ლეგი აღმოსავლეთისკენ უფრო მკვეთრად იგრძნობა, ვიდრე დასავლეთისკენ ფრენისას. მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ სხეული გვიან დაწოლაზე უფრო მალე ადაპტირდება, ვიდრე ჩვეულზე ადრე.

ჯეთ ლეგის სიმპტომები:

  • ჩაძინების სირთულე
  • თვლემა დღის მანძილზე
  • თავის ტკივილი
  • ფოკუსირების სირთულე
  • ძლიერი დაღლილობა
  • უსიამოვნო შეგრძნება მუცელში
  • ხასიათის სწრაფი ცვლილება

ჯეთ ლეგის სიმპტომებს აძლიერებს:

  • თვითმფრინავში დიდხანს ჯდომა
  • ოქსიგენის და ჰაერის წნევის ნაკლებობა
  • დეჰიდრატაცია

როგორ გავუმკლავდეთ ჯეთ ლეგს?

  1. სწრაფად ადაპტირდით ახალ სასაათო ზოლზე. როდესაც სასურველ ადგილას ჩახვალთ, რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყეთ თქვენი ქვეყნის სასაათო ზოლი. თანამედროვე ტექნოლოგიები საათს ავტომატურად წევენ, მაგრამ მაინც შეამოწმეთ. ნუ იმოქმედებთ ისევ ძველი დროით, ისადილეთ, ივახშმეთ და დაიძინეთ ახალი სასაათო სარტყლის მიხედვით.
  2. დააორგანიზეთ ძილის დრო და ნუ დაიკლებთ მას. თუ ღამე მიფრინავთ, თვითმფრინავში გამოიყენეთ: ხმის ჩამხშობი ყურსასმენები, თეთრი ხმაური, თვალის ნიღაბი, კომფორტული კისრის ბალიში და პლედი. თუ ფრენა დღისით გაქვთ, მაშინ დაძინებისგან თავი შეიკავეთ.
  3. დალიეთ წყალი. დეჰიდრატაცია მდგომარეობას გაართულებს. ატარეთ ცარიელი წყლის ბოთლი აეროპორტის დაცვასთან და შეავსეთ ის როგორც კი ტერმინალში მოხვდებით. ან შეიძინეთ ის იქვე. წყლის სმაზე უარი არ უნდა თქვათ. ნუ მიიღებთ აკლოჰოლსა და კოფეინს.
  4. ცადეთ მელატონინი. თქვენი სხეული მას ბუნებრივად გამოიმუშავებს, თუმცა შეგიძლიათ დაიმატოთ ხელოვნურადაც. მიიღეთ ის ღამე, თუ სხეული ჯერ მზად არაა ჩასაძინებლად ან დილით ადრე, რათა ძილი გააგრძელოთ. თუმცა, ერთ ჯერზე ნუ მიიღებთ 5 მილიგრამზე მეტს.
  5. ნუ დაგეგმავთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს მოგზაურობის პირველ დღეს. დაისვენეთ და ჯერ ახალ გარემოს მოერგეთ.