რჩევები

ინფორმაცია პარიზის 3 აეროპორტის შესახებ

საფრანგეთის დედაქალაქში მოხვედრა სამი აეროპორტითაა შესაძლებელი. მათგან უდიდესი შარლ დე გოლის აეროპორტია, მსხვილი ევროპული ჰაბი ავიაკომპანიებისთვის. ორლის აეროპორტიც ხვდება საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის Air France-ს. მესამე და ყველაზე პატარა კი ბოვეს აეროპორტია, რომელიც ძირითადად ბიუჯეტურ ავიახაზებზე მუშაობს, მათ შორის: Ryanair და Wizz Air არიან.

Paris-Charles de Gaulle International Airport (CDG) /

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი

  • ლოკაცია: როისი-ან-ფრანს/Roissy-en-France
  • საუკეთესო არჩევანი: შორეული მანძილებისთვის
  • თავი შეიკავეთ: თუ ხალხმრავლობას გაურბიხართ

დისტანცია პირველ რაიონამდე: ტაქსის საფასური 55$ იქნება და გზას 30 წუთი დასჭირდება. შეგიძლიათ გაყვეთ RER მატარებელს მეტრომდე, რომელიც 15$ ღირს და დაახლოებით 1 საათში მიგიყვანთ. ავტობუსი The RoissyBus – ცენტრალურ პარიზში, ოპერის რაიონამდე მიდის. მატარებლის მსგავსად, ისიც 15$ ღირს და 60 წუთამდე საჭიროებს.

შარლ დე გოლის აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია და მას წლიურად მილიონობით მგზავრი იყენებს. აქ 3 დიდი ტერმინალია, რომლებიც ერთმანეთს უფასო ავტობუსებით უკავშირდებიან. ამ უზარმაზარ კომპლექსში დროსაც მარტივად გაიყვანთ. აეროპორტი უფასო Wi-Fi-ს, ელექტრო მოწყობილობების დასატენ სადგურებს და სილამაზის სერვისებსაც გთავაზობთ.

Paris Orly Airport (ORY)

პარიზის ორლის აეროპორტი

  • ლოკაცია: ორლი
  • საუკეთესო არჩევანი: ევროპის ქალაქებში ფრენისთვის
  • თავი შეიკავეთ: თუ შორს მიფრინავთ, ნიუ-იორკის გარდა

დისტანცია პირველ რაიონამდე: ტაქსის საფასური 45$ იქნება, მგზავრობის ხანგრძლივობა 25 წთ. შეგიძლიათ გაყვეთ RER მატარებელს მეტრომდე, რომლის ღირებულებაც 15$-ია, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 1 სთ. აქ დადის ავტობუსიც, რომელსაც 30 წუთი სჭირდება და 10$ ღირს.

პარიზიდან 16 კილომეტრში მდებარე ეს აეროპორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადვილადაა ხელმისაწვდომი და შარლ დე გოლის აეროპორტზე ნაკლებად დამსტრესველია. ორლის აეროპორტი ფრანგული ავიაკომპანია Air France-სთვის რიგით მეორე ჰაბია. ის ამ აეროპორტიდან ევროპის და ნიუ-იორკის ფრენებს ახორციელებს. ევროპის ქალაქებისთვის კი აქ ბიუჯეტური კომპანიებიც დაფრინავენ. მაგალითად, Vueling და easyJet. ორლის აეროპორტში ერთმანეთთან დაკავშირებული 4 ტერმინალია. აქ შარლ დე გოლზე ნაკლები თუმცა, საკმარისი რაოდენობის ბარ-რესტორანი მდებარეობს.

Paris Beauvais–Tillé Airport (BVA)

პარიზის ბოვე-ტილის აეროპორტი

  • ლოკაცია: ტილე
  • საუკეთესო არჩევანი: ბიუჯეტური ფრენებისთვის
  • თავი შეიკავეთ: თუ პარიზის გულში სწრაფად გინდათ მოხვედრა

დისტანცია პირველ რაიონამდე: ტაქსის ნებისმიერ ადგილამდე მისასვლელად 60-დან 90 წუთამდე დასჭირდება და შესაძლოა 200 $-იც კი დაგიჯდეთ. გონივრული არჩევანია ავტობუსი, რომელსაც პარიზამდე 75 წუთი სჭირდება და 35 $ ღირს.

პარიზიდან 80 კილომეტრის დაშორებით არსებული ეს აეროპორტი ქალაქ ტილეშია. ის პოპულარული არჩევანია იმ მოგზაურებში, რომლებიც ბიუჯეტური ავიახაზებით დაფრინავენ. ბოვეს აეროპორტი შემდეგ ავიაკომპანიებს ემსახურება: Ryanair, Air Moldova, Blue Air, Laudamotion, Sky Up, Volotea, და Wizz Air.

აქ ორი ტერმინალი და ნაკლები ობიექტია, მაგრამ საკვებსაც მიირთმევთ, საჩუქრებსაც აარჩევთ და წიგნსაც შეიძენთ. ორივე ტერმინალშია duty-free-ის მაღაზია, ჟურნალ-გაზეთების სტენდი და საკვების აპარატი. აქ დაგხვდებათ უფასო Wi-Fi-ც.