ინფორმაცია მალტას აეროპორტის შესახებ
მალტაზე მოხვედრა საკრუიზო გემის და იახტის გარდა, მხოლოდ თვითმფრინავითაა შესაძლებელი. აქ მხოლოდ ერთი – მალტას საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. ის ემსახურება გოზოს კუნძულსაც და პატარა კომინოსაც. ეს პატარა აეროპორტი საკმაოდ მარტივი და კომფორტულია ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლისას.
ჩვენ მალტას აეროპორტის შესახებ საჭირო ინფორმაციებს მოგაწვდით.
- აეროპორტის აბრევიატურა: MLA
- ადგილმდებარეობს: გუდჯა, 9 კილომეტრში მალტას დედაქალაქიდან, ვალეტადან.
მალტას აეროპორტი აღჭურვილია მაღაზიებით, რესტორნებით და სხვა სერვისებით, რათა ფრენის მოლოდინში დრო სასიამოვნოდ გაიყვანოთ. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან პატარაა, აქ არ გჭირდებათ საათობით ადრე მისვლა. მალტას საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ 18 გეითი აქვს. ჩასხდომაც და ჩამოსვლაც ერთი და იგივე სართულზე ხდება და ამ ზონებს ერთმანეთისგან ჰოლი ჰყოფს.
აქ ძირითადად Air Malta და Ryanair დაფრინავენ. სხვა ავიახაზებიდან გამოირჩევიან: ეგეოსის ავიახაზები, ალიტალია, იზიჯეტი, ლუფტანსა, თურქიში და ვიზეარი.
როგორ მოვხვდეთ ქალაქში: მალტას აეროპორტს 4 საზოგადოებრივი ავტობუსის ხაზი ემსახურება. ბილეთების ფასია 2 ევრო ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით და 1.50 ევრო წლის სხვა თვეებში. აეროპორტიდან ვალეტამდე მგზავრობას 20 წუთი სჭირდება და ავტობუსები ყოველ ნახევარ საათში დადიან. ისინი აეროპორტის გასასვლელთან ძალიან ახლოს დგანან. ტაქსებიც ტერმინალთან იცდიან. აქვე არიან მანქანის გაქირავების სერვისებიც, თუ გაქვთ მართვის მოწმობა.
კვება და მაღაზიები: მალტას აეროპორტში მაკდონალდსი და ბურგერ კინგი არიან წარმოდგენილნი სხვა სწრაფი კვების ობიექტებთან ერთად. აქ ნახავთ ღვინის ბარს და ყავის კაფეტერიას. მალტას აეროპორტში სულ 12 მაღაზიაა, მათ შორის ტანისამოსის, ჩანთების, წიგნების და საჩუქრების.
აეროპორტის ლაუნჯი: ლაუნჯი უფასოა ბიზნეს კლასის და პრიორიტეტის მქონე ბილეთების მფლობელთათვის. სხვა შემთხვევაში მისით სარგებლობა 35 ევროს გადახდითაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მალტას აეროპორტში უფასო Wi-Fi და დასატენი სადგურებია. ქვედა სართულზე ნახავთ სათამაშო დარბაზსაც. მესამე სართულის ღია სადამკვირვებლო ტერასა მდებარეობს, საიდანაც შეგიძლიათ თვითმფრინავების აფრენას და დაფრენას უყუროთ.