რჩევები

ინფორმაცია იტალიის აეროპორტების შესახებ

იტალიას ბევრი ლამაზი ქალაქი და ბევრი აეროპორტი აქვს. იმის მიხედვით თუ რომელ ქალაქში მიდიხართ ან რომელი ქალაქების მონახულება გსურთ, უნდა შეარჩიოთ ახლომდებარე აეროპორტი და გაერკვეთ თუ როგორ უნდა მოხვდეთ აეროპორტიდან სასურველ ადგილებში.

ლეონარდო და ვინჩის სახელობის ფიუმიჩინოს აეროპორტი/

Leonardo da Vinci-Fiumicino Airport (FCO)

ეს რომის უდიდესი და ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

  • ლოკაცია: ფიუმიჩინო
  • უპირატესობა: აკავშირებს ბევრ საერთაშორისო და შიდა მიმართულებას
  • მინუსი: შესაძლოა ხალხით გადატვირთული იყოს

დაშორება რომის პანთეონიდან: ტაქსი ქალაქის ცენტრში 48€-ს გამოგართმევთ და 30 წუთში მიგიყვანთ. შეგიძლიათ გაყვეთ მატარებელს, ბილეთის ფასი: 15€. მას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება. დადის ავტობუსიც.

ჩამპინოს საერთაშორისო აეროპორტი/

Ciampino–G.B. Pastine International Airport (CIA)

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი აეროპორტია. ის 1916 წელს აშენდა და იტალიის მე-20 საუკუნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

  • ლოკაცია: ჩამპინო
  • უპირატესობა: უფრო ახლოსაა რომის ქალაქის ცენტრთან, ვიდრე ფიუმიჩინო. არაა ხალხით გადატვირთული.
  • მინუსი: ემსახურება მხოლოდ დაბალ ბიუჯეტიან ავიახაზებს: რეინარს და ვიზეარს.

დაშორება რომის პანთეონიდან: ტაქსი ქალაქის ცენტრში 44€-ს გამოგართმევთ და 25 წუთში მიგიყვანთ. შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს, რომელიც 4€ ღირს და 1 საათი სჭირდება. რომამდე მატარებლით სარგებლობისთვის, სადგურამდე ავტობუსით უნდა მიხვიდეთ.

პიზას საერთაშორისო აეროპორტი/

Pisa International Airport (PSA)

ეს ტოსკანას მთავარი აეროპორტია. მას გალილეო გალილეის აეროპორტსაც უწოდებენ. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის სამხედრო ძალებს ემსახურებოდა. ის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

  • ლოკაცია: სამხრეთ პიზა
  • უპირატესობა: ძალიან ახლოსაა ქალაქის ცენტრთან
  • მინუსი: მხოლოდ ევროპის მიმართულებებს ემსახურება

დაშორება პიზას კოშკიდან: ტაქსის საფასური 15$ იქნება და მას 10 წუთი დასჭირდება. შეგიძლიათ გაყვეთ Pisamover-ს, რომელიც 3$ ღირს და 5 წუთში პიზას მთავარ რკინიგზის სადგურთან მიგიყვანთ, საიდანაც 2$-ად ავტობუსს გაყვებით და კოშკთან 15 წუთში აღმოჩნდებით.

ფლორენციის აეროპორტი, პერეტოლა/

Florence Airport, Peretola (FLR)

პიზას შემდეგ, ეს ყველაზე დატვირთული აეროპორტია ტოსკანას რეგიონში. აქედან შეგიძლიათ პიზაში ან რომშიც მოხვდეთ.

  • ლოკაცია: ფლორენცია
  • უპირატესობა: ძალიან ახლოსაა ქალაქის ცენტრთან
  • მინუსი: შეზღუდული რაოდენობის ფრენები და მიმართულებები

დაშორება დუომოდან: ფლორენციის ცენტრამდე ტაქსის საფასური 20€ იქნება და ის დაახლოებით 15 წუთში მიგიყვანთ. შეგიძლიათ გაყვეთ ტრამვაის 2$-ად ან ავტობუსს 6$-ად. ორივეს 20 წუთი დასჭირდება.

მილანის მალპენზას საერთაშორისო აეროპორტი/

Milan Malpensa International Airport (MXP)

ეს აეროპორტი მილანის მეზობელ ქალაქ ფერნოში მდებარეობს. აქედან ლომბარდიაშიც და შვეიცარიაშიც შეძლებთ მოხვედრას.

  • ლოკაცია: ფერნო
  • უპირატესობა: ავიახაზების და მიმართულებების მრავალფეროვანი არჩევანი
  • მინუსი: შორსაა ქალაქის ცენტრიდან

დაშორება დუომოდან: ტაქსის საფასური ქალაქის ცენტრამდე 95€-ს მიაღწევს და მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება. შეგიძლიათ გაყვეთ მალპენზას ექსპრეს მატარებელს მილანის მთავარ რკინიგზის სადგურამდე. ბილეთის საფასური – 15$, დრო – 50 წთ. ავტობუსის ფასი 10$-ია და მას 45 წთ სჭირდება.

მილანის ლინატის აეროპორტი/

Milan Linate Airport (LIN)

ეს მალპენზაზე პატარა აეროპორტია, თუმცა ქალაქთან უფრო ახლოს მდებარეობს. აქ მხოლოდ 13 ავიახაზები დაფრინავს.

  • ლოკაცია: სეგრატე
  • უპირატესობა: ახლოსაა ქალაქის ცენტრთან
  • მინუსი: ლიმიტირებული სერვისი

დაშორება დუომოდან: მილანის ცენტრამდე ტაქსის ღირებულება 55€-ა, მგზავრობის დრო 20 წუთამდე. შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს 2$-ად. მას დანიშნულების ადგილამდე 30 წუთი სჭირდება.

ორიო ალ სერიოს საერთაშორისო აეროპორტი/

Orio al Serio International Airport (BGY)

ეს აეროპორტი მილანსა და ბერგამოს ემსახურება. აქ ბიუჯეტური ავიახაზები დაფრინავენ.

  • ლოკაცია: ორიო ალ სერიო
  • უპირატესობა: ახლოსაა ბერგამოსთან
  • მინუსი: შორსაა მილანიდან

დაშორება მილანიდან: ტაქსის საფასური 130$ იქნება; ავტობუსის კი 5 $. მგზავრობის დრო 1 საათი.

ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტი/

Naples International Airport

ეს საუკეთესო აეროპორტია თუ მოგზაურობას პომპეიში, ამალფის სანაპიროზე ან კაპრიში გეგმავთ.

  • ლოკაცია: ჩრდილოეთ ნეაპოლი
  • უპირატესობა: ახლოსაა ქალაქის ცენტრთან
  • მინუსი: არ დადის მატარებელი

დაშორება პოზიტანოდან: პოზიტანომდე ტაქსი 120€ დაგიჯდებათ და მას 1 საათზე მეტი დასჭირდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ შეზღუდულია – აეროპორტის ავტობუსს სორენტომდე უნდა გაყვეთ და შემდეგ გადაჯდეთ პოზიტანოს ავტობუსში. შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს სალერნომდე და შემდეგ ბორანს პოზიტანომდე. ავტობუსებით მგზავრობა 15 €-მდე დაგიჯდებათ, მაგრამ სასურველ ადგილას 3-4 საათში მოხვდებით.

ვენეციის მარკო პოლოს აეროპორტი/

Venice Marco Polo Airport

ეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ის მოგზაურობს ვენეციასთან აკავშირებს და ევროპაში ფრენებს სთავაზობს.

  • ლოკაცია: ორიო ალ სერიო
  • უპირატესობა: ახლოსაა ბერგამოსთან
  • მინუსი: შორსაა მილანიდან

დაშორება მილანიდან: ქალაქის ცენტრამდე ტაქსის ღირებულება 35$ იქნება, სავარაუდო დრო – 20 წთ. შეგიძლიათ გაყვეთ სამგზავრო ნავს 17 $-ად. მას 90 წუთი დასჭირდება. ავტობუსის ფასი 7$-ია, მგზავრობის ხანგრძლივობა – 20 წუთამდე.