აეროპორტის სტრესი: ძირითადი მიზეზები თუ რატომ აგვიანდებათ მოგზაურებს თავიანთ რეისებზე
ნებისმიერი მოგზაური ვისაც რეისზე დაუგვიანია, დაამტკიცებს, რომ ეს საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა. გარდა იმისა, რომ იცვლება გეგმები, ემატება დამატებითი ფინანსური ხარჯიც ახალი ბილეთის შეძენის გამო. არსებობს რამდენიმე გავრცელებული შეცდომა და მიზეზი, რის გამოც მოგზაურებს ფრენაზე აგვიანდებათ.
მჭიდრო გადაჯდომები: ხანდახან ფრენების განრიგი იდეალურად დაგეგმილ მოგზაურობასაც კი ურევს. ხშირ შემთხვევაში ის მოგზაურები, რომლებსაც მივლინება აქვთ ან სამსახურეობრივი მიზნით მოგზაურობენ, დროში შეზღუდულები არიან და სურთ რაც შეიძლება მალე მოხვდნენ სასურველ ადგილას. ამ მიზნით, ირჩევენ ისეთ ფრენებს, რომელთა შორის გადაჯდომისთვის მცირე დროა განკუთვნილი.
გამოსავალი: როდესაც ბილეთს ყიდულობთ, ჯერ შეადარეთ პირდაპირი ფრენების ხარჯები, თუ მაინც მხოლოდ გადაჯდომაა გამოსავალი, არ დაიტოვოთ 2 საათზე ნაკლები ფრენებს შორის.
აეროპორტამდე მისვლა: შესაძლოა გეითთან ლოდინი გეზარებათ და გაქვთ გამოცდილება, როდესაც აეროპორტამდე მისასვლელად მინიმალური დრო დაგჭირდათ, მაგრამ ყველაფერი ხდება და აუცილებელია ადრიანად თადარიგის დაჭერა. მოგზაურებს ხშირად აგვიანდებათ საცობის, გზებზე გაუთვალისწინებელი ავარიების ან სამუშაოების გამოც. თუ დროულად არ დარეგისტრირდებით, შესაძლოა რიგის ბოლოს რეგისტრაციაც დაიხუროს.
გამოსავალი: აეროპორტში მისვლამდე აუცილებლად შეამოწმეთ გუგლის რუკაზე გზების მდგომარეობა და ადგილობრივი სიახლეები. სჯობს იქ მოიცადოთ, ვიდრე მეტი დრო გაატაროთ სახლში.
გრძელი რიგები: დიდ აეროპორტებში ხანდახან ბევრი ფრენის ერთად დამთხვევის გამო, დიდია მგზავრთა ნაკადი და საავიაციო შემოწმების რიგებიც გრძელდება.
გამოსავალი: ერთადერთი გამოსავალია დროის გათვალისწინება.
ტელეფონით ყურადღების გაფანტვა: მობილურები და ელექტრო მოწყობილობები აეროპორტში ყოფნისას მნიშვნელოვნად გვეხმარებიან მოწყენილობის დაძლევაში და დროის გაყვანაში. მაგრამ ზოგიერთი მოგზაური ისე ერთობა, რომ ავიწყდება თავისი გეითის გახსნა და რეისი.
გამოსავალი: დააყენეთ რამდენიმე მაღვიძარა შესახსენებლად იმ დროზე, როცა იცით, რომ თქვენი გეითი გაიხსნება. გაიკეთეთ მხოლოდ ერთი ყურსასმენი, რათა უსმინოთ აეროპორტის თანამშრომლების განცხადებებს.
პასპორტის ვადა: აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ თუ თქვენს პასპორტს მოქმედების ვადა 6 თვეში ეწურება, დროის თადარიგი იდეალურადაც რომ დაიჭიროთ, თქვენს რეისზე მოხვედრას ამ მიზეზით ვერ შეძლებთ.
გამოსავალი: აუცილებლად აკონტროლეთ როდის გადის პასპორტს ვადა და არ იმოგზაუროთ იმ პერიოდში, როდესაც მის მოქმედებას მხოლოდ 6-7 თვე აქვს დარჩენილი.