9 საუკეთესო ფეხით მოსავლელი ქალაქი ევროპაში
ევროპის ბევრი ქალაქი ფეხით იოლად მოსავლელი და გამოსაკვლევია. მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს უსაფრთხოებას, საფეხმავლო გზებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასს და მანქანებისგან თავისუფალი არეალების რაოდენობას რათა საუკეთესო 9 ქალაქი დაედგინათ. მიუნხენმა სიის სათავეში მოქცევა საფეხმავლო ქალაქის ცენტრით, უმაღლესი უსაფრთხოებით და ველოსიპედისთვის განკუთვნილი გამართული ბილიკებით მოახერხა. თუ ფეხით სიარული გიყვართ, ამ მხრივ ევროპის საუკეთესო ქალაქებს წარმოგიდგენთ უახლესი ინფორმაციით:
- მიუნხენი
- მილანი
- ვარშავა
- ჰელსინკი
- პარიზი
- მადრიდი
- ოსლო
- კოპენჰაგენი
- ამსტერდამი
მიუნხენი: აქ 1 კილომეტრიანი მანქანებისგან თავისუფალი გზაა, ამას ემატება მოედნები, საფეხმავლო ქუჩები და პარკები.
მილანი: მილანი საფეხმავლოდ შექმნილი ქალაქია, სადაც ბოლო წლებში ბევრი არეალი მხოლოდ ქვეითებისთვის გადაკეთდა.
ვარშავა: კვლევის თანახმად, ვარშავას კომპაქტური ზომის გამო, ფეხით მისი 74 %-ის გამოკვლევაა შესაძლებელი. პოლონეთის დედაქალაქსაც 1 კმ-იანი მანქანებისგან თავისუფალი არეალი აქვს. თუ სიარული არ გსურთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ იაფია და მარტივი გზაა ქალაქის დასათვალიერებლად.
ჰელსინკი: ჰელსინკის ევროპის ყველაზე საფეხმავლო ქალაქს უწოდებენ ისინი, ვინც ფინეთის დედაქალაქში ლაპლანდიაში მოგზაურობამდე ჩადის.
პარიზი: 4 წლის წინ, პარიზს 15 წუთიან ქალაქს უწოდებდნენ იმიტომ, რომ სამსახურები, სკოლები, მაღაზიები თუ სხვა დაწესებულებები ყველა ადგილიდან 15 წუთზე მეტ სავალ გზას არ მოითხოვდნენ. მას შემდეგ ქალაქი კიდევ შეიცვალა და დღეს აქ მსხვილი საველოსიპედო ბილიკებია.
მადრიდი: მსხვილი ღირსშესანიშნაობების ერთმანეთთან სიახლოვის წყალობით, მადრიდი ფეხით ადვილი დასათვალიერებელია.
ოსლო: ნორვეგიული ქალაქი კომპაქტური და ადვილად მოსავლელია. ოსლო თითქოს მართლად ფეხით სასიარულოდ შექმნეს.
კოპენჰაგენი: კოპენჰაგენის ქუჩები არც ისე ფართოა და აქ ბევრი ღირსშესანიშნაობა საფეხმავლო გამოცდილებას შეგძენთ.
ამსტერდამი: ამსტერდამის ძეგლების ხილვა ტურისტს უმოკლეს ვადებში შეუძლია. ნიდერლანდების დედაქალაქში ველოსიპედით მოსიარულეები პრიორიტეტულები არიან.