9 აუცილებლად სანახავი საავიაციო მუზეუმი ევროპის გარშემო
საავიაციო მუზეუმები წარმოადგენენ ტექნოლოგიური მიღწევების და ინოვაციის ვიზუალურ სახელმძღვანელოს. ისინის აშუალებას გაძლევენ გადახედოთ უნიკალურ წარსულს და საინტერესოა არამხოლოდ ავიაციის ენთუზიასტებისთვის, არამედ ნებისმიერი ინტერესების მქონე მოგზაურისთვის. ჩვენ 9 საუკეთესო შეგირჩიეთ ევროპაში:
1. იმპერიული ომის მუზეუმი, დაქსფორდი, დიდი ბრიტანეთი
Imperial War Museum Duxford
პირველ სამეფო საჰაერო ძალების სადგურზე მდებარე ეს მუზეუმი 200-მდე საჰაერო ხომალდს აერთიანებს. აქ ნახავთ ყველა იმ თვითმფრინავის ნიმუშს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ომის შემდეგ შეიქმნა.
2. ესპანეთის საჰაერო მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი
Museo del Aire y del Espacio
ეს მუზეუმი ესპანეთის საავიაციო მემკვიდრეობას წარმოგვიჩენს ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ. მადრიდის ცენტრიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარე საჰაერო მუზეუმი ესპანეთის ავიაციის ისტორიაში გაგარკვევთ. აქ 150-მდე თვითმფრინავია წარმოდგენილი, ასევე უნიფორმები, იარაღები და მინი მოდელები.
3. ბრიტანული ავიახაზების სამემკვიდრეო ცენტრი, ჰარმონსვორსთი, დიდი ბრიტანეთი
British Airways Heritage Centre
ის ვინც კომერციული ავიახაზებითაა დაინტერესებული, ამ მუზეუმს უნდა ეწვიოს. ის ბრიტანული ავიახაზების ისტორიას ასახავს 1919 წლიდან. დაგხვდებათ საოცარი კოლექცია უნიფორმების, ფოტოების და პრომო მასალების.
4. საჰაერო სივრცის მუზეუმი, ლო ბურჟე, საფრანგეთი
Musée de l’Air et de l’Espace
ეს მუზეუმი ისტორიულ პარიზ-ლო ბურჟეს აეროპორტში მდებარეობს და მნიშვნელოვან ისტორიას გვთავაზობს საფრანგეთის საავიაციო ისტორიაზე. 1919 წელს დაარშებული ეს მსოფლიოს უძველესი საავიაციო მუზეუმი 350 თვითმფრინავს წარმოგვიდგენს, მათ შორისაა საკულტო კონკორდი (ბოინგ 747). ამას გარდა, იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, პოსტერებს და ინტერაქციულ გამოფენებს ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.
5. სინშეიმის და შპეიერის ტექნოლოგიური მუზეუმები, გერმანია
Technik Museum Sinsheim & Technik Museum Speyer
ეს ტყუპუ მუზეუმები ფრანკფურტსა და შტუტგარტს შორის მდებარეობენ და შთამბეჭდავ საავიაციო კოლექციებს წარმოგვიდგენენ. აქ ბევრ ისტორიულ და სამხედრო ხომალდს ნახავთ. მუზეუმების გამოფენები მოიცავენ ვინტაჟურ მანქანებს, ლოკომოტივებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბოინგ 747-ის ინტერიერი.
6. სამეფო საჰაერო ძალების მუზეუმი, ლონდონი და კოსფორდი, დიდი ბრიტანეთი
The Royal Air Force Museum
აქ წარმოდგენილია 160 ხომალდი, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომიდან. მუზეუმში ნახავთ თემატურ გამოფენებს, მაგალითად ბრიტანეთის ომის შესახებ. მონაწილეობა მიიღებთ საფრენ სიმულაციებში და 4D კინოთეატრში.
7. პოლონეთის ავიაციის მუზეუმი, კრაკოვი, პოლონეთი
Polish Aviation Museum
აქ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საავიაციო კოლექციებია დაცული. ის ისტორიულ კრაკოვ-რაკოვიცე-ჩიზინის აეროპორტში მდებარეობს და 250-ზე მეტ თვითმფრინავს გვათვალიერებინებს. კოლექციები უნიკალური და საგანმანათლებლო ხასიათისაა. გაიგეთ თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ავიაციას პოლონეთის ისტორიაში.
8. ჩეხეთის ავიაციის მუზეუმი, ჩეხეთი
Aviation Museum of the Czech Republic
ეს მუზეუმი პრაღასთან ახლოს მდებარეობს და ჩეხური ავიაციის ისტორიის მდიდარ კოლექციას წარმოგვიდგენს, როგორც სამოქალაქო, ასევე საავიაციო ხომალდებს. ინტერაქციული გამოფენები და ინფორმაციული პანელები გვარკვევენ ჩეხეთის ავიაციის ეცოლუციაში.
9. ავიადრომი, ნიდერლანდები
Luchtvaartmuseum Aviodrome
ეს ავიადრომი ჰოლანდიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ 100-ზე მეტი თვითმფრინავი მდებარეობს ადრეული ხანიდან თანამედროვეობამდე. უყურებთ ფილმებს ავიაციაზე სპეციალური ეფექტებით. განსაუთრებით სახალისოა აქტივობები ეზოში.