7 ყველაზე ბიუჯეტური ტროპიკული მიმართულება
დასვენებასთან საუკეთესოდ ასოცირდება ტროპიკები მზიანი ამინდებითა და ულამაზესი სანაპიროებით. აქ დაისვენებთ პალმის ჩრდილში და დატკბებით ზღვისა და მთების ხედებით. ყველასთვის ნაცნობია ამერიკის ტროპიკული მიმართულებები, მაგრამ ჩვენ შედარებით ბიუჯეტურ ადგილებს გირჩევთ.
1. ბალი, ინდონეზია
“ღმერთების კუნძული” ტურისტებს დაუიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. აქ ყველაზე ბიუჯეტური ქალაქია უბუდი სამოთხისებური სიმწვანითა და ადეკვატური ფასებით. ინდონეზიის ლეგენდარულ კუნძულზე დაკავდებით ლაშქრობით, დაივინგით, სერფინგით, იოგით და აშ.
2. მადეირა, პორტუგალია
მადეირა თავგადასავლების მოყვარულების სამოთხეა, სადაც თავი ფილმში გეგონებათ. აქ ულამაზესი ტყეები, ქვიშიანი ნაპირები, ბუნებრივი ლავა აუზები და მონუმენტური მთებია იდილიური ხედებით.
3. იბიცა, ესპანეთი
ესპანეთის ლეგენდარული კუნძული ევროპის ერთ-ერთი ტოპ მიმართულებაა ტროპიკული ატმოსფეროს შესაგრძნობად. იბიცა ცნობილია კლუბური სცენით და საოცარი ბუნებით.
4. ზაკინტოსი, საბერძნეთი
ზაკინტოსი ევროპის მორიგი საუკეთესო ტროპიკულ მიმართულებად ითვლება. იონიის ზღვაში მდებარე საბერძნეთის ეს კუნძული ცნობილია ნავაჯიოს სანაპიროთი, სადაც მხოლოდ ნავით მიხვალთ. მართალია კლიმატი აქ ხმელთაშუაზღიურია, მაგრამ ტყეებში ტროპიკები მაინც შეიმჩნევა.
5. კოჰ ჩანგი, ტაილანდი
ტაილანდის გრძელი სანაპირო ზოლი საუცხოო დასვენების ადგილია. აქ კვებაც საკმაოდ იაფადაა შესაძლებელი. მართალია, ტაილანდში ყველაზე ცნობილია ფუკეთი, მაგრამ კოჰ ჩანგი მასზე ბიუჯეტური ადგილია. აქ ოჯახური სასტუმროები და სხვა დასარჩენებიც ბევრად იაფია.
6. სეიშელები
სეიშელები ქვის ულამაზესი ფორმაციებით გამოირჩევა და აქ ნამდვილად დაუვიწყარ ტროპიკულ დასვენებას მოიწყობთ.
7. მალდივები
თეთრი ქვიშებით ცნობილ მალდივებს თაფლობისთვის მიმართულებად ხშირად ირჩევენ. აქ ოკეანის ხედები და სრული სიმშვიდე დაგხვდებათ.