რჩევები

10 საუკეთესო ზამთრის მიმართულება ევროპაში

ზამთარში დასვენებასაც თავისი ხიბლი აქვს: შობა-ახალი წელი, ჩრდილოეთის ციალი, თოვლი, სრიალი და აშ. ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ სეზონზე შედარებით თბილი ამინდი დაგხვდებათ, ევროპის ცენტრში მყუდრო კაფის კულტურა ხოლო ჩრდილოეთით ჯადოსნური ატმოსფერო. ევროპული დასვენება შედარებით ბიუჯეტურია დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ:

1. დალიეთ გლიტვეინი გერმანიის ან ავსტრიის საშობაო ბაზრობებზე

გერმანიასა და ავსტრიაში რომანტიკული და ისტორიული საშობაო ბაზრობები იმართება. დახლებზე ყველაფერს ნახავთ, განსაკუთრებით გასიამოვნებთ თბილი გლინტვეინი. ცნობილი ბაზრობებია კელნში, ვენაში და მიუნხენში. თუმცა, არც პატარა ქალაქებია ნაკლები.

2. გათბით ბუდაპეშტის ცნობილ თერმულ აბანოებში

არ აქვს მნიშვნელობა დაბალია ტემპერატურა ბუდაპეშტის ქუჩებში თუ არა, ამ უზარმაზარ ღია ცხელ აუზში, თავს ბრწყინვალედ იგრძნობთ. უნგრეთის დედაქალაქი ცნობილია თერმული აბანოებით.

3. იხილეთ ჩრდილოეთის ნათება აბისკოში, შვედეთში

ლაპლანდიის დასახლება აბისკო ზამთრის მოყვარულების სამოთხეა. მზე აქ რამდენიმე კვირა არსად არ ჩანს და ბუნებრივი სიბნელე საშუალებას იძლევა ცაზე ჩრდილოეთის ციალი და მაგიური ავრორა დაინახოთ. აქ ჩამოდიან ცნობილი შვედური ყინულის სასტუმროების და საუნების გამოც.

4. შეიქმენით განწყობა ტრანსილვანიაში, რუმინეთში

დრაკულას სასახლეს მზიან ამინდში ვერ ესტუმრებით. ამისთვის ნაცრისფერი ცა, მოტიტვლებული ხეები და თოვლი გჭირდებათ. ბრასოვი და სიგისოარა (Braşov & Sighişoara) საოცარი შუასაუკუნოვანი ქალაქებია დრაკულას ატმოსფეროთი.

5. მიეფიცხეთ მზეს ანდალუსიაში, ესპანეთში

ანდალუსიას გარკვეული ნაწილი იმაზე სამხრეთითაა, ვიდრე აფრიკული ნაპირი, ამიტომ ელოდეთ კარგ ამინდს ზამთარშიც. რაც მთავარია, ამ დროს სასტუმროები იაფია, ხალხი ნაკლები. გაისეირნეთ სიერა ნევადაში თუ ზამთრის სპორტით დაკავება გსურთ.

6. დაათვალიერეთ ათენი თითქმის მარტომ

თუ სხვა დროს პართენონთან უცხო ხალხის გამოჩენის გარეშე ფოტოს გადაღება შეუძლებელია, დიდი შანსია, რომ ეს ზამთარში მოახერხოთ. ყველა საზაფხულო სტრესი, რაც საბერძნეთის ამ ანტიკურ ქალაქს ახლავს თან: მწველი სიცხე, ხალხმრავლობა, ტურისტული ფასები, დიდი რიგები და ჰაერის დაბუნძურება – ზამთრის სეზონზე თითქმის გაქრება. საშუალო ტემპერატურა ამ დროს აქ 13 გრადუსია. გამოიკვლიეთ მშვიდად უძველესი მემკვიდრეობა და ადგილობრივი კულტურა.

7. ისრიალეთ ჯასნაში, სლოვაკეთის საუკეთესო სათხილამურო კურორტზე

სლოვაკეთი სრიალის მოყვარულებს ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს ბიუჯეტურ ფასებში. აქ კვება და დარჩენაც საკმაოდ ბიუჯეტურია. იგრძნობთ თბილ დამოკიდებულებას და მეგობრულობასაც, რაც ალპების კურორტებს აკლიათ. Jasná მაინც გამორჩეული კურორტია.

8. დატკბით თოვლით და ზღაპრულობით კოპენჰაგენში, დანიაში

ზღაპრული ევროპული ზამთრისთვის ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლს უნდა ეწვიოთ. დასხედით კომფორტულ კაფე-ბარებში და დააკვირდით თოვლს ფართო ფანჯრებიდან. ქალაქის გულში მდებარე ტივოლის გასართობი პარკი შობაზე კიდევ უფრო ჯადოსნურია.

9. ესტუმრეთ სანტა კლაუსის სახლს როვანიემში, ფინეთში

როვანიემი საშობაო ზღაპართანაა დაკავშირებული, რადგანაც აქ სანტა კლაუსის რეზიდენცია მდებარეობს. თოვლი და ირმები დამატებით შეგიქმნიან სადღესასწაულო განწყობას. თუმცა, კარგად შეიარაღდით თბილი ტანსაცმლით!

10. მოინუსხეთ გასაოცარი კარნავალით ვენეციაში

თებერვლის ვენეციის კარნავალი ევროპის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ დროს ეს ქალაქი განსაკუთრებულად ცოცხლდება. შეუერთდით უფასო ღონისძიებებს და დატკბით კოსტუმირებული ცეკვებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *