რჩევები

10 საუკეთესო მიმართულება უფროსი ასაკის ადამიანებისათვის

60 წელს გადააბიჯეთ და თავგადასავლები გსურთ? ან გინდათ რომ მშობლები თუ ბებია-ბაბუები გაახაროთ და არ იცით სად გაუშვათ? პენსიის ასაკი ევროპაში იმ დროდ მიიჩნევა, როდესაც აქტიური მოგზაურობა უნდა დაიწყო. მითუმეტეს მაშინ, თუ ამას სამსახურის თუ სხვა ვალდებულებების გამო ვერ აკეთებდი. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ ოქროს ასაკში რომ საუცხოოდ და ბიუჯეტურად იმოგზაუროთ.

1. სტამბოლი, თურქეთი

სტამბოლი უფროსი ასაკის ადამიანებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქაური კულტურული მრავალფეროვნება მოგზაურებს ძალიან ხიბლავთ. კოსმოპოლიტური სტამბოლი ევროპის და აზიის უნიკალური ნაზავია. აქ ერთმანეთს ცვლიან მინარეთები და მეჩეთები, ტაძრები და სინაგოგები, სასახლეები, ციხესიმაგრეები და კოშკები. აუცილებლად მოსანახულებელია აია სოფია და ლურჯი მეჩეთი. აქ ბევრი რამაა სანახავი და აქტიური დასვენებისთვის მოემზადეთ!

2. ათენი, საბერძნეთი

ათენი საბერძნეთის აუცილებლად სანახავი ქალაქია. ის თანამედროვე შენობებისა და ანტიკური მონუმენტების უნიკალურ მიქსს წარმოგვიდგენს. აქ აღმოაჩენთ დატვირთულ ქუჩებს მაღაზიებით და თითოეულ კუთხეში აკროპოლისის ხედი შემოგხვდებათ. ათენის მოსახლეობის დაახლოებით 25% 65 წელსაა გადაცილებული და აქ უამრავი გიდის ტური ეწყობა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

3. რომი, იტალია

იტალიაში ვიზიტზე საუბრისას რთულია მისი კლასიკური ქალაქი არ მოვიხსენიოთ. აქ თანამედროვე კულტურა ანტიკურ არქიტექტურას უბამს მხარს. მარადიული ქალაქის ღირსშესანიშნავი ძეგლები მოიცავს კოლიზეუმს, პალატინის მთას, ტრევის შადრევანს, პანთეონს და პიაცა ნავონას. რომში ყოფნისას ვატიკანის “სიქსტის კაპელათიც” დატკბებით. ის საოცნებო ქალაქია უფროსი ასაკის გამოკითხული ადამიანებისთვის.

4. ბანგკოკი, ტაილანდი

აქ იხილავთ ოქროს საყდრებსა და სასახლეებს და მიიღებთ ხელმისაწვდომ და ბიუჯეტურ მაღალი კლასის სპა მომსახურეობებს. მაგალითად, ტაილანდურ სპა-ცენტრში 2 საათიანი მასაჟის ფასები 10 $-დან იწყება. ასევე, ბანგკოკში გემრიელი ადგილობრივი სამზარეულოა იაფი ფასებით.

5. ტალინი, ესტონეთი

ჩრდილოეთ ევროპის ქალაქები ფარული მარგალიტებია უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. შეიძლება ისინი არც ისე პოპულარულია, თუმცა 60 წლის ასაკის წარმომადგენლები აქ დროს საუცხოოდ გაატარებენ. ბრწყინვალედ შემონახული შუასაუკუნოვანი ქალაქი ტალინი, წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.

6. ვილნიუსი, ლიეტუვა

მორიგი ჩრდილოეთ ევროპის მარგალიტი, ლიეტუვას მშვენება და მისი დედაქალაქი – საკმაოდ ბიუჯეტური მიმართულებაა. ვილნიუსის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მატარებლის მოხვედრა 89 ცენტი დაგიჯდებათ. აქ ევროპის გამორჩეული ღირსშესანიშნაობებია, მშვენიერი მუზეუმები, ბაღები და ისტორიული ძეგლები. გაისეირნეთ ბაროკოს სტილის ძველ ქალაქში.

7. პრაღა, ჩეხეთი

საუცხოოდ შემონახული ეს ევროპის ძველი ქალაქი გასიამოვნებთ ქვაფენილიანი გზებით და ქვის ნაგებობებით. ყველა კუთხეში რაღაც ულამაზესი იმალება: ჩარლზის ხიდი, ქანდაკებები, ეკლესია-მონასტრები, პარკები თუ უბრალოდ შენობები. პრაღა იდეალურია ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისთვის და მისი დათვალიერება საკმაოდ იოლი და სასიამოვნოა.

8. რიგა, ლატვია

ლატვიის დედაქალაქი კი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე იუნესკოს დაცული ძეგლების მქონე ულამაზესი ქალაქია გოთიკური და ბაროკოს არქიტექტურით. რიგა ცოცხალი ქალაქია მშვენიერი მწვანე სივრცეებით. აღსანიშნავია, რომ აქ ევროპის უდიდესი საჭმლის ბაზარი მდებარეობს.

9. ბერლინი, გერმანია

ეს დინამიური და თანამედროვე მეტროპოლისი როგორც წესი, ახალგაზრდებს იზიდავს თავისი ღამის ცხოვრებით და გართობით. თუმცა, ბერლინში იმდენად ბევრი კულტურული და ისტორიული სანახაობაა, რომ ის ყველა ასაკის ადამიანს იზიდავს.მაგალითად, მუზეუმაილენდზე 5 პოპულარული მუზეუმი მდებარეობს. ბერლინის კედელიც აუცილებლად მოსანახულებელ ძეგლთა სიაშია.

10. გდანსკი, პოლონეთი

გდანსკის ძველი ქალაქი ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე უნიკალური ისტორიული ცენტრია არამხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ ევროპაში. ის უფროსი ასაკის მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც აქ ისინი მშვიდად სეირნობენ ულამაზესი შენობებით ჩამწკრივებულ ქუჩებში, სადაც ყოფნა უბრალოდ არ გბეზრდება, ისვენებენ ქალაქის 8 სანაპიროდან რომელიმეზე, მიირთმევენ გემრიელად და სტუმრობენ ეკლესიებსა და მუზეუმებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *