რჩევები

10 რამ რაზეც უნდა დაფიქრდეთ სასურველი მიმართულებით გაფრენისას

მოგზაურობა ახალ ჰორიზონტებს ხსნის, მაგრამ მას გამოწვევებიც მოაქვს. იმისათვის, რომ თქვენი დარჩენა სასურველ ქვეყანაში სასიამოვნო გამოცდილება იყოს, მომზადება აუცილებელია. ჩვენ წარმოგიდგენთ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში წასვლამდე უნდა გაიაროთ:

1. ვიზა და საჭირო დოკუმენტები

ყველას ქვეყანას თავისი მოთხოვნები და რეგულაციები აქვს. ამასთან, ისინი იმის მიხედვითაც განსხვავდება თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენთ თავად. დარწმუნდით, რომ თქვენ ვიზას 6 თვეში ვადა არ გასდის. რადგანაც, ეს საზღვარზე პრობლემას შეგიქმნით. ასევე, მოამზადეთ თქვენი მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტები.

2. სამოგზაურო დაზღვევა

დაზღვევის შეძენა მოგზაურობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ის არამხოლოდ გიცავთ არასასურველი სიტუაციებისგან, არამედ შინაგანად გამშვიდებთ.

3. ჯანმრთელობა: ვაქცინები და სამედიცინო მდგომარეობა

ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობისას კონკრეტული ვაქცინების გაკეთებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გაითვალისწინეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იქონიეთ თან საჭირო მედიკამენტები თუ ეს გჭირდებათ. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან წინასწარ.

4. ფინანსები: ვალუტა და გადახდა

სანამ წახვალთ, გაარკვიეთ იმ ქვეყნის ვალუტა და შეადარეთ თქვენ ქვეყანაში არსებულ კურსს. თუ ქვეყანაში ევროს გარდა, საკუთარი ვალუტაც მიმოქცევაშია გაერკვევით ევროს გადახურდავება თქვენს ქვეყანაში სჯობს თუ იქ. მიუხედავად იმისა, რომ ბარათით გადახდა უკვე მასიურადაა გავრცელებული, აუცილებლად იქონიეთ ქეშიც, რადგანაც ზოგ შემთხვევაშ სწორედ ის დაგჭირდებათ.

5. ამინდი და კლიმატი

ამინდი მნიშვნელოვანი ფაქტორია რათა შესაფერისი ტანისამოსი წაიღოთ. შეამოწმეთ ტემპერატურა და ინფორმაცია კონკრეტულ ქალაქში არსებულ კლიმატზე. მაგალითად, ამსტერდამში წვიმები ხშირია.

6. მოძიეთ საჭირო ნომრები

იყავით ყველაფრისთვის მზად და ჩაიწერეთ ის ინფორმაცია, რაც კონკრეტულ ქვეყანაში გადაუდებელი შემთხვევისას გამოგადგებათ: სასწრაფოს/პოლიციის ნომერი, თქვენი ქვეყნის საელჩოს ნომერი კონკრეტულ ქალაქში, დაზღვევის საკონტაქტო…

7. ტრანსპორტი

უცხო ქალაქში გადაადგილება შესაძლოა კომპლექსური იყოს. წასვლამდე გაარკვიეთ რა ტრასნპორტი მუშაობს კონკრეტულ ქალაქში და მათი ფასები.

8. კომუნიკაცია: როუმინგი და ინტერნეტი

თუ საზღვარგარეთ მოგზაურობისას პირადი ინტერნეტის გამოყენებასაც აპირებთ, შეიძინეთ და გააქტიურეთ ის წინასწარ აპლიკაციაში. თუ ნომერიც გესაჭიროებათ, ჩართეთ როუმინგი ან შეიძნეთ ნომერი ადგილზე.

ასევე, მნიშვნელოვანია წარმოდგენა გქონდეთ სასურველი ქვეყნის წესებსა და კულტურულ ჩვეულებებზე და შეამოწმოთ რაიმე საჯარო დღესასწაული ხომ არ ემთხვევა თქვენს ვიზიტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *