10 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ ხელბარგში
გსურთ, რომ შემდეგი ფრენისთვის ექსპერტის მსგავსად ჩაალაგოთ ხელბარგი? ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად სპეციალურ ხრიკებს გაგიზიარებთ.
1. იქონიეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ხელბარგში
ყველაზე გამოუცდელმა მოგზაურმაც კი იცის, რომ პირადობის მოწმობა/პასპორტი აუცილებელია, მაგრამ ამისი მუდმივი შეხსენებაც საჭიროა. ხელბარგში თან იქონიეთ პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა საჭირო საბუთი, რათა ისინი ახლოს, ხელის გაწვდენაზე გქონდეთ. ჩვენ ასევე გირჩევთ იქონიოთ მათი ასლები ტელეფონში იმ შემთხვევაში, თუ ორიგინალი დაგეკარგებათ.
2. გამოსაცვლელი ტანისამოსი
მოგზაურობისას არაფრისგან ვართ დაზღვეულნი. მოულოდნელი ინციდენტების შემთხვევაში, კარგი იქნება თუ ახალი სამოსი ხელბარგში გედებათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ის რაც შეიძლება მსუბუქი იყოს.
3. სადეზინფექციო ხელსახოცები/ხსნარი
ხელსახოცები მოგზაურობისას ხშირად გვჭირდება და კარგი იქნება თუ ჩვეულებრივის ნაცვლად, ანტი-ბაქტერიულს აარჩევთ.
4. უსადენო მობილურის დამტენი
აეროპორტებში მობილურის დასატენი ადგილები არის, დენის წყაროებიც, თუმცა საკუთარი უსადენო დამტენი ძალიან გამოგადგებათ.
5. უნივერსალური სამოგზაურო შტეფსელი
საერთაშორისო მოგზაურობების დროს მულტიფუნქციური კონვერტერი აუცილებლად დაგჭირდებათ. იქონიეთ თან შტეფსელი, რომელსაც USB შესაერთებლები აქვს და თქვენს ელექტრომოწყობილობებს ყველგან დატენით.
6. წყალი, წყალი, წყალი!
წყლის მიღება მითუმეტეს მოგზაურობის დროს, აუცილებელია! მოათავსეთ ბოთლით წყალი თქვენს ხელბარგში, თვითმფრინავშიც რომ არ დაიხარჯოთ.
7. საჭირო მედიკამენტები
არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რაც გარკვეულ შემთხვევებში ყველას გვჭრდება. არსებობს ასევე კონკრეტული საჭიროებების მედიკამენტებიც. აუცილებლად მოიმარაგეთ ისინი ხელბარგში, რათა მოულოდნელი ტკივილები მოიშუშოთ და საჭიროების შემთხვევაში არ დაგჭირდეთ მათი ძებნა უცხო ქვეყანაში.
8. იაფი ყურსასმენები
მოგზაურობისას ყურსასმენები შესაძლოა დაგეკარგოთ, ამიტომაც თავი დაიზღვიეთ და ბიუჯეტურ ვარიანტებზე გააკეთეთ არჩევანი. ის ფრენას და მოგზაურობას გაგიადვილებთ და კარგი იქნება თუ ხმის ჩამხშობი ფუნქციაც ექნება.
9. ტუჩის ბალზამი
თვითმფრინავის ჰაერი ტუჩებს აშრობს და მათ დატენიანება სჭირდებათ.
10. კომფორტული წინდები და ნაჭრის სათვალე
თვითმფრინავში შესაძლოა შეგცივდეთ. წინდები და ძილის ნიღაბი კი აუცილებლად გამოგადგებათ.