ევროპის ეს 3 ქვეყანა ყველაზე სუფთა ტბებს და მდინარეებს მოიცავენ
ევროპის საზღვაო სანაპირო ზოლი ცნობილია, თუმცა არანაკლებ სასიამოვნოა მისი ტბები და მდინარეები. აღმოჩნდა, რომ ბულგარეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში ევროპის ყველაზე სუფთა სახმელეთო წყლებია. ევროპის გარემოს სააგენტომ ევროპის კომისიასთან შეთანხმებით, შეისწავლა ევროკავშირის ქვეყნები, შვეიცარია და ალბანეთი. გამოიკვლიეს ბაქტერიული შემადგენლობა და სხვადასხვა ტიპის წყლის დაბინძურებები.
კვლევების მიხედვით, საზღვაო სანაპირო ზოლს უფრო კარგი ქულები აქვს მიღებული, ვიდრე სახმელეთო სანაპიროებს ტბებსა და მდინარეებზე. ბულგარეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში ყველა ლოკაციამ უმაღლესი შეფასებები მიიღო. ბულგარეთში გამოირჩევა პშელინას ნაკრძალი (Pchelina Reservoir), რუმინეთში კი კიუპერკას ტბა (Lake Ciuperca). საბერძნეთი შესაძლოა მხოლოდ საზღვაო სანაპიროებითაა ცნობილი, მაგრამ მის მთიან რეგიონებში ბევრი სუფთა ტბა და მდინარეა, სადაც ცურვა ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნებებს მოგანიჭებთ.
ამ სამ ქვეყანას მოსდევენ ავსტრია და ფინეთი.

