რჩევები

4 ყველაზე ცუდი საჰაერო მოგზაურობის მითი

საჰაერო მოგზაურობასთან დაკავშირებით არსებობს მითები, რომლებიც ადამიანებიდან ადამიანებში მუდმივად გადადის. ჩვენ 4 მათგანი შეგირჩიეთ და ვეცდებით ისინი გაგიქარწყლოთ.

თვითმფრინავში არსებული ჰაერი სავსეა ბაქტერიებით

საბედნიეროდ, თვითმფრინავში არსებული ჰაერი იმაზე გაცილებით სუფთაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა კვვლავ არის დაავადების გავრცელების რისკი, მაგრამ ასე ხდება ხალხით დატვირთულ ნებისმიერ საჯარო სივრცეში. ამიტომაც შეგიძლიათ თავისუფლად ისუნთქოთ ფრენისას.

მაგრამ როგორაა ეს შესაძლებელი? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა თვითმფრინავს სპეციალური საჰაერო ფილტრი აქვს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ჰაერში ბაქტერიული ნაწილაკები გააქროს. ჰაერის 40% თვითმფრინავის ჭერიდან ჩამოდის და ფანჯრებში არსებული ხვრელებიდან გადის. იმის გამო, რომ ჰაერი სწრაფად მოძრაობს, ჯვარედინი დაბინძურება დაბალია. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომაა ჰაერი თვითმფრინავში ასეთი სუფთა ისაა, რომ დარჩენილი 60% გარედან შემოსული ახალი ჰაერია. კაბინაში ჰაერი ყოველ სამ წუთში იცვლება და ბაქტერიებსა და ვირუსებს გავრცელების დრო არ რჩებათ.

არსებობს სწორი დრო ბილეთის შესაძენად

არსებობს ვარაუდები თუ როდის შეიძლება ავიაბილეთებს საუკეთესო ფასი ჰქონდეს. როგორც წესი, თვლიან რომ ეს სამშაბათია, 2-6 თვით ადრე ფრენამდე. მაგრამ, ავიახაზები ფასებს კომპლექსური ალგორითმით ცვლიან და ის არაა აუცილებლად დაბალი კვირის რომელიმე დღეს. თუმცა, როგორც წესი, შაბათის და შუა კვირის ფრენები ყოველთვის იაფია.

მგზავრებს შეუძლიათ კარები შუა ფრენის დროს გააღონ

კიდევ ერთი მითი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და ფილმებმა შექმნა. ფიზიკურად შეუძლებელია გააღო კაბინის კარები მაშინ, როცა თვითმფრინავი მაღალ სიმაღლეზე მოძრაობაშია. მისი გაღება მხოლოდ არადამიანური ძალის მქონე არსებას შეუძლია, ალბათ მხოლოდ სუპერმენს. კარი არ გამოძრავდება თუ 11 000 კილოგრამის გაწევა არ შეგიძლიათ. კარი ავტომატურად იკეტება მაშინ, როცა თვითმფრინავი გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევს და ტექნიკურად შესაძლებელია რომ ის მხოლოდ აფრენის მომენტში და დაჯდომისას გააღოთ.

თვითმფრინავი ჩამოვარდება თუ ძრავა გაფუჭდება

რისკის არსებობის მიუხედავად, ფაქტობრივად შეუძლებელია თვითმფრინავი ჩამოვარდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე ძრავა შეწყვეტს მუშაობას, თვითმფრინავი მოძრაობას განაგრძობს და ახლობელ აეროპორტში რბილად დაეშვება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *