2026 წლის სამოგზაურო ტრენდები და მიმართულებები
ცნობილმა პლატფორმამ “BOOKING.COM” 2026 წლისთვის მთავარი სამოგზაურო ტრენდები და მიმართულებები გამოავლინა.
1. რომანტიკა
გამოკითხულ მოგზაურთა 55%-მა განაცხადა, რომ რომანტიკული მიმართულებები იზიდავთ, ისინი რომლებიც ფენტეზის ჟანს და რომანტიკას აღვიძებენ. მაგალითად, იქ სადაც სასახლეების და შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების მონახულებაა შესაძლებელი.
2. ჰუმანოიდებით გამართული სასტუმროები
რობოტები აქტიურად მკვიდრდებიან სასტუმროს ინდუსტრიაში, გამოკითხულ მოგზაურთა ორი მესამედი მზადაა გამოსცადოს სასტუმრო, სადაც ავტომატიზირებული ასისტენტები და რობოტები ოპერირებენ. კომფორტი ნელ-ნელა ტექნოლოგიებს ემყარება.
3. სამოგზაურო პარტნიორის გამოცდა
მოგზაურობები მშვენიერი გამოცდილებაა ერთმანეთთან დასაახლოვებლად. მოგზაურთა უმეტესობა მეგობართან, კოლეგასთან ან პოტენციურ პარტნიორთან ერთად მოგზაურობს და მათთვის ურთიერთობების გამყარება მნიშნელოვანია. ამიტომაც, მოგზაურობა რომელიც ექსტრემალურ აქტივობებს გვთავაზობს ან ჩვენი ჩვეული როლებიდან გადახვევას ითხოვს, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
4. საკვები როგორც სუვენირი
გასტრნომოიული მოგზაურობა ისევ და ისევ პოპულარულია. მოგზაურთა 64%-ს სურს რომ მოგზაურობიდან სხვადასხვა ტიპის საკვები პროდუქტები: ყველი, ყავა, ჩაი, სუნელები, შოკოლადი თუ სხვა თან წაიღოს.
5. ასტროლოგიური პროგნოზი
მოგზაურთა 35%-მა განაცხადა რომ მათ შეუძლიათ გადადონ სამოგზაურო გეგმები თუ ასტროლოგიური პროგნოზი იმ კონკრეტულ მომენტში მათ ამას ურჩევს. მთვარის ფასები თუ რეტროგრადიულობის ასპექტი ასე თუ ისე განსაზღვრავს მოგზაურთა გეგმებს.
6. სარელაქსაციო აქტივობები
39% მოგზაურისთვის მნიშვნელოვანია დასვენება, რომელიც ბუნებასთან, თევზაობასთან, ჩიტებზე დაკვირვებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება. მათ სურთ გაექცენ ქალაქის ქაოსს და შეიგრძნონ ბუნება.


