როგორ აღმოვაჩინოთ მას-ტურიზმის ნიშნები კონკრეტული მიმართულების დაჯავშნისას
მსოფლიოში ბევრი ადგილია, რომლის ნახვაც გვსურს. მაგრამ ბევრი ღირსშესანიშნაობა წლის ზოგ პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა ჭარბი ტურიზმის აღზევებით. ხანდახან ისეც ხდება, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ტუსტების რაოდენობას ფიზიკურად ვერ აუდის. გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით ეს ყველაფერი შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ან უბრალოდ შესაბამისად მოემზადოთ.
ტურიზმის გადასახადები
როცა რაღაცის ფასი იზრდება, მოთხოვნა მცირდება – ამ მიზნით ვენეცია ხანდახან მის ზოგიერთ ქუჩაზე შესასვლელად გადასახადს აწესებს, რათა ტურისტების რიცხვი შეამციროს. ტურისტებზე შემოღებული დამატებითი გადასახადები იმ პერიოდში მას ტურიზმის ნიშანია. მაგალითად, ვენეცია სეზონზე პარასკევი, შაბათი კვირის დღეებში 5-დან 10 ევრომდე მოსაკრებელს აწესებს. ამსტერდამში კი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი გადასახადებია.
არის თუ არა თქვენი შერჩეული ადგილი საკრუიზო პორტი?
ქალაქში, რომელსაც საკრუიზო პორტი აქვს თითქმის ყოველდღიურად ჩერდებიან დიდი კრუიზები. ზოგიერთ მათგანს 7000 მგზავრი გადაჰყავს და პორტში შემოსვლისას მათი უმეტესობა არემარის დასათვალიერებლად გამოდის. თ სამოგზაუროდ საკრუიზო მიმართულებას ირჩევთ, არ იმოგზაუროთ საკრუიზო სეზონზე.
დაფრინავენ თუ არა ბიუჯეტური ავიახაზები?
როდესაც ბიუჯეტური ავიახაზები ახალ მიმართულებას ამატებენ, ტურისტები იმ ქალაქს ფუტკრებივით ესევიან. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ ბევრი ვიზიტორისთვის.
გაეცანით ახალ ამბებს
სანამ კონკრეტულ მიმართულებას მიაშურებთ, გაიგეთ რა ხდება იმ ქალაქში. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მასშტაბურ პროტესტს ან დროის იმ მონაკვეთში ტარდებოდეს საერთაშორისო მუსიკალური, ლუდის თუ სხვა ტიპის ფესტივალი. მაგალითად მიუნხენში ოქტობერფესტის დროს, ტურისტული გადატვირთულობის გამო მკვეთრად იზრდება ფასები.
გადაღებულია პოპულარული ფილმი ან სერიალი
ადამიანებს ძალიან უყვართ ცნობილი ფილმების და სერიალების გადასაღები ლოკაციების მონახულება. ამიტომაც, თუ რაიმე ფილმი ან სერიალი ტრენდშია, კონკრეტულ ლოკაციაზე მას-ტურიზმი აუცილებლად დაგხვდებათ. მაგალითად, ჯეიმს ბონდის გადაღებების შემდეგ, ტაილანდში ერთ-ერთი კუნძულს “ბონდის კუნძულის” კი ეწოდა. ასევე, მას შემდეგ რაც სერიალი “თეთრი ლოტუსი” გამოვიდა, ტურისტულად აფეთქდა სიცილიის ტაორმინა და ტაილანდის კო სამუი.
ვერ ყიდულობთ მუზეუმის ან ტურის ბილეთს ონლაინ
თუ სასურველ ღირსშესანიშნაობაზე მოსახვედრად ან რაიმე ტურისთვის ონლაინ ბილეთებს ეძებთ და “სრულად გაყიდულია” წერია, კონკრეტულ პერიოდში ქალაქის ტურისტულ გადატვირთვას ნიშნავს.
ქალაქში ახლად გახსნილი ღირსშესანიშნავი ძეგლია
როდესაც ცნობილი ძეგლები სარესტავრაციოდ იხურება, მათ გახსნას დიდი ხმაური მოსდევს ხოლმე. ასე იყო პარიზის ნოტრ-დამის კათედრალის შემთხვევაში. ამიტომაც, მათი ახლად გახსნის შემდეგ, კონკრეტულ ქალაქში ვიზიტის დაგეგმვის ინტერესი ასმაგად იზრდება.