რა არის პოლარული ღამე და როდის იწყება?
ჩრდილოეთ პოლუსზე ნოემბრის შუა რიცხვებში მომავალ წლამდე მზე ბოლოჯერ მოსჩანს ხოლმე. სწორედ ამ დროს იწყება უჩვეულო ფენომენი – პოლარული ღამე. გარდა იმისა, რომ აქ თვეობით მუდამ ვარსკვლავები ციმციმებს და სახლები თოვლშია ჩაფლული, ცის ფერი ლაჟვარდოვანიდან ღია იასამნისფრამდე იცვლება და ადამიანებს საშუალებას აძლევს დღის გარკვეულ პერიოდებში გარშემო საგნები უკეთესი გარჩევადობით დაინახოს.
ნორვეგიის არქიპელაგზე მსგავსი გამონათებები უფრო ხანმოკლეა. ადამიანები მთელი დღე ცხელ სასმელს სვამენ და ისვენებენ. თუ ღამე გიყვართ, პოლარულ ღამეებში აუცილებლად უნდა მოხვდეთ და იმოგზაუროთ იქ, სადაც მისი გამოცდა შეგეძლებათ.
პოლარული ღამეები მშვენიერი დროა ჩრდილოეთში სამოგზაუროდ. ამისთვის არ გჭირდებათ არქტიკულ სარყყელში მოხვედრა. გრძელ ღამეებს, ჩრდილოეთის ციალს და ავრორას სარტყლის სიახლოვეს მდებარე ქალაქებშიც გამოცდით.