დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო დრო ფრენისთვის?
ხშირად ფრენის დრო ერთ მთლიან დღეს გვაკარგვინებს, რადგანაც დაღლილობის და გამოუძინებლობის გამო არ გვაქვს ენერგია და ხალისი.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ რეისის დაგვიანებები:
თუ თქვენთვის დროული ფრენა მნიშნელოვანია და დაგვიანებები არანაირად არ გაწყობთ, დილის ფრენები უნდა დაჯავშნოთ, რადგანაც ადრიანი დილის ფრენები უმეტეს შემთხვევაში დროულად მიფრინავს და დაგვიანებების მაჩვენებელი მინიმალურია. საღამოს რეისებზე მთელი დღის პრობლემები და შეფერხებები ხანდახან სხვადასხვა რეისის განრიგიდან აცდენას იწვევს. სტატისტიკების მიხედვით დაგვიანებული ფრენების რიცხვი დაბალია დილის 6-დან 10 საათამდე დაგეგმილ ფრენებში. საღამოს 6 საათისთვის კი დაგვიანების დრო 20 წუთამდე ადის.
ნაკლები ხალხმრავლობისთვის:
ბევრი მოგზაურისთვის ნაკლები რიგები და ხალხმრავლობა მნიშვნელოვანია. აეროპორტებში დილაობით მგზავრთა რაოდენობა ყველაზე მაღალია, დაახლოებით დილის 7 საათიდან 10 საათამდე. შემდეგი დატვირთული პერიოდია დღის 1 საათი, მესამე პიკი დროა საღამოს 5-დან 8 საათამდე არეალი. თუ ბილეთს ამ პოპულარული დროების მიღმა შეიძენთ, რიგებს თავიდან აიცილებთ.
მშვიდი ფრენისთვის
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტურბულენტობა დღის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად იგრძნობა. ამიტომაც, თუ ნერვიული მგზავრი ხართ, ადგილი ფრთასთან შეიძინეთ და ფრენა დილით ადრე ამჯობინეთ. ტურბულენტობა ხშირად გამოწვეულია მზის მცხუნვარების და ატმოსფეროს ურთიერთქმედებისგან.
ნაკლები ჯეთლეგისთვის
თუ ჯეთ ლეგი და ფრენის შემდეგ არსასიამოვნო შეგრძნებები ხშირად გაწუხებთ, დროის სწორად შერჩევა მას შეგიმსუბუქებთ. ზოგადად, ჯეთ ლეგს სამი ან მეტი სასაათო სარტყელის გადაკვეთა იწვევს. ამიტომაც, შეარჩიეთ ღამის ფრენა. თქვენი დღის რუტინა იგივე დარჩება, ღამით კი თვითმფრინავში უფრო მარტივად ჩაგეძინებათ.
საუკეთესო ფასისთვის
ამ შემთხვევაში არ არსებობს დღის ზუსტი მონაკვეთი, რომელიც ყველაზე ან ყოველთვის ბიუჯეტურია. ფასი ხშირად დამოკიდებულია კონკრეტულ პერიოდში მაღალ ან დაბალ მოთხოვნაზე. დღის პირველი და ბოლო ფრენები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია, ამიტომაც ამ დროს ავიაკომპანიები ფასებს ამცირებენ.