რჩევები

ევროპის 11 ყველაზე ნაკლებად სტრესული აეროპორტი

ჩვენ უკვე გაგაცანით მსოფლიოს ყველაზე სტრესული აეროპორტები სამოგზაუროდ, ახლა კი მათ საპირისპიროდ, ყველაზე მარტივად გასაგნებ აეროპორტებს წარმოგიდგენთ. როგორც წესი, აეროპორტები სტრესს და გადაღლას უკავშირდებიან, მაგრამ ზოგიერთი ევროპული აეროპორტი მგზავრების კომფორტზე მაქსიმალურად ზრუნავს. საუკეთესო საჰაერო მგზავრობის გამოცდილებას ამ აეროპორტებში ნამდვილად მიიღებთ.

მალაგას აეროპორტი, ესპანეთი

აქ უმარტივესად იპოვნით თქვენს გეითს

მალაგა ცნობილი დასასვენებელი მიმართულებაა და მისი აეროპორტიც არ ძაბავს აქ ჩამოსულ დამსვენებელს. კარგად დაორგანიზების და ეფექტური დაგეგმარების წყალობით, ტერმინალებს შორის გზის გაგნება აქ უმარტივესია. მალაგას აეროპორტი მოსაცდელი კუთხეებიც კომფორტული და მგზავრების საჭიროებებზე მორგებულია. ასევე, მისი ცენტრთან სიახლოვე საკმაოდ ხელსაყრელია.

ლიონის სან ეგზიუპერის აეროპორტი, საფრანგეთი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აეროპორტი

საფრანგეთის აეროპორტები ცნობილია სირთულით, თუმცა ეს აეროპორტი გამორჩეულად მარტივია. აქ არც გამგზავრებისას დაისტრესებით და არც ჩამოფრენისას. მისი თანამედროვე და კომპაქტური დიზაინის წყალობით, ლიონის აეროპორტში გადაადგილება მარტივია. აქ ასევე დიდი არჩევანია კვების და სუვენირების მიმართულებით.

ლუქსემბურგის ფინდელის აეროპორტი

ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აეროპორტი აქვს

ლუქსემბურგის ლანდშაფტები ერთ-ერთი საუკეთესოა რისი დანახვაც ჰაერიდან, თვითმფრინავის ფანჯრიდან შეგიძლიათ. აეროპორტში ვიზიტი კი მისი სიმარტივის წყალობით სასიამოვნო შეგრძნებებს კიდევ უფრო აძლიერებს. აქ მგზავრების მოცდის დრო მინიმალურია. თანამშრომლები ბევრ ენას ფლობენ და ინფრასტრუქტურაც თანამედროვეა.

ბრისტოლის აეროპორტი, დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ნაკლებად სტრესული აეროპორტი

მიუხედავად მისი სიდიდისა, ბრისტოლის აეროპორტი საკმაოდ მყუდრო ატმოსფეროს ქმნის და მგზავრებს კომფორტულ მგზავრობას ჰპირდება.

ჰამბურგის აეროპორტი, გერმანია

არაა ისეთი ქაოსური, როგორც გერმანიის სხვა აეროპორტები

ჰამბურგი გერმანიის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქია, რომლის აეროპორტიც სიმარტივით გამოირჩევა. განსაკუთრებით კომფორტულია ტრანსპორტი, რომელიც ცენტრთან გვაკავშირებს. მარტივი პროცედურები და მეგობრული თანამშრომლები მშვიდ ატმოსფეროს ქმნიან.

ჰელსინკი-ვანტას აეროპორტი, ფინეთი

სკანდინავიური ეფექტურობა და მინიმალისტური დიზაინი

ჰელსინკს ულამაზესი ლანდშაფტი აქვს და მისი აეროპორტი მოგზაურებს აეროპორტშივე აჩვენებს ფინურ ეფექტურობას და მინიმალისტური დიზაინის სიყვარულს. საუცხოოდ დაორგანიზებულ ტერმინალებში აქ მგზავრები აუღელვებლად დადიან.

კოპენჰაგენის აეროპორტი, დანია

ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი აშენებული კუნძულზე

ეს აეროპორტი ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს და თანამედროვე ტერმინალებით დანიური დიზაინის დახვეწილობას წარმოადგენს. კოპენჰაგენის აეროპორტი მშვიდი და ეფექტურია.

მიუნხენის აეროპორტი, გერმანია

გერმანიის კიდევ ერთი მშვენიერი აეროპორტი

ეს აეროპორტი გერმანული ეფექტურობის ნამდვილი ზეიმია. მისი ტერმინალები ჰარმონიული გადაადგილების საშუალებას გვაძლევს და ტრადიციული საკვები ობიექტებით ბავარიის ავთენტურობას გვამცნობს.

ციურიხის აეროპორტი, შვეიცარია

მგზავრებზე მორგებული აეროპორტი

ციურიხი მსოფლიოში ცნობილია თავისი მაღალი ეფექტურობით და დაორგანიზების ხელოვნებით. ციურიხის აეროპორტში თავს მშვიდად იგრძნობთ, რადგანაც აქ ყველაფერი მარტივადაა მონიშნული და დაძაბულობის საშუალებას ფიზიკურად არ მოგცემთ.

ამსტერდამის შიპოლის აეროპორტი, ნიდერლანდები

ეს აეროპორტი გამოირჩევა ეფექტური დიზაინით და მგზავრების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით. აქ გადაჯდომაც უმარტივესი პროცედურაა, რადგანაც ნიშნები იოლად გასარჩევია, ხოლო თანამშრომლები მუდამ გეხმარებიან. შიპოლში ნახავთ ბიბლიოთეკას, მუზეუმს და პარკსაც კი, სადაც ვიზიტორებს რელაქსაციის საშუალება აქვთ.

ლისაბონის აეროპორტი, პორტუგალია

საუკეთესო აეროპორტი, რომელიც ქალაქის შიგნით მდებარეობს

ლისაბონის აეროპორტის კომპაქტური ზომა სწრაფი ნავიგაციის საშუალებას იძლევა და სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს. აეროპორტში ბუნებრივი სინათლე და სასიამოვნო ატმოსფეროა. რაც მთავარია, ის ცენტრიდან მხოლოდ 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *