როგორ გამოიყურება ლუი ვიტონის აეროპორტის ლაუნჯი
ცნობილი ბრენდის, ლუი ვიტონის კავშირი მოგზაურობასთან გასცდა სამოგზაურო ჩანთების დიზაინის შექმნას და აეროპორტში ლაუნჯის სახითაც მოიკალათა. ის დოჰას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, კატარის დუტი ფრისთან თანამშრომლობით. ლუი ვიტონის ლაუნჯში ბუნებრივი განათება, მწვანე სივრცე და მიკრო-კლიმატია შექმნილი ტროპიკული ბაღისთვის. აქ ფრენიდან ფრენამდე რელაქსაციას ნამდვილად მოახერხებთ.
აქ შესვლა ნებისმიერი კლასის ბილეთითაა შესაძლებელი, მთავარია კატარის ავიახაზების კლუბის წევრი იყოთ. ლაუნჯი ღიაა 24/7-ზე. ბრენდის მცოდნეები შეამჩნევენ ბრენდის შემოქმედებას გარშემო არსებულ დიზაინსა და ნივთებში.
მენიუს აღწერილობაში ნახავთ: “პარიზიდან შუა აღმოსავლეთამდე, ეს მენიუ ხიდია ფრანგულ დიდებულებასა და ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს შორის.” ნახავთ მსუბუქ კერძებსაც და ნოყიერ სადილებსაც.
როგორც კი ლაუნჯში შეხვალთ, საოცნებო ზღაპრულ სამყაროში ჩაიძირებით, სადაც ავეჯიც კი ხელოვნების ნიმუშია და ყოველი კუთხე ბრენდის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებულობას და მაღალ ხარისხს ამჟღავნებს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მასიურ შიდა ბაღში აღმოჩენა.