რჩევები

ჩაის დატოვების კულტურა ევროპაში: რჩევები

თუ არ იცით სად როგორ მოქმედებს ჩაის დატოვების კულტურა, ჩვენ ვეცდებით ამაში გაგარკვიოთ. ყველა ქვეყანას განსხვავებული წესები აქვს, გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს ევროპის მასშტაბით.

რესტორნები და ბარები

ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში 15%-ზე მეტი ჩაის დატოვება საჭირო არაა. ბევრ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთს, ჩეხეთს, უნგრეთს, ირლანდიას, პორტუგალიას და დიდ ბრიტანეთს, სერვისის მომსახურეობა ანგარიშში ისედაც შეჰყავს, მაგრამ თუ ამას არ აკეთებს, ადგილობრივი ფულის კუპიურებით 5 ან 10% შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ანგარიშის მიხედვით. თუ მომსახურეობა ან საკვები თქვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი, მაშინ შეგიძლიათ ამისგანაც შეიკავოთ თავი. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის იტალიასა და ავსტრიაში ძირითადად მომსახურეობისას არ ამატებენ და ჩაის არც ელიან, მაგრამ აქ მიღებულია, რომ ანგარიში დაამრგვალოთ.

იტალიაში შესაძლოა ნახოთ მომსახურეობის თანხა ანგარიშში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მომსახურე პერსონალთან არ მიდის, ამიტომაც, თუ გსურთ კონკრეტულ მიმტანს ან თანამშრომელს ჩაი დაუტოვოთ, გააკეთეთ ეს ქეშად და მიეცით პირდაპირ მას. პიცერიებში გირჩევთ ანგარიშის დამრგვალებას, რესტორნებში 5-10%-ის დამატებას.

სკანდინავიასა და ისლანდიაში ჩაის ასევე არ ელიან, რადგანაც ის თქვენ მიერ გადახდილ თანხაში ისედაც შედის. ჩაი აუცილებელი არაა ევროპულ ბარებში, მაგრამ თუ მისი დატოვება მაინც გსურთ, უბრალოდ დაამრგვალეთ ანგარიში.

სასტუმრო

სასტუმროს პერსონალისთვის ჩაის დატოვების ეტიკეტი ევროპის ქვეყნებში თითქმის ერთნაირია. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და უნგრეთში, ჩაის დატოვება თუ გსურთ, მიეცით 1 ან 2 $ ჩანთის წამომღებს, 2-დან 5 $-მდე დასუფთავების პერსონალს. ეს აქ მიღებულ წესად ითვლება. სკანდინავიასა და ისლანდიაში სასტუმროს პერსონალი ჩაის არ მოელის, რადგანაც ეს თქვენს გადასახადში ისედაც გათვალისწინებულია. შვეიცარიაში კი სასტუმროდან წასვლამდე თუ დასუფთავების პერსონალს 5-დან 10 ფრანკამდე დაუტოვებთ, ძალიან დაფასებული ქმედება იქნება, მაგრამ არა აუცილებელი.

ტურის გიდები

მათთვის ჩაის რაოდენობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე იტალიაში, შეგიძლიათ დატოვოთ ტურის ღირებულების 10 ან 20 %, გააჩნია როგორ მოგეწონათ ტურის ჩატარების ხარისხი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში, როგორც წესი, გიდისთვის 20-40 ევროს ტოვებენ, ხოლო მძღლისთვის 10-15-ს. თურქეთში პირადი მძღოლები მოელიან რომ 200/300 თურქულ ლირას დაუტოვებთ, ჯგუფური ტურის გიდები კი 60/100 ლირას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *