რჩევები

სოლო მოგზაურობის 5 მიზეზი ქალბატონებისთვის

თუ მოგზაურობა გსურთ, მაგრამ გამყოლი არ გყავთ, მეგობრებს და ოჯახის წევრებს არ სცალიათ ან რაიმე მიზეზი აქვთ, უარი მაინც არ უნდა თქვათ. ქალბატონების სოლო მოგზაურობა ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭს. საშუალება გეძლევათ გაექცეთ კომფორტ ზონას, შეხვდეთ ახალ ადამიანებს და აღმოაჩინოთ საუკთარი თავი. რა სარგებელს მოგიტანთ მოგზაურობა?

მიზეზი 1: ეს გაგაძლიერებთ

მარტო მოგზაურობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ და მნიშვნელოვან გამოცდილებას წარმოადგენს. ჩანთებით ერთი ადგილიდან მეორემდე სიარული და ახალ ქალაქებში გზის გაკვალვა იმ სიძლიერეს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში, რაც აქამდე გააზრებული არ გქონდათ. ამ პროცესში დაარღვევთ გენდერული ნორმების სტერეოტიპულ შეხედულებებსაც.

მიზეზი 2: თქვენ იქნებით ბოსი, მაგრამ არავინ დაგიძახებთ “ბოსს”

მარტო მოგზაურობა დაგეგმვას და სითამამეს მოითხოვს, ის ბუნებრივ ლიდერებად გვაყალიბებს მაგრამ გარშემომყოფებისგან გარკვეული იარლიყების აკვრისგანაც განგათავისუფლებთ. არავინ დაგიძახებთ ბრძანებების გამცემს, მხოლოდ თქვენ იმოქმედებთ თქვენი გეგმების მიხედვით. არ გექნებათ იმის შიში, რომ ვინმე გაგკიცხავთ და არ იფიქრებთ სხვების გადაღლასა თუ განსხვავებულ ინტერესებზე. თქვენ აწესებთ წესებს: სად წახვიდეთ, რითი იმგზავროთ, რა მიირთვათ, როდის გეძინოთ და ფული რაში დახარჯოთ, თავადვე შეგიძლიათ თქვენი წესების დარღვევა.

მიზეზი 3. არასდროს იქნებით სრულიად მარტო

ფიქრობთ, რომ სოლო მოგზაურები მარტოსულები არიან? სულაც არა. მართალია მარტო ყოფნა მოგზაურობის ძირითად ნაწილს შეადგენს, მაგრამ ასე უფრო მარტივად გაიცნობთ ადამიანებს ჰოსტელებში, ადგილობრივ ტურებში, ტრანსპორტში, კაფეებში და სხვადასხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

მიზეზი 4. სოციალური მოლოდინებისგან გათავისუფლდებით

ქალი სოლო მოგზაურისთვის პრიორიტეტი საკუთარი თავი ხდება და მარტო დასვენებით დიდ სარგებელს ნახულობენ. სოციალური ნორმები, რომლებსაც საზოგადოება გვიქმნის, მარტო მოგზაურობისას ქრება და ტრადიციული მიდგომებისგან თითქოს შესვენებას ვიღებთ. სილამაზის სტანდარტების დაცვაც არ მოგეთხოვებათ, იქ სადაც არავინ გიცნობთ. არ შეგაწუხებთ მოდა, ფიტნეს ტრენდები, მაკიაჟი, ზედმეტი თმა, ბოდი შეიმინგი თუ დიეტის კულტურა. ასე აღმოაჩენთ ნამდვილ მეს.

მიზეზი 5. უფრო მეტად შეიგრძნობთ ქალურ სოლიდარობას

უკვე ძალიან ბევრი მიმართულებაა სოლო მოგზაურებისთვის სრულიად უსაფრთხო, მაგრამ ქალებისთვის მაინც არის გარკვეული საფრთხეები. სოლო ქალ მოგზაურებს ეხებათ ადგილობრივი გენდერული უთანასწორობაც და უფრო მეტად უყალიბდებათ ქალური სოლიდარობა იქ მცხოვრები ქალბატონების მიმართ. კულტურული ნორმები მთელ მსოფლიოში განსხვავებულია და მათი რეალურად გამოცდა თითქოს თვალს გვიხელს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *