10 ხრიკი დიდხნიანი ფრენისთვის
ფრენა საოცარი მოვლენაა. რამდენიმე საათით ვსხდებით თვითმფრინავში და უეცრად სრულიად განსხვავებულ გარემოში ვინაცვლებთ. მაგრამ, თუ ფრენა დიდი ხნით გვიწევს, ხშირად დაღლილობას და გამოფიტვას ვრძნობთ. ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ.
1. ხელბარგი გონივრულად ჩაალაგეთ
ჩვენ გირჩევთ ხელბარგში კბილის პასტა და ჯაგრისიც მოათავსოთ, რათქმაუნდა სამოგზაურო ზომის, რადგანაც კბილის გახეხვა გვაფხიზლებს და გვაცოცხლებს. ასევე, იღლიის სპრეი, ტუჩის ბალზამი და ტანის ლოსიონი რათა ჯეთლეგის გამო სახე არ გამოგიშრეთ.
2. აქსესუარები & ძილი
ყურსასმენები, თვალის ნიღაბი და ხმაურის დამხშობი ყურის საცობები გრძელვადიანი ფრენისას ძალიან გამოგადგებათ. კისრის ბალიში რელაქსაციაში დაგეხმარებათ.
3. დატკბით გართობით
დრო ძალიან მალე გადის როცა ფილმებს ან სატელევიზიო შოუებს ვუყურებთ. ამიტომაც, გადაიტანეთ ყურადღება რამის ყურებაზე, იქონიეთ წიგნი, ითამაშეთ, უყურეთ ფილმს და ვიდეოებს.
4. გაითვალისწინეთ ფეხის სივრცე
ხელბარგს ხშირად წინა სკამის ქვეშ დებენ ხოლმე, მაგრამ გრძელი ფრენებისას გირჩევთ ყველა ჩანთა თაროზე შემოდოთ და ფეხების გაშლისთვის ადგილი დაიტოვოთ.
5. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი
კომფორტი აუცილებელია, როცა თვითმფრინავში ყოფნა დიდხანს გიწევთ. თავი ისე უნდა იგრძნოთ, როგორც საკუთარ ტახტზე ტელევიზორის წინ. ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტულად და იქონიეთ დამატებითი წინდაც.
6. გაიწელეთ და იარეთ
საათობით ჯდომა არაკომფორტულია, ეცადეთ ადგეთ, იაროთ და კუნთები გაწელოთ. სახსრების განთავისუფლება ადგილიდანაც შეგიძლიათ.
7. წყალი და ჰიდრატაცია
ბევრი წყალი მიიღეთ, რათა სხეულმა დეჰიდრატაცია არ განიცადოს. არ ელოდოთ წყურვილის შეგრძნებას, დალიეთ მანამდეც. უარი თქვით ალკოჰოლზე და კოფეინზე.
8. ივარჯიშეთ ფრენამდე
სხეული აქტიურად ამყოფეთ იქამდე, სანამ თვითმფრინავში ახვალთ. იცურავეთ, გააკეთეთ ვარჯიშები; ან ურბალოდ იარეთ აეროპორტში.
9. ისწავლეთ რამდენიმე ფრაზა იმ ენაზე, რომელზეც იქ საუბრობენ სადაც ჩადიხართ
რამდენიმე ფრაზის სწავლა იმ ქვეყნის ენაზე, სადაც მოგზაურობთ, ძალიან კარგი ჟესტია. გამოიყენეთ წიგნი, ვიდეო, აუდიო ფაილი ან აპლიკაცია.
10. გაიცანით გვერდით მჯდომები
მცირე კომუნიკაციის წამოწყება მეზობლებთან კარგი იდეა იქნება თუ შეატყობთ რომ მათაც სურთ აზრის გაცვლა-გამოცვლა.