2024 წლის მსოფლიოს ტოპ-10 ულამაზესი კუნძული
უკანასკნელი გლობალური გამოკითხვის შედეგად, 2024 წლის საუკეთესო კუნძულები გამოვლინდა დასასვენებლად. სიის სათავეში მოექცნენ მალდივები, ბალი და ფუ კოკი ვიეტნამში. სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- მალდივები
- ფუ კოკი, ვიეტნამი
- ბალი, ინდონეზია
- მილოსი, საბერძნეთი
- დომინიკა
- კრეტა, საბერძნეთი
- ჰვარი & დალმატია, ხორვატია
- კოჰ სამუი, ტაილანდი
- გალაპაგოსი, ეკვადორი
- დიდი რიფები, ავსტრალია
მალდივებზე ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია. აქ თეთრი ქვიშის სანაპიროები, კრისტალივით სუფთა წყლები და მდიდრული ვილებია, რომლებიც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავენ. მალდივები სამოთხეა თაფლობისთვის გასატარებლადაც.
ფუ კოკი/Phu Quoc, ვიეტნამი: ის იზიდავს ვიზიტორებს ხელშეუხებელი სანაპიროებით, მწვანე ლანდშაფტით და გამორჩეული კურორტებით. კუნძული ცნობილია სასიამოვნო ატმოსფეროთი, მდიდარი წყლის ბინადრებით და ბუნებით. კუნძულზე ღამის ცხოვრებაც აღსანიშნავია.
ბალი, ინდონეზია: ეს აზიის გამორჩეული კუნძულია. ის ცნობილია ცოცხალი კულტურით და შთამბეჭდავი ლანდშაფტით. კუნძული ვიზიტორებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჩუქნის და ბუნების საოცრებებით იზიდავს.
დომინიკა კარიბის ზღვის კუნძულია ულამაზესი სანაპიროებით, ვულკანური პიკებით და თერმული წყაროებით. აქ ნახავთ იუნესკოს დაცულ ეროვნულ პარკს და ჩანჩქერებს.
კრეტა, საბერძნეთი: ეს საბერძნეთის უდიდესი კუნძულია შთამბეჭდავი სანაპიროებით და ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა კნოსოსის სასახლე. მოინახულეთ ლამაზი სოფლებიც.