რჩევები

რას უშვება ფრენა თქვენს სხეულს ექიმების შეფასებით

ექიმები გვიზიარებენ თუ როგორ აისახება გრძელი ფრენები ჩვენს სხეულზე. ალბათ გიგრძვნიათ, რომ დიდხნიანი ფრენის შემდეგ თავს მოწოდების სიმაღლეზე ვერ გრძნობთ. ჯეთლეგის და ფეხების შეშუპების გარდა, საათების პატარა კაბინაში გატარება ამ სიმაღლეზე, ჩვენს სხუელზე სხვანაირადაც აისახება. მაგალითად, ის უარყოფითად მოქმედებს გულის და რესპირატორულ ჯანმრთელობაზე, ასევე კუნთებზე.

როგორ მოქმედებს ფრენა გულზე: მან შესაძლოა ეფექტი მოახდინოს სუნთქვის უკმარისობაზე და გულის არეში დისკომფორტზე. ადამიანები გულის დაავადებების მაღალი რისკით განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან. გულის დადასტურებული დაავადებების დროს, აუცილებლად მოინახულეთ ექიმი ფრენამდე და იქონიეთ საჭირო მედიკამენტები.

დეჰიდრატაცია, კაბინის აერის წნევის ცვლილება და დაბალი ოქსიგენის კონცენტრაცია ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლებ ოქსიგენს ვსუნთქავთ. ასევე, თვითმფრინავში ჯდომისას ღრმად არ ვსუნთქავთ, სტრესი იზრდება, გულის პრობლემების გართულებასთან ერთად.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიმპტომებს ფრენის შემდეგ: ფეხების გასიებას და ტკივილს და სუნთქვის გაძნელების გაგრძელებას. რისკის შესამცირებლად, სვით წყალი რომ არ განიცადოთ დეჰიდრატაცია და არ დალიოთ ალკოჰოლი ფრენის დროს. ეცადეთ გაწელოთ სხეულის ნაწილები ჯდომისას და როცა საშუალება გექნებათ ადგეთ.

როგორ მოქმედებს ფრენა მუცელზე: თვითმფრინავის კაბინებში დაბალი ტენიანობაა, რაც დეჰიდრატაციას და დისკომფორტს იწვევს. კაბინის წნევის ცვლილება მუცელში გაზების გაფართოების შემოქმედიცაა და მგზავრები შებერილობას და მუცელში დისკომფორტსაც გრძნობენ ხოლმე. დროის ზონების ცვლილება მადიანობის დაკარგვაზეც აისახება. ამ შემთხვევაშიც ექიმები წყალს და მსუბუქ კვებას გვირჩევენ, ასევე მაქსიმალურ მოძრაობას.

როგორ მოქმედებს ფრენა ტვინზე: ფრენა ძილის დაკლებაზე და ხარისხზეც მოქმედებს, რაც ჩვენს კოგნიტურ ფუნქციებზე და ხასიათზე აისახება. დაბალი ტენიანობის დონე იწვევს თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. შესაძლოა იგრძნოთ გულმავიწყობა და კონცენტრაციის სირთულე. ნერვიულო მოგზაურები გრძელი ფრენისას სტრესს და შფოთვასაც განიცდიან. ექიმების რჩევა კიდევ ერთხელაა ჰიდრატაცია, რათა გაუწყლოებამ სიმპტომები არ გაგიმძაფროთ და ძილი.

როგორ მოქმედებს ფრენა თვალებზე, ცხვირზე და პირზე: ეს არეალები ფრენისას ძალიან შრება, რადგანაც კაბინაში წნევა იცვლება და ჰაერის ხარისხიც ფუჭდება. თუ საკმარის წყალს არ დალევთ, თვალების ცხივის და პირის სიმშრალე შეგაწუხებთ. თუ გაციებულები ხართ, ფრენა მაგ შემთხვევაში ორგანიზმს უფრო ერევა. რჩევაა სარეჭი რეზინის დაღეჭვა და მთქნარება ფრენამდე და ფრენის შემდეგ. ფრენის გამო შეიძლება აგიწითლდეთ ან გაგიღიზიანდეთ თვალები, ესეც კაბინის სიმშრალის ბრალია. ხოლო პირში ჰაერის სიმშრალე არასასიამოვნო სუნსაც იწვევს. ექიმები ამ შემთხვევაშიც ღეჭვას და წყალს გვირჩევენ.

როგორ მოქმედებს ფრენა კანზე: ფრენა კანის სიმშრალესაც იწვევს, ეგზემას და ფსორიაზს. სახეზე უფრო დაღლილად გამოიყურებით და განსაკუთრებით პრობლემურია აკნესკენ მიდრეკილი კანისათვის. თვალების გარშემო კანი უფრო მუქ შეფერილობასაც იღებს. კანი ულტრაიისფერი სხივების გამოც ზიანდება. ამიტომაც, გირჩევთ კანის დატენიანებას, მაკიაჟზე უარის თქმას და მზის დამცავის წასმას.

როგორ მოქმედებს ფრენა კუნთებზე: უმოძრაობა და ერთ ადგილას ჯდომა კუნთებს ამაგრებს და ზურგის პრობლემებს იწვევს. ეცადეთ ფრენის დროს ერთხელ მაინც ადგეთ და ადგილზე ხელები მაინც გაწელოთ. როგორც კი ჩაფრინდებით მნიშვნელოვანია ამოძრაოთ სხეული როგორც კი შეძლებთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *