რჩევები

მსოფლიოს ყველაზე სტრესული აეროპორტები სამოგზაუროდ

დროგამოშვებით სპეციალური კვლევები ადგენენ სტრესის ხარისხს მოგზაურებში, რომლებიც ამა თუ იმ აეროპორტში მგზავრობენ და მას აფასებენ. ალბათ შეგიმჩნევიათ ზოგ აეროპორტში სტენდებიც, რომლებიც ამა თუ იმ აეროპორტის შეფასებას გვთხოვენ. კვლევები ითვალისწინებენ აეროპორტის ზომას, ფრენების დაგვიანებებს და დისტანციებს. ჩვენ ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 10 ყველაზე სტრესულ აეროპორტს გაგაცნობთ:

1. ლონდონის გეტვიკის აეროპორტი / London Gatwick Airport

მისი ქაოსური ატმოსფეროთი და მგზავრების დიდი რაოდენობით, გეტვიკი მასშტაბური სამოგზაურო ჰაბია. მის პირველ ადგილას მოხვედრაზე იმოქმედა მგზავრთა სიმჭიდროვემ, დაგვიანებების რაოდენობამ და ქალაქის ცენტრიდან დისტანციამ.

2. სტამბოლის აეროპორტი / Istanbul Airport

ეს ერთ-ერთი ყველაზე გლობალურად დატვირთული აეროპორტია კომპლექსური ინფრასტრუქტურით და უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფრენით. ბევრი მოგზაური აღიარებს, რომ ამ აეროპორტში ნავიგაცია მისი სიდიდის გამო, მათთვის სირთულეს წარმოადგენს.

3. მიუნხენის აეროპორტი / Munich Airport

მიუხედავად ეფექტური დაგეგმარებისა, მიუნხენის აეროპორტს ბევრი შეფერხება აქვს და მისი სიდიდის გამო აქ ნავიგაციაც წარმოადგენს გარკვეულ სირთულეს. ასევე, მესამე ადგილი განაპირობა დაგვიანებების სიხშირემ.

4. დენვერის აეროპორტი / Denver International Airport

უამინდობების გამო, დენვერის საერთაშორისო აეროპორტიც აწყდება პრობლემებს მისი ტერმინალების სიჭარბის გამო. ბოლო კვლევების თანახმად, აეროპორტის ახლანდელი ინფრასტრუქტურა არაა ადაპტირებული მგზავრთა იმ რაოდენობაზე, რამდენიც მას იყენებს.

5. ჰითროუს აეროპორტი / Heathrow Airport

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი დიდი მოძრაობით გამოირჩევა და ის საჰაერო მოგზაურებისთვის ხშირად სტრესულ გარემოს წარმოადგენს.

6. ლოს-ანჯელესის აეროპორტი / Los Angeles International Airport

ამერიკის ეს აეროპორტი სიაში კომპლექსური ტერმინალებით, დიდი მოძრაობით და პოტენციური დაგვიანებების რაოდენობით მოხვდა.

7. ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტი / Fiumicino International Airport

რომის ფიუმიჩინოს აეროპორტიც ქაოტური და დატვირთულია მგზავრთა რაოდენობით და საერთაშორისო ფრენების მენეჯმენტით.

8. დალასის საერთაშორისო აეროპორტი / Dallas Fort Worth International Airport

მისი ზომის, დაგვიანებების და დამაკავშირებელი ფრენების კომპლექსურობის გამო, სიის ათეულში დალასის აეროპორტმაც დდაიმკვიდრა ადგილი.

9. ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტი / John F. Kennedy International Airport

როგორც უზარმაზარი გლობალური ჰაბი, ნიუ-იორკის ამ აეროპორტის რეპუტაცია მას სტრესულ სამოგზაურო მიმართულებად აქცევს.

10. ოჰარეს საერთაშორისო აეროპორტი / O’Hare International Airport

ჩიკაგოს ეს აეროპორტი ცნობილია მისი ზომით და კრიტიკული საჰაერო მოძრაობით და ხშირად უქმნის პრობლემებს მის მგზავრებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *