2 მიზეზი თუ რატომ გვესალმებიან ბორტგამცილებლები თვითმფრინავში ასვლისას
ბორტგამცილებლები ყოველთვის მოხარულნი არიან მიგვიღონ ბორტზე, თუმცა არსებობს მიზეზები თუ რატომ დგანან შესასვლელში, გვესალმებიან და სახეზე გვიყურებენ. მათი ეს საქციელი მხოლოდ ზრდილობით არ იხსნება. მას სხვა უფრო სერიოზული მოტივები აქვს.
ბორტგამცილებლები გესალმებიან იმ მიზეზით, რომ შეამოწმონ ნასვამი ხომ არ ხართ ან ავად ხომ არ იმყოფებით. ისინი აუცილებლად მიიღებენ ზომებს თუ შეგამჩნიეს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხართ ან სახეზე იმდენად ცუდი ფერი გადევთ, რომ ფრენის დროს შესაძლოა შეუძლოდ გახდეთ.
ბორტგამცილებლების მოსალმების რიტუალის უკან არსებული მეორე მიზეზი არის ის, რომ თქვენი სახეები კარგად დაიმახსოვრონ. ისინი ამოწმებენ მგზავრებს გარეგნულად, რათა ყოველი შემთხვევისთვის შეარჩიონ ისინი, ვინც დაეხმარებათ საგანგაშო ან არასასიამოვნო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში. ბორტგამცილებლები გონებაში ინიშნავენ იმ მგზავრებსაც, რომლებსაც შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ, მაგალითად მოხუცებს და მოტეხილობების მქონე ინდივიდებს. ისინი ერთი მზერით ამჩნევენ ნერვიული იქნებით თუ სანდო.
“თუ ვხედავთ ვინმეს მოცულობითი სხეულით და ფიზიკურად ძლიერს, ვიმახსოვრებთ მათ სახეებს და ადგილებს სადაც სხედან.” – ამბობს ერთ-ერთი ბორტგამცილებელი.