რჩევები

ევროპის საუკეთესო ადგილები ხალხმრავლობას რომ გაექცეთ

რთულია ევროპის ხიბლს გაუძლო, სადაც ყველა კუთხეში უამრავი საკულტო ისტორიული ძეგლი იმალება. მაგრამ ამ კონტინენტზე ბევრ ისეთ ადგილსაც აღმოაჩენთ, რომელიც დაცლილია ხალხმრავლობისგან და უფრო მშვიდი მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. ჩვენ საუკეთესოები შეგირჩიეთ.

აბრუზო, იტალია

იტალია ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ, აბრუზო მისი გამორჩეული რეგიონია მთებით, ზღვით და ულამაზესი ლანდშაფტით. მოინახულეთ მისი დედაქალაქი ლაკილა და ისტორიული სოფლები მის გარშემო. აბრუზოს ადრიატიკის ზღვის სანაპირო ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით – Costa dei Trabocchi.

ექსტრემადურა, ესპანეთი

აქ ჩასული ტურისტები როგორც წესი, ესპანეთის ორ ისტორიულ ქალაქს სტუმრობენ: მერიდას და კასერესს. თუმცა მათ მიღმა, ექსტრემადურას ულამაზესი ბუნება აქვს. აქ ბილიკები საოცარ გზებზე გაგიყვანთ.

ალჯეზური, პორტუგალია

ალჯეზურის ულამაზესი ძველი ქალაქი გაჯერებულია ლეგენდებით. პორტუგალიის ამ პატარა სოფელში ვიზიტორები მისი ბწრყინვალების შესაგრძნობად ჩამოდიან. აქ კლდოვანი სუფთა ნაპირები, კრისტალივით წმინდა წყალი, ახალი ზღვის პროდუქტები და გარე აქტივობების ფართო ასორტიმენტი გელოდებათ.

კალოპანაიოტისი, კვიპროსი

კვიპროსის ამ ნაწილში საოცარ სიმშვიდეს აღმოაჩენთ. ეს სოფელი თითქოს ფილმის გადასაღებ მოედანს გავს. მისი თეთრი შენობები ფერადი სახურავებით და ქვაფენილიანი გზებით ნამდვილად მომხიბვლელია. აქაურ სპა ლოკაციებზე გასაჯანსაღებლად უძველესი დროიდან ჩამოდიოდნენ.

ფარერის კუნძულები

ჩრდილო-ატლანტიკურ ოკეანეში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის მდებარე ეს კუნძულები ბუნების საოცარ სიმშვენიერეს წარმოგვიდგენენ. დაიწყეთ მოგზაურობა კუნძულის დედაქალაქიდან – ტორშავნიდან. ფარერის კუნძულები ტურისტულად ძალიან პოპულარულია, ამიტომაც აქ ხალხმრავლობას უნდა ელოდოთ.

ფიელანდი, ნორვეგია

Fjærland – ფიორდების მქონე სოფელია ეროვნულ პარკთან, რომელიც ბერგენიდან საოცარი ხედების მქონე სამანქანო გზაზე მდებარეობს. მას ნორვეგიის “წიგნების ქალაქს უწოდებენ, რადგანაც აქ უამრავი მეორადი წიგნი იყიდება. წყლის და მთების შეფერილობა არემარეს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. შეგიძლიათ დაკავდეთ კაიაკითაც.

ესტონეთის კუნძულები

დასავლეთ ესტონეთის არქიპელაგი ზაფხულობით განსაკუთრებით დატვირთულია. აქ 5 მთავარი კუნძულია: Saaremaa, Hiiumaa, Muhu, Kihnu და Vormsi. იონესკოს მიერ დაცული ბიოსფერო მიზეზია, რის გამოც ესტონეთის კუნძულების უნდა ეწვიოთ.

ცენტრალური ბოჰემია, ჩეხეთი

პრაღიდან მატარებლით 1 საათის გზაზე მდებარეობს ჩეხეთის არანაკლებ გასაოცარი “სამეფო რეგიონი” – ცენტრალური ბოჰემია. მოინახულეთ კუტნა ჰორა, იუნესკოს დაცული ქალაქი. ეს არეალი ჩეხეთის ულამაზესი სასახლეებით გამოირჩევა.

ტრანსილვანია, რუმინეთი

დრაკულას კლასიკურ ნოველაში ავტორი ტრანსილვანიას მაგიური ტყეების და ველების ადგილს უწოდებს. რუმინეთის ეს რეგიონი მართლაც მაგიური და მისტიკურია. ის ქვეყნის უდიდესი რეგიონია და აქ შუასაუკუნეების დრამატულ ნაგებობებს იხილავთ. დატკბით საქსონური მასპინძლობით.

ბრიტანია, საფრანგეთი

ჩრდილოეთ საფრანგეთის ეს ცნობილი რეგიონი 800-მდე კუნძულს აერთიანებს, სადაც საოცარი სიმშვიდე გელით. გადადით კუნძულ გლენანზე იშვიათი ფლორა-ფაუნით, მოინახულეთ მსოფლიოს უძველესი შუქურა და დაუსახლებელი კუნძული ვიერჟი.

აპენზელი, შვეიცარია

შვეიცარიის ეს გამორჩეული ადგილი პლანეტაზე არსად არ მეორდება. ავსტრიის საზღვართან მდებარე აპენზელი საოცარი ფერების ქალაქია. მისი მთების და ტყეების  შემხედვარე ამაში ნამდვილად დარწმუნდებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *