რჩევები

4 საუკეთესო მიმართულება მეგობრების ჯგუფის მოგზაურობა რომ რეალობად აქციოთ

ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვა რთული გამოწვევაა. ყველას თავისი აზრი აქვს რა უნდა გააკეთოთ, სად უნდა წახვიდეთ და სად დარჩეთ. მაგრამ, არსებობს რამდენიმე მიმართულება, რაც გადაწყვეტილებას გაგიიოლებთ. მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ამ 4 ლოკაციაზე მოგზაურობას დაუვიწყარს გახდით.

კიანტი, ტოსკანა, იტალია

ღვინის ქვეყანაში მეგობრების ვიზიტი ნამდვილად ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა. გაეშურეთ ტოსკანაში, იტალიის საუკეთესო ღვინის დაბადების ადგილას, კერძოდ კიანტიში. აქ ვენახები, მრავალფეროვანი დასარჩენი ადგილები, ღვინის დეგუსტაციები და ბევრი სხვა აქტივობა გელით, ჰაერში კი რომანტიკის სუნი ტრიალებს. შეგიძლიათ იქირაოთ ვილა, დაისვენოთ აუზთან, ისეირნოთ ველოსიპედებით, მოიმზადოთ გემრიელი სადილი და დატკბეთ სიმწვანით. აქედან მარტივია ფლორენციის და ვენეციის მონახულებაც.

მალიორკა, ესპანეთი

ხანდახან საუკეთესო გზაა დასასვენებლად კუნძულს მივაშუროთ. მალიორკა ყველა ასაკისთვის განკუთვნილი მიმართულებაა. აქ მეგობრები საუკეთესოდ დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ და სანაპიროზე გაერთობით. იცურავეთ კრისტალივით სუფთა წყალში და ისუნთქეთ ოკეანის ჰაერი. მალიორკაზე ნამდვილად არ მოიწყენთ.

ტაილანდი

სიმწვანით, ისტორიული საყდრებით და არაჩვეულებრივი საკვებით, ტაილანდი ჯგუფური მოგზაურობისთვის მშვენიერი არჩევანია, მითუმეტეს მაშინ, თუ თავგადასავლებს ეძებთ. დაიწყეთ ტაილანდის გამოკვლევა მისი სამზარეულოთი. შემდეგ გაისეირნეთ ეროვნულ პარკში, შეიძინეთ ხელნაკეთი სუვენირები და დატკბით აქაური არქიტექტურით.

პრაღა, ჩეხეთი

თუ თქვენს სამეგობრობს თავგადასავლების მიღმა ისტორიის შეცნობაც სურს, პრაღა საუკეთესო არჩევანი იქნება. თანაც, ის ევროპის ერთ-ერთ ბიუჯეტურ მიმართულებად ითვლება. ქალაქის არქიტექტურა დაუვიწყარია. გაისეირნეთ მის წვრილ, საყვარელ ქუჩებში, დააკვირდით ასტრონომიულ საათს, გადადით საკულტო ჩარლზის ხიდზე, დატკბით გოთიკური სან ვიტუსის კათედრალით, დაისვენეთ ბაღებში და ერთად აღმოაჩინეთ ეს კომპლექსური ქალაქი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *