საიდუმლო მნიშვნელობა ფრენის ნომრის უკან
თქვენ გესმის თქვენი ფრენის ნომერი ყოველ ჯერზე როცა მიფრინავთ, მაგრამ რას ნიშნავენ ისინი და რამდენად მნიშნელოვანია? ფრენის ნომერს იყენებენ მაშნაც, როდესაც ბორტზე გეპატიჟებიან. აბსოლიტურად ყველა ფრენას აქვს თავისი ფრენის ნომერი, არ აქვს მნიშვნელობა ავიახაზებს. ფრენის ნომერი აქვთ გაუქმებულ ფრენებსაც. და არა, ეს ბორტგამცილებლების რაღაც საიდუმლო ენა არაა. ეს კოდი მნიშვნელოვანი დეტალია იმისთვის, რომ საჰაერო მიმოსვლის სისტემამ სწორად იმუშაოს.
როგორ ვიპოვოთ ფრენის ნომერი? ფრენის ნომერი არის მოკლე კოდი, რომელიც ორი ასოსგან და ოთხი ციფრისგან შედგება. ის ყველგანაა, როცა ფრენას ეძებთ, ჯავშნით ან მოგზაურობთ. ფრენის კოდი მოგივათ ავიახაზების აპლიკაციაში, მეილზე ბილეთის დადასტურების სახით, ბარგის სტიკერზე, აეროპორტის დაფაზე, ბილეთზე და აშ.
რას ნიშნავენ ისინი? ფრენის ნომერი ფრენის უნიკალური მახასიათებელია. ის ეხმარება მგზავრებს, პილოტებს, ბორტგამცილებლებს, მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის წარმომადგენლებს, საჰაერო კონტროლს იმისათვის, რომ გაიგონ კონკრეტულად რომელი ფრენაა და რომელ ავიახაზებს ეკუთვნის. მაგალითად, თუ რომელიმე ფედერაციულ ავიაციის ადმინისტრაციას დღეში 45000 ფრენა აქვს და ატეულობით მათგანი ორ კონკრეტულ ქალაქს შორის, თვითმფრინავები ყოველ 45 წუთში აფრინდებიან ან დაფრინდებიან აეროპორტში. იმისათვის, რომ ყველაფერი უსაფრთხო და მოწესრიგებული იყოს, არ გამოიწვიოს დაბნეულობა და ქაოსი ამდენმა ფრენამ, მათი დანომვრაა საჭირო. მართალია ის თქვენ შემთხვევით შერჩეული გეჩვენებათ, მაგრამ მათში ბევრი რამ იმალება. მაგალითად, ასოები, რომლითაც ნომერი იწყება, თქვენი ავიახაზების აღმნიშვნელი აბრევიატურაა. ნომრები კი მიეკუთვნებიან კონკრეტულ ფრენას და არა ავიახაზებს. მაგალითად, სხვადასხვა თვითმფრინავს შესაძლოა ერთი და იგივე ფრენის ნომერი ჰქონდეს. თქვენი ფრენის ნომერი განსხვავებულია დასტურის ნომრისგან, რომლითაც ავიახაზები თქვენს ჯავშანს ადასტურებენ.
როგორ ირჩევენ ავიახაზები ფრენის ნომერს? ძირითადად ეს ელექტრონულად ხდება და ამას კომპიუტერი აკეთებს. ის არაა ავტომატური ან შემთხვევითი. ხშირად ავიახაზები იყენებენ ერთსა და იმავე ფრენის ნომერს ერთი და იგივე გზაზე ყოველდღე, მუდმივობის მიზნით. ისინი ყოველთვის ერიდებიან გამოიყენონ ციფრები, რომლებიც რაიმე გლობალურ კატასტროფასთან არიან დაკავშირებულები და არ წერენ მსგავს თარიღებს.
უნდა მიაქციოთ ყურადღება ფრენის ნიშანს? ზოგადად მომხმარებელთა მომსახურეობის აგენტები არ გკითხავენ ამ ნომერს, ისინი ჯავშნის დასტურის ნომერს გკითხავენ. მაგრამ ფრენის ნომერი გამოჩნდება ყველა დაფაზე და ეკრანზე აეროპორტში.