8 ქალაქი საუკეთესო კარნავალების აღსანიშნად
ცოცხალი აღლუმები, მდიდრული კოსტიუმები და ქუჩის წვეულებები დაუვიწყარ გამოცდილებებს გვძენს და უნიკალურ მოგონებებს გვიქმნის. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე უდიდეს ზეიმს გირჩევთ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ. ექსტრავაგანტური და თავბრუდამხვევი კარნავალები და ფესტივალები ამ ქალაქებში კონკრეტულ დროს ჩასვლისთვის ნამდვილად ღირს.
1. ვენეცია, იტალია
როდის: იანვრის ბოლო/თებერვლის დასაწყისი
მსოფლიოს კარნავალებიდან ვენეციის კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და გამორჩეულია. ყოველწლიურად ეს ქალაქი მაგიურ მასკარადად იქცევა მე-18 საუკუნის კოსტიუმებით, ფერადი ნიღბებით და ექსცენტრიკული აქსესუარებით. შეუერთდით ქუჩის მხიარულებას საკუთარი ხელნაკეთი ვენეციური ნიღბით ან ქუდით. თუ სადღესასწაულოდ გამოწყობა არ გსურთ, უყურეთ წყლის შოუებს ვენეციის ცნობილ არხებში.
2. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
როდის: თებერვალი
კარნავალების ჯაჭვი მთელ ბრაზილიაში ვრცელდება, თუმცა რიო-დე-ჟანეიროში ის ყველაზე მასშტაბური და სიცოცხლით სავსეა. ქუჩებში გაიგონებთ რიტმულ დრამებს, სამბას ცეკვის ჰანგებს და უშრეტი ენერგიის გარემოცვაში აღმოჩნდებით. უყურეთ საოცარ აღლუმებს და გლამურულ მოცეკვავეებს. მოგზაურები რიოს კარნავალს ახასიათებენ როგორც ფერადს, ხმაურიანს და ძალიან გასართობს.
3. ვიარეჯიო, იტალია
როდის: თებერვალი
ვიარეჯიო შეიძლება პატარა ქალაქია, მაგრამ მისი კარნავალი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილია. ამ დროს აღლუმი ეწყობა ულამაზეს ბულვარში (La Passeggiata), მონაწილეებს კი აცვიათ ფერადი კოსტიუმები და ქმნიან ფანსტასტიკურ ატმოსფეროს. დააგემოვნეთ ტოსკანური სამზარეულო და ეწვიეთ კარნავალის მუზეუმს, რომელიც ვიარეჯიოს ამ დღესასწაულის ისტორიას გვიყვება.
4. სანტა კრუზ დე ტენერიფე, ესპანეთი
როდის: იანვარი-თებერვალი
ამ კარნავალის გამო, სანტა კრუზ დე ტენერიფეს რიო დე ჟანეიროს ტყუპ დას უწოდებენ. აქ ის ერთი თვის მანძილზე გრძელდება, თუმცა მთავარი აქტივობები 1 კვირის განმავლობაში იყრის თავს. კარნავალის მონაწილეები ირგებენ კოსტიუმებს, რომლებიც 80 კილომდე იწონიან. აღლუმი აქაც ექსტრავაგანტურია და ასობით მოცეკვავე და არტისტი ქუჩას მხიარულებით, მუსიკით და ფერებით ავსებს. წვეულებები მთელი ღამე გრძელდება.
5. გოა, ინდოეთი
როდის: თებერვალი
ყოველწლიური გოას კარნავალი 1510 წლიდან იღებს სათავეს და ერთ-ერთი საუკეთესო კარნავალია მთელ აზიაში. აქ აღლუმები გაჯერებულია ტრადიციული ჰინდუ მუსიკით, ცეკვით და ფოლკლორით. დღესასწაულს ხსნის მეფე მომო – მითიური მონარქი, რომელიც ლათინურ კარნავალებშიც გვხვდება. აქ ამ დროს სპორტული შეჯიბრებები, საკვების დაგემოვნებები და ბევრი შთამბეჭდავი აქტივობა იმართება.
6. ნიცა, საფრანგეთი
როდის: თებერვალი/მარტი
ნიცის კარნავალის დროს ბევრი რამ ხდება. “ყვავილების ბრძოლა” (Bataille de Fleurs) ყვავილებით მორთულ დეკორაციებს წარმოგვიდგენს ნიცის ქუჩებში და ჰაერი სასიამოვნო სურნელით იჟღინთება. პერფორმები ყვავილებს ხალხში არიგებენ და თუ რამდენიმე მათგანი შეგხვდებათ, საბოლოოდ უმშვენიერეს ბუკეტს წაიღებთ სამახსოვრო სუვენირად. აღლუმების უმეტესობა მასენას მოედანზე ტარდება.
7. კელნი, გერმანია
როდის: თებერვალი
კელნის კარნავალს “მეხუთე სეზონს” და “გიჟურ დღეებს” უწოდებენ. მთელი ქალაქი ამ დროს ლაივ მუსიკით, კრეატიული კოსტიუმებით და ბევრი ლუდით ივსება. ასევე, ცოცხალი ტრადიციებით. აქ ბევრ უცნაურ და საინტერესო აქტივობას აღმოაჩენთ. ზოგ მათგანზე ტკბილეულის და ტიტების წვიმაში მოყვებით.
8. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
როდის: აგვისტო
ნოტინგ ჰილის კარნავალი მშვენიერი საშუალებაა მილიონობით ადამიანებს შორის ნოტინგ ჰილზე გაიაროთ და ერთ-ერთ უდიდეს ბრიტანულ მხიარულებას შეუერთდეთ. ის სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. აქ ბევრია სანახავი და მისართმევი. ტროტუარზე ასობით საკვების დახლი დაგხვდებათ.