9 ზრდილობიანი ჩვევა, რომელიც სასტუმროს თანამშრომლებს არ მოსწონთ
ხანდახან საზოგადო მოქცევის ეტიკეტი და ზრდილობიანი ჩვევები სწორად არ მუშაობს და კონკრეტული სფეროს თანამშრომლებთან უნდა ვიცოდეთ ალტერნატიული მოქცევის გზები. მაგალითად, სასტუმროს თანამშრომლები ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ხვდებიან და მათ ადვილი საქმე ნამდვილად არ აქვთ. იმისათვის, რომ საქმე არ გავურთულოთ, უნდა ვიცოდეთ თუ რა მოსწონთ მათ და რა არა.
X სასტუმროს სერვისების საიტზე შეკვეთა მათთან დარეკვის ნაცვლად
ბევრ სასტუმროს აქვს საიტი მათივე სერვისების შეკვეთის ფუნქციით და სტუმრებს ჰგონიათ რომ ეს უფრო ადვილია, ვიდრე რეალური ადამიანის შეწუხება, მაგრამ პირიქით. როგორც ირკვევა, საიტის მოთხოვნები ძირითად შემთხვევებში ისევ სასტუმროს მისაღების თანამშრომლებთან მიდის მაგრამ მათ არ შეუძლიათ დააზუსტონ ან გკითხონ რაიმე თავად.
✔️ამის ნაცვლად: დარეკეთ მიმღებში და მათთან დააზუსტეთ თქვენი მოთხოვნა. ასე მათ დროსაც დაზოგავთ და აუცილებლად მიიღებთ იმას რაც გსურთ.
X იმის ფიქრი, რომ თანამშრომლები სასტუმროში ცხოვრობენ
ძალიან ბევრ სტუმარს ჰგონია, რომ თანამშრომლები მუდამ იქ არიან, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში მათი სამუშაო ადგილი და დროებია.
✔️ამის ნაცვლად: ნუ თხოვთ თანამშრომლებც ზედმეტი დროის გამოყოფობას, ნუ შეეკითხებით დეტალებზე მათი ცხოვრებიდან, მათ შორის იმას, თუ სად ცხოვრობენ.
X ნუ სთხოვთ დამლაგებელს რაიმეს
თუ შეამჩნიეთ, რომ საპირფარეშოში ქაღალდი აღარ გაქვთ ან კონდიციონერი არ მუშაობს, ნუ მიმართავთ პირველივე დამლაგებელს. ყველა მათგანს თავისი ვალდებულებები აქვს. შესაძლოა მათ არ ეხებოდეთ თქვენი ოთახის პრობლემა.
✔️ამის ნაცვლად: დარეკეთ მიმღებში და მათ გააგებინეთ პრობლემის შესახებ. ისინი შესაბამის თანამშრომელს გამოგიგზავნიან.
X დაეხმაროთ დალაგებაში
ხანდახან სტუმრები ცდილობენ დამლაგებლებს დალაგებაში დაეხმარონ, მაგალითად თეთრეულს თავად აცლიან საწოლს და ყველაფერს ძირს ყრიან. თუ ისინი ნომერში რამდენიმე დღით რჩებიან, თეთრეულის გამოცვლა ყოველდღიურად არ ხდება.
✔️ამის ნაცვლად: უბრალოდ დატოვეთ როგორც გამოიყენებთ, ნაგავი გადაყარეთ და სხვა მხრივ ნუ იფიქრეთ “საქმის შემსუბუქებაზე”.
X კარის გასაღები ბარათის განადგურება
ზოგი სტუმარი ფიქრობს, რომ გასაღები ბარათი მათზე რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას ინახავს, ან ერთჯერადია. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ის ბაქტერიებითაა სავსე, ამიტომაც უნდა გაანადგურონ.
✔️ამის ნაცვლად: აუცილებლად დააბრუნეთ ის მიმღებში.
X გაჩუმება ნებისმიერი სახის პრობლემაზე
ხანდახან სტუმრებს არ სურთ შეაწუხონ სასტუმროს თანამშრობლები რაიმე პრობლემის წამოჭრისას. მაგალითად, თუ გაკლიათ რაიმე ოთახში, გექმნებათ დისკომფორტი, მეზობლები ხმაურობენ და აშ, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ თანამშრომლებს
✔️ამის ნაცვლად: დარეკეთ ან ჩადით მიმღებში და გააჟღერეთ თქვენი პრობლემა.
X მათთან ერთად დროის გატარება
ხანდახან სტუმრებს სურთ სოციალური ურთიერთობები სასტუმროს თანამშრომლებთან დაამყარონ. მოკლე შეკითხვები და დიალოგი ბუნებრივია, უბრალოდ ნუ გაუბამთ საუბარს მათ გასართობად.
✔️ამის ნაცვლად: გადით ბარში ან ახლომდებარე სოციალურ სივრცეში.
X დამლაგებლებისთვის დატოვებული ჩაის გადამალვა
ხანდახან სტუმრები სამადლობელ ჩაის ბალიშის ქვეშ, სანათის ძირში ან მაცივარშიც კი დებენ. შესაძლოა დამლაგებლებმა უბრალოდ ვერ ნახონ ის ან ნაგავს გადააყოლონ.
✔️ამის ნაცვლად: დატოვეთ ჩაი მაგიდაზე გამოსაჩენ ადგილას და მიაწერეთ ფურცელზე მადლობა.
X თხოვნა, რომ თქვენთან ერთად გაერთონ
ხანდახან სტუმრები თანამშრომლებს ლუდზე ან გასართობად ეპატიჟებიან. ეს კი მათ არაკომფორტულ სიტუაციაში აყენებს.
✔️ამის ნაცვლად: სასტუმროს თანამშრომლებთან დაიჭირეთ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა.