რჩევები

7 საუკეთესო ადგილი საკურას ყვავილობა რომ იხილოთ

ნაცრისფერი ზამთრის შემდეგ, დგება დრო, რომ გაზაფხულმა თავისი სიფერადე შემოიტანოს და ყვავილების აყვავების დროც დადგეს. საკურას ხეების ყვავილობა გაზაფხულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენ საუკეთესო მიმართულებებს გირჩევთ საკურას ყვავილობით ტკბობისათვის.

იოშინო, იაპონია

რა თქმა უნდა ეს სია იაპონიით უნდა დავიწყოთ. თუ ამსტერდამს ტიტები აქვს, იაპონია ულამაზესი საკურათი ამაყობს. ჰოკუტოში ჯინდაი საკურა – იაპონელების უძველესი საკურას ხე მდებარეობს. ასევე, კიოტოს მარიუამას პარკში (Maruyama Park) ულამაზესი ვარდისფერი ლანდშაფტი დაგხვდებათ. იოშინო კიდევ უფრო გამორჩეულია, რადგანაც აქ 30 000-ზე მეტი საკურას ხე ხარობს. იოშინოს ხეები დაახლოებით 25 მარტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ხარობენ. ჩრდილოეთ მხარეში, მაგალითად, საპოროში კი მაისის დასაწყისამდეც.

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი გაზაფხულზე განსაკუთრებით რომანტიკულია. ეიფელის კოშკთან მდებარე ტროკადეროს ბაღები ამ დროს სულ სხვა შეფერილობას იღებენ. ტუილრის ბაღებში კიდევ უფრო მეტი საკურას ხეა. ასევე, ვარდისფერი ხეები ხარობს პლანტის ბაღში, ბოტანიკურ ბაღსა და პლანტის ბულვარში, მე-12 რაიონში. ქალაქის ცენტრის მიღმა, გირჩევთ ამ პარკსაც – Parc de Sceaux. აქ საკურას პიკი სეზონია მარტის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე.

ვალ დელ ჟარტი, ესპანეთი

ესპანეთის დასავლეთ რეგიონში, ექსტრემადურაში, 1.5 მილიონი საკურას ხე დაგხვდებათ. ჟარტის მდელო (Jerte Valley) აქ განსაკუთრებით ცნობილია. მთებზე ყვავილები ღია ვარდისფერ და თეთრ შეფერილობებს იღებენ. აქ ტარდება საკურას ყვავილობის ფესტივალიც – The Fiesta del Cerezo en Flor, 22 მარტიდან 7 აპრილამდე. დაგეგმეთ აქ მოგზაურობა მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე.

ვაშინგტონი, აშშ

აშშ-ს დედაქალაქი ცნობილია როგორც პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე მას რომანტიკული ელფერიც დაჰკრავს. ისტორია 1912 წელს იწყება, როცა ტოკიოს მერმა ამერიკუ-იაპონური მეგობრობის ნიშნად, ვაშინგტონს 3000 საკურას ხე აჩუქა. დღეს ეს ქალაქი ეროვნულ საკურას ფესტივალსაც მასპინძლობს. შთამბეჭდავი ხედებისთვის, გაიარეთ ტიდალ ბასინის ბულვარში (Tidal Basin). ფესტივალი ტარდება 20 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით.

ვანკუვერი, კანადა

ვანკუვერის სასიყვარულო ისტორია საკურას მიმართ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. აქაც 500 საკურას ხე ქალაქს იაპონიამ უსახსოვრა. დღეს მთელ ქალაქში 43000 საკურას ხეა. მათ სხვადასხვა უბნებში მიაგნებთ. გაიარეთ დევიდ ლამის პარკში (David Lam Park), სადაც ღამით ვარდისფერი ხეები განათებულია. აქ ფესტივალი მარტის ბოლოდან 25 აპრილის ჩათვლით გრძელდება.

ნიუ-იორკი, აშშ

ამ უზარმაზარ მეგაპოლისშიც ნახავთ საკურას ბილიკებს გაზაფხულის თვეებში. ნიუ-იორკის მწვანე სივრცეები ულამაზეს ვარდისფერ შეფერილობას იძენს. ცენტრალ პარკსა და რივერსაიდის პარკში სპეციალურად მოწყობილი საკურას ბილიკებიცაა. 200 საკურას ხე დაგხვდებათ ბრონქსის და ბრუკლინის ბოტანიკურ ბაღებშიც. საკურას სეზონი აქ ძირითადად აპრილის შუა რიცხვებშია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *