თვითმფრინავის 5 ყველაზე ბინძური ნაწილი
ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მგზავრობს თვითმფრინავით და მიუხედავად იმისა, რომ ფრენიდან ფრენამდე გაწმენდითი სამუშაოები ტარდება, რაღაცეები შესაძლოა მაინც არც ისე სუფთად შენარჩუნდეს. ბორტგამცილებლების თქმით, არსებობს რამდენიმე ნივთი და ადგილი, რომელთან შეხებასაც უნდა მოერიდოთ ხოლმე ან მისი შეხების შემდეგ, ხელის სადეზინფექციო საშუალება გამოიყენოთ. სხვადასხვა გამოკვლევებით თვითმფრინავში 5 ყველაზე ბინძური ზედაპირი დასახელდა:
ინსტრუქციის ბარათები
უსაფრთხოების და ინსტრუქციის ბარათები, რომლებიც სკამის ჯიბეებში აწყვია, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ნივთია თვითმფრინავში. თუ მას დაათვალიერებთ და წაიკითხავთ გაიწმინდეთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით და სურვილის შემთხვევაში გაწმინდეთ ის სველი სალფეთქით.
ზედა თაროების სახელური
გამოიყენეთ ხელსახოცი ან ნაჭერი თაროს გასახსნელად ან ჩასაკეტად, რადგანაც მას ბევრი ადამიანი ეხება და იშვიათად იწმინდება. ან გაიწმინდეთ ხელი გამოყენების შემდეგ.
გადმოსაწევი მაგიდები
სკამის გადმოსაწევ მაგიდის ზედაპირზე ძალიან ბევრი ბაქტერია ბინადრობს. გაწმინდეთ ის სველი ხელსახოცით გამოყენებამდე ან ჭამამდე.
სკამის ჩიხოლები
სკამის ჩიხოლები ყოველთვის არ იცვლება ან იწმინდება, ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს თუ მგზავრმა მოითხოვა ან შესამჩნევად დასვრილია.
საპირფარეშოს სახელურები
თვითმფრინავის საპირფარეშეოები რეგულარულად სუფთავდება, თუმცა კარის ჩამკეტები და სახელურები არა. ამ შემთხვევაშიც გამოიყენეთ გამწმენდი საშუალებები.