რჩევები

როგორ გავინთავისუფლოთ დაგუბებული ყურები მარტივად ფრენის შემდეგ

უკვე 2 საათი გავიდა რაც აეროპორტი დატოვეთ და თქვენი ყურები ისევ გაჭედილია? გარდა იმისა, რომ ეს ძალიან არაკომფორტული შეგრძნებაა, მას შეუძლია მოგზაურობის დროს სმენა ისე დაგიქვეითოთ, რომ ვეღარ მოუსმინოთ გიდს, საქმიან შეხვედრას, ტრენინგს ან მეგობარს სასტუმროს ბარში. ყველაზე მტკივნეული შეგრძნება ყურის შუაში იგრძნობა. ტკივილს იწვევს მასში არსებული ჰაერი, როცა წნევა მნიშვნელოვნად იცვლება.

იმის ნაცვლად, რომ ამ უსიამოვნო შეგრძნების თავისით გავლას დაელოდოთ, პროცესის დაჩქარება უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდით შეგიძლიათ. ეს მეთოდები გამოგადგებათ თუ ყურები ფრენამდე დაგიგუბდებათ ან უსიამოვნო შეგრძნებები გექნებათ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავიდან ჩამოხვალთ.

1. ვალსალვას მანევრი (Valsalva Maneuver)

დახურეთ პირი, მოიჭირეთ ხელი ცხვირის ნესტოებზე და ისუნქეთ შიგნით. ეს თავის არეში წნევის აღდგენას ემსახურება. მაგრამ, იყავით ფრთხილად, სუნთქვა ნელაა საჭირო და არა ძლიერად.

2. ტოინბის მანევრი (The Toynbee Maneuver)

ეს მანევრი ისევე მუშაობს როგორც ვალსალვა და ყურებში წნევის დარეგულირებაში გეხმარებათ. ამ მეთოდის მიხედვით, უნდა მოიჭიროთ ხელი ცხვირზე და რამდენიმე ყლუპი წყალი დალიოთ. ეს ყურის კუნთებს გახსნაში დაეხმარება.

3. ზეითუნის ზეთი ან ჰიდროგენის პეროქსიდი

ეს ტექნიკა ყურის მილებს ყურის ცვილის გოგირდის მოშორებაში ეხმარება. დააწვეთეთ ბამბას თბილი ზეითუნის ზეთი ან ჰიდროგენის პეროქსიდი და დაწექით ისე, რომ ყური, რომელიც გტკივათ, მაღლა იყურებოდეს. გაჩერდით ამ პოზიციაში სამიდან 5 წუთამდე. შემდეგ შეცვალეთ მდგომარეობა და დაწექით ყურზე, რომელიც გტკივათ. დაიფინეთ პირსახოცი. ეს ტექნიკა შეგიძლიათ დღეში 3 ჯერ გამოიყენოთ.

4. თბილი კომპრესი

აიღეთ პირსახოცი, დაასველეთ თბილი წყლით და დაიდეთ ყურზე 5-დან 10 წუთამდე. სითხე ნელ-ნელა ამოშრობას დაიწყებს.

5. ორთქლი

აადუღეთ წყალი და გადაიტანეთ დიდი ჯამში. თავზე დაიფარეთ პირსახოცი და დაფარეთ თქვენი თავი ჯამთან ერთად. შეისუნთქეთ ორთქლი ყურების გასახსნელად. შეგიძლიათ წყალს დაამატოთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ან ლავანდას ზეთი. ისუნთქეთ იქამდე, სანამ ყურის არხები არ გაგეხსნებათ. ასევე, შეგიძლიათ შეხვიდეთ აბაზანაში 10 წუთით და დაიხმაროთ ცხელი წყლის ორთქლი.

თუ ყურების დაგუბებას ფრენის დროს ინტენსიურად იგრძნობთ, თხოვეთ ბორტგამცილებელს ჩაის პაკეტი და 2 ჭიქა, 1 ცარიელი, 1 სავსე ცხელი წყლით. ჩადეთ ჩაის პაკეტი ცხელი წყლით სავსე ჭიქაში და შემდეგ გადაასხით წყალი მეორე ჭიქაში. დაიტოვეთ ჩაის პაკეტი და ძალიან ცოტა წყალი თქვენს ჭიქაში. დაიჭირეთ ეგ ჭიქა ყურთან. მისი ორთქლი ყურის ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ.

საუკეთესო გზა, რომ ყურის დაგუბებისთვის წინასწარ მოემზადოთ, ყურის საცობების გამოყენებაა ფრენის დროს. ასევე, დაღეჭეთ საღეჭი რეზინა ან კანფეტი აფრენის და დაფრენის დროს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *