10 ულამაზესი ბიბლიოთეკა ევროპაში, რომელსაც წიგნის მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიონ
ევროპის ქალაქებში ბევრი ლამაზი სანახაობაა, მაგრამ, ზოგგან ისეთი ბიბლიოთეკები დაგხვდებათ რომ სუნთქვას შეგიკრავენ. ზოგი ინოვაციური დიზაინით მოგხიბლავთ, ზოგიც მინიმალიზმით. ზოგში შებიჯება სამეფო სასახლეში შესვლას ჰგავს. ჩვენ 10 მათგანი შეგირჩიეთ.
ბოდლეინის ბიბლიოთეკა, ოქსფორდი, ინგლისი
Bodleian Library, Oxford
ოქსფორდი ბევრი შთამბეჭდავი ბიბლიოთეკით გამოირჩევა, მაგრამ ბოდლეინი ანტიკურ კათედრალს ჰგავს. მისი ისტორია მე-14 საუკუნით თარიღდება. აქ 13 მილიონზე მეტი წიგნი ინახება. მათ შორის შექსპირის პირველი ნაწარმოები, გუტენბერგის ბიბლია და ჩარლზ დარვინის ნაშრომი.
ტრინიტის კოლეჯის ბიბლიოთეკა, დუბლინი
Library of Trinity College
ეს კლასიკური ბიბლიოთეკა მუქი ხის თაღებით და უდიდესი კოლექციით 1712 წელს აშენდა. აქ ბევრი ანტიკური ტექსტი ინახება.
შტუტგარდის ბიბლიოთეკა, გერმანია
Stuttgart City Library
ეს კუბის ფორმის ბიბლიოთეკა მისი დიდი და ძველი დარბაზებით ერთი დიდი საინტერესო სანახაობაა. მისი ნათელი, თეთრი დიზაინი მას თანამედროვე ხელოვნების გალერეის სტილში აქცევს. ძალიან საინტერესოა ამოტრიალებული პირამიდის ფორმის სამკითხველო დარბაზი.
სორბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, პარიზი
Bibliotheque Interuniversitaire de la Sorbonne
ეს საუკუნოვანი ბიბლიოთეკა პარიზის ცნობილი უნივერსიტეტის ნაწილია. ის მე-18 საუკუნეში ააგეს და დღეს საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა. სან-ჟაკის სამკითხველო ოთახი ბიბლიოთეკის ულამაზესი ნაწილია პიტნისფერ და კრემისფერ ფერებში.
ედმონის სააბატოს ბიბლიოთეკა, ედმონი, ავსტრია
Admont Abbey Library
ეს გასაოცარი ბიბლიოთეკა 1776 წელს გაიხსნა და უდიდესი მონასტერთან არსებული ბიბლიოთეკაა მსოფლიოში. მისი თეთრი და ოქროსფერი ინტერიერი ულამაზესი ფრესკებით და სკულპტურებითაა მორთული ბაროკოს პერიოდის არტისტების ავტორობით.
სტრაჰოვის მონასტრის ბიბლიოთეკა, პრაღა
Strahov Monastery Library
მართალია ეს მონასტერი მე-12 საუკუნით თარიღდება, მაგრამ ბიბლიოთეკა მე-17 საუკუნეში აშენდა. აქ ათასობით წიგნი და სახელოვნებო გალერეაა, რომელიც პრაღაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
სან ლორენცო დე ელ ესკორიალის სამეფო ბიბლიოთეკა, ესპანეთი
El Escorial San Lorenzo de el Escorial
ეს გასაოცარი ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ესპანური რენესანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობაა. სხვა ვეროპული ბიბლიოთეკების მსგავსად, წარსულში ისიც მონასტერი იყო და ცნობილია ულამაზესი ფრესკებით.
სან გოლის სააბატო ბიბლიოთეკა, გალენი, შვეიცარია
Abbey Library of Saint Gall, St. Gallen
ევროპის ერთ-ერთი უძველესი გადარჩენილი ბიბლიოთეკა ბენედიქტის სააბატოს ეკუთვნოდა და გამოირჩევა ბაროკოს და როკოკოს შთამბეჭდავი დეტალებით.
მაფრას ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა, პორტუგალია
Mafra National Palace Library, Mafra
ხის თაროებით მორთული ეს უნიკალური, კლასიკური ბიბლიოთეკა ზღაპრულ ოთახებს აერთიანებს და გოთიკური შარმით გამოირჩევა.
ვენესლას ბიბლიოთეკა, ნორვეგია
Helen & Hard Vennesla library
ყველა ლამაზ ბიბლიოთეკას ნამდვილად არ აქვს ბაროკოს ფანჯრები წარსულში. 2011 წელს აგებული ეს ნორვეგიული ბიბლიოთეკა ელეგანტური, თანამედროვე და გამორჩეული დიზაინის მქონე საჯარო სივრცეა.