რჩევები

როდის უნდა დააჭიროთ ბორტგამცილებლის გამოსაძახებელ ღილაკს თვითმფრინავში?

ღილაკი, რომლითაც ბორტგამცილებელს მოუხმობთ, დიდ ძალას ფლობს. მან შესაძლოა მარტივად გიხსნათ ისეთ სიტუაციებში, როგორებიცაა ნერვიულობა ან ავადმყოფობა ხმელეთიდან ათეულობით კილომეტრით მაღლა ყოფნისას. მაგრამ მისი გამოყენება ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი არაა და როცა თავადაც ვყოყმანობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად ვიყენებთ თუ არა მას.

ბორტგამცილებელი არაა ისეთი მომსახურე პერსონალი, რომელსაც წამდაწუმ ზარის დარეკვით გამოიძახებთ. იცოდეთ, რომ რესტორანში არ ხართ და აქ სპეციალური წესები მოქმედებს. ბორტგამცილებლები ბორტზე არიან იმ მიზეზით, რომ მგზავრების უსაფრთხოება დაიცვან და ნუ დააჭერთ ღილაკს უბრალოდ დამატებითი ყინულის სათხოვნელად. თუ უეცრად კოკა-კოლა მოგინდათ, მაგ შემთხვევაშიც ნუ იჩქარებთ ღილაკის გამოყენებას, რადგანაც ბორტგამცილებლები მიმტანები არ არიან.

გამოუვალი, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაცია ყოველთვის ადეკვატური მიზეზია ღილაკზე თითის დასაჭერად. თუ პანიკური შეტევა დაგეწყოთ, შფოთავთ, ჰაერის უკმარისობა გაქვთ ან ხედავთ რომ მგზავრი საევაკუაციო კარებს თვითნებურად აღებს, მაშინ აუცილებლად დააჭირეთ ხელი ღილაკს. უბრალოდ სასმლის დამატებისთვის კი ზედმეტ პანიკას ნუ შექმნით.

გამოიყენეთ ღილაკი ზომიერად. ზოგიერთი მგზავრი 1 ფრენის დროს ღილაკს რამდენჯერმე აჭერს ხელს. მაგალითად, პლედის სათხოვნელად, ბორტგამცილებელთან სასაუბროდ თუ სხვა უწყინარი მიზეზებისთვის. გახსოვდეთ, რომ ბორტგამცილებელი პერსონალური ასისტენტი არაა.

ფრენის ეტიკეტის მიხედვით ნუ დააჭერთ ღილაკს ნურც საჭმლის მოსათხოვად. უბრალოდ დაელოდეთ თქვენს რიგს.

ბევრი მგზავრი აჭერს ღილაკს იმ შემთხვევებში, თუ მათ წინ მჯდომი მგზავრი სკამს ოდნავ უკან წევს და წამოწოლილ მდგომარეობაშია. ჯერ გაესაუბრეთ მგზავრს და სთხოვეთ გაიწიოს წინ და აუხსენით, რომ მისი ეს მდგომარეობა თქვენთვის შემაწუხებელია. თუ ის კომპრომისზე არ წამოვა, მხოლოდ მაშინ მოიხმეთ ბორტგმაცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უხერხულ სიტუაციაში ჩავარდება.

უსაფრთხოების წესები ადეკვატური მიზეზია იმისათვის, რომ ბორტგამცილებლის მოსახმობ ღილაკს დააჭიროთ. თუ რაიმეს ეჭვობთ, აუცილებლად შეატყობინეთ მათ. ნუ იქნებით ადამიანი, ვინც ამბობს: “დამწვრის სუნი ვიგრძენი, მაგრამ არ მინდოდა ვინმე შემეწუხებინა”. უსაფრთხოება უპირატესია, ამიტომაც დააჭირეთ ღილაკს!

ნუ დააჭერინებთ ღილაკზე ხელს ბავშვებს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გაართოთ. პირიქით, უთხარით, რომ ეს აკრძალულია.

თითოეული მგზავრის დაკვირვება და პასუხისმგებლობის გრძნობა ფრენას გაცილებით უსაფრთხოს და სასიამოვნოს გახდის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *