რამდენად არეული უნდა დატოვოთ სასტუმროს ნომერი?
რა არის ყველაზე სასიამოვნო სასტუმროში დარჩენისას? ყოველდღიური დასუფთავების სერვისი! მასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები გვიზირებენ იდეას, რომ დასუფთავების სამსახური მოხარულია დაალაგოს ოთახი შესაბამისი ეტიკეტების მიხედვით. შეიძლება თქვენ გსურთ, რომ მათ ხელი შეუწყოთ რამის გაკეთებით, მაგრამ ხანდახან შესაძლოა ამით პირიქით, საქმე დაუმატოთ.
გამოაცალკევეთ საკუთარი ნივთები
თუ სასტუმროში რამდენიმე დღით ხართ, საყოველთაო დასუფთავების რეისზე შემოსული დამლაგებლებისთვის გასარეცხი და გამოსაცვლელი ნივთები საკუთარ ნივთებში არ გაურიოთ, რათა მათ არ მოუწიოთ გაფილტვრა თუ რა არის თქვენი და რა ეკუთვნის სასტუმროს. ჭუჭყიანი პირსახოცები ერთად მოათავსეთ, ფეხსაცმელები ერთად დააწყვეთ, ხოლო ტანსაცმელი კარადაში ან ჩანთაში შეინახეთ და საწოლზე არ დაუტოვოთ, რათა პირდაპირ გაასწორონ.
თქვენ ნუ გაასწორებთ საწოლს
შესაძლოა ეს ჩვევაში გაქვთ, მაგრამ თუ გასვლას აპირებთ, თეთრეული მაინც პირდაპირ ირეცხება, ხოლო თუ რჩებით, დამლაგებლების მოვალეობაა ის სპეციალური ტექნიკით გაასწორონ. ამიტომაც, გასწორებას აზრი არ აქვს.
ნუ გამოიყენებთ ხალათს პირსახოცად
უბრალოდ მარტივად შეხედეთ: ხალათი პირსახოცი არაა და ნუ გამოიყენებთ ნურც მაკიაჟის მოსაცილებლად. იმის მიუხედავად, რომ ხალათი ირეცხება, ზოგიერთი ლაქის მოშორება მაინც რთულია.
ნუ დატოვებთ სველ პირსახოცებს გარეთ
ნუ დატოვებთ სცელ პირსახოცებს ხალიჩაზე ან ავეჯზე. მათ შესაძლოა დააზიანონ ხე ან ავეჯის მასალა და დატოვონ ლაქები. პირსახოცისგან დასველებული ხალიჩა და ავეჯი შესაძლოა შემდეგ სტუმრამდე არც გაშრეს. უბრალოდ ჩამოკიდეთ ან დაყარეთ ისინი ძირს აბაზანაში.
გაასუფთავეთ თუ რამე თავად გაგიტყდათ
ყველაფერი ხდება! თუ ჭიქა ან ბოთლი გაგიტყდებათ, სჯობს თავად მოაწესრიგოთ.
ნუ დატოვებთ ჭუჭყიან ჭურჭელს დერეფანში
ეს არამხოლოდ არაეთიკურია, არამედ შესაძლოა არსასიამოვნო სუნიც დააყენოს. უბრალოდ დარეკეთ ოთახის მომსახურეობაში და ისინი თავად მოვლენ და გამოგართმევენ.
ნუ გადაადგილებთ ავეჯს და თუ ამას გააკეთებთ, ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნეთ
თუ ავეჯის გადაადგილება მოგინდებათ, დაიმახსოვრეთ ან ფოტო გადაიღეთ ზუსტად როგორ და სად იდგა, რათა ბოლოს ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნოთ.
ასევე, შეგიძლიათ საკუთარი გადასაყრელი ნივთები თავად გაიყოლოთ. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!