რჩევები

რატომ არ უნდა გეძინოთ თვითმფრინავის აფრენის ან დაფრენის დროს

ღამის გათენების, დილას ძალიან ადრე ადგომის ან აეროპორტში ყურყუტის შემდეგ, ერთი სული გვაქვს ხოლმე თვითმფრინავის სკამზე ჩაძინება ვცადოთ. მაგრამ აფრენამდე აუცილებლად ფზილად უნდა იყოთ, ამას ორი მიზეზი აქვს: ყურის ტრავმა და ევაკუაციის უსაფრთხოება.

ყურის ბაროტრამვა არის სტრესი, რომელიც თქვენს ყურში გარემოსა და თქვენს შიდა ყურს შორის არსებული ჰაერის წნევის ცვლილებების გამო ჩნდება. დისბალანსს ყურის ნიჟარაში ტკივილის გამოწვევაც შეუძლია, ისევე როგორც აუზის ფსკერზე ცურვისას. აფრენისა და დაფრენის დროს, ჰაერის წნევა სწრაფად იცვლება კაბინაში და ჩვენი დაფის აპკები ხშირად იტანჯებიან. ფრენის დროს, ბევრ მოგზაურს გამოცდილი აქვს ყურის ტკივილი და დაგუბება.

საბედნიეროდ, მარტივია ყურის მწყობრში მოყვანა მთქნარებით, ღეჭვით ან ყლაპვით. ეს ქმედებები ხსნიან ყურს და არეგულირებენ ცვლილებებს ამ ორგანოში. თუ თქვენ ამ დროს გეძინებათ, ამ ქმედებებს ვერ შეასრულებთ. შედეგად აგტკივდებათ ყური, რაც თვითმფრინავში ყოფნისას სასიამოვნო სულაც არაა. ერთ-ერთი გამოსავალია ყურის სილიკონის საცობები. თუ მას აფრენამდე და დაფრენამდე გაიკეთებთ, ყურის ტკივილი ნაკლებად შეგაწუხებთ.

მეორე მიზეზი, რატომაც არ უნდა გეძინოთ აფრენის და დაფრენის შემთხვევაში, თქვენი უსაფრთხოებაა. აფრენა და დაფრენა ფრენის 2 კრიტიკული ფაზაა. იმ შემთხვევაში თუ რაღაც მოხდება და თვითმფრინავის საევაკუაციო კარით დატოვება იქნება საჭირო, ფზიხლად უნდა იყოთ და ადეკვატურად სწრაფად იმოქმედოთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *