უფასო აპლიკაციები, რომლებიც თვითმფრინავში ჩაძინებაში დაგეხმარებათ
თუ თვითმფრინავით მგზავრობა მაინცდამაინც მშვიდად არ გამყოფებთ, ან უბრალოდ ფრენის განრიგის გამო გათენება მოგიწიათ და ძალიან აღდგენა გსურთ, ეს სასარგებლო აპლიკაციები გამოძინებაში ხმის, ვიბრაციების და ფერების გამოყენებით დაგეხმარებათ.
Pzizz
ეს აპლიკაცია მომხმარებლებს ეხმარება სწრაფად ჩაეძინოთ და შემდეგ დიდხანს ეძინოთ. ცნობილი ადამიანების ფავორიტი აპლიკაცია საკუთარი მიზნებისთვის ნეირომეცნიერებას იყენებს. ის აერთიანებს ფსიქოაკუსტიკურ პრინციპებს რომ შექმნას სხვადასხვა სიხშირე თითოეულ ყურში და ღრმად ჩაგაძინოთ.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Calm
ეს მშვიდი არხია მედიტაციისა და სიმშვიდისთვის. ის წარმოგვიდგენს “ძილის ამბებს” რომლებიც ბავშვობის ძილისპირულის იმიტიციას ქმნიან და სიზმრების სამყაროში გვანაცვლებენ. განახლებულ ვერსიაში გვხვდება ძმები გრიმების ზღაპრებიც.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Welcome to Night Vale Radio
გამოგონილი ქალაქის ზღაპრები კომფორტის შეგრძნებას გვგვრიან. ეს პოდკასტების აპლიკაციაა მისტიკის ჟანრში. “ამერიკული ცხოვრება” ყველაზე ცნობილი პოდკასტია, რომელიც ანვითარებს ფოკუსს და გვეხმარება ჩაძინებაში.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Sleep With Me
იმ მიზნით რომ მოაწყინოს მსმენელები და ჩააძინოს ისინი, დრიუ აკერმანის მონოტონური საუბარს იგივე ეფექტი აქვს, რაც იმ მასწავლებელს და ლექტორს, რომლის მოსმენისასაც ძილბურანი მოგვიცავდა ხოლმე. მოყოლილი ზღაპრები აზრს მოკლებულია, თუმცა საუკეთესოა ჩასაძინებლად.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Rain Rain Sleep Sounds
ეს აპლიკაცია თეთრი ხმაურის ძალას იყენებს ჩვენი რელაქსაციისთვიის. ის გვიქმნის შეგრძნებას, თითქოს ჩვენს საკუთარ საწოლში ვართ მოკალათებულები მაშინ, როცა გარეთ შტორმი, კოცონის ხმა ან ზაფხულის წვიმაა. აქ დაგხვდებათ 100-ზე მეტი ხმა და ვიბრაცია.
უფასო (აქვს ფასიანი სერვისები), ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Sleep Cycle Alarm Clock
ეს აპლიკაცია თქვენი ძილის ციკლის ანალიზს აკეთებს ფრენამდე. ის ყოველ საღამოს აგროვებს ინფორმაციას თქვენ შესახებ და ამ ცოდნით ფრენის დროს თქვენს ადვილ ჩაძინებას უწყობს ხელს.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Noisli
თუ წვიმის ხმა არ გაძინებთ, ეს აპლიკაცია ბევრი სხვა თეთრი ხმაურის ვარიანტებს გთავაზობთ. აქ არის “მატარებელი”, “კაფეტერია” და სხვა. სტანდარტული თეთრი ხმაურის გარდა, მოისმენთ ყავისფერ და ვარდისფერ ხმაურსაც, რათა გამოსცადოთ რომელია თქვენთვის ყველაზე ეფექტური.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Recolor
აღიარებულია, რომ გაფერადება ამცირებს სტრესს თვითმფრინავში და ადვილად გვაძინებს. ამ აპლიკაციაში 1000-ზე მეტი სურათია, გაფერადებული სპეციალური ტექნიკით. გადაიყვანეთ მობილური ღამის რეჟიმზე, რათა ამ აპლიკაციის გამოყენებისას შეამციროთ ლურჯი ნათების ეფექტი.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე.
Sky Guru
ეს აპლიკაცია შექმნილია გამოცდილი პილოტის, ალექს გერვაშის მიერ. ვირტუალური პილოტი ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი ფრენის შესახებ, გვიხსნის ყველა ხმას, ტურბულენტობის მახასიათებლებს, ამინდის ცვლილებებს და აშ. ის საინტერესოა როგორც ნერვიული მგზავრებისთვის, ასევე ავიაციის ენთუზიასტებისთვის თავისი სასარგებლო რჩევებით და ტექნიკებით.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე.
Noise Machine
ამ აპლიკაციით დაემშვიდობებით სიფხიზლეს გრძელ ფრენებზე. ის იყენებს თეთრ, ვარდისფერ, მწვანე და ყავისფერ ხმაურს სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. აპლიკაცია ახშობს ყველანაირ გარე ხმას, გონების გამფანტავ ხმაურს და სრულად მოგიცავთ საკუთარი ვიბრაციებით. შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი აპლიკაციაშივე, რათა გაგაღვიძოთ სასურველ დროს.
უფასო, ხელმისაწვდომია iOS-ზე.
Spotify
ეს ცნობილი აპლიკაცია მუსიკის მოსმენის გარდა, პოდკასტების დიდ ბიბლიოთეკას გვთავაზობს. შეგიძლიათ გადმოწეროთ ისინი და აპლიკაცია გამოიყენოთ ინტერნეტის გარეშე. მოძებნეთ მედიტაციები, ძილისპირული პოდკასტები და მშვიდი მუსიკების კომპლექტი ადვილი დაძინებისთვის.