რატომ არ უნდა შეუკვეთოთ ყინულიანი სასმელი თვითმფრინავში
ყინულიანი სასმელი ფრენის დროს გამაჯანსაღებლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ გეტყვით მიზეზებს თუ რატომ უნდა შეიკავოთ თავი მისი შეკვეთისგან. თვითმფრინავის საკვებს არც ისეთი კარგი რეპუტაცია აქვს – ისინი მიდრეკილნი არიან იოლი დაბინძურებისკენ. მოგზაურებს უარს ამბობენ ხოლმე საკვებზე და მიიჩნევენ, რომ ყინულიანი წყალი ბევრად უსაფრთხოა და მისგან ზიანის მიღების ალბათობა მინიმალურია. როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავის წყალი შეიძლება უსაფრთხო სულაც არ იყოს და სჯობს მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
რატომ არ უნდა შეუკვეთოთ ის ფრენის დროს?
თვითმფრინავის საკვების მსგავსად, ყინულიც დაბინძურებას ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ყინულიანი წყლის ჭიქა ან სხვა ნებისმიერი სასმელი, რომელშიც ყინულს ჩააგდებენ, შესაძლოა ბაქტერიების სახლად იქცეს, კონკრეტულად კი კოლიფორმული ბაქტერიის.
რა იწვევს წყლის დაბინძურებას თვითმფრინავში?
იქამდე, სანამ ყინულიანი წყალი ბორტზე თქვენი სკამის ჩამოსაშლელ მაგიდაზე გაჩნდება, ის კონტაქტში შედის ბევრ ზედაპირთან. ეს ფაქტორები იწვევენ ყინულიანი სითხის იოლ დაბინძურებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზედაპირი, რომელსაც ყინული ხვდება, თვითმფრინავის წყლის ავზია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თვითმფრინავის წყლის ავზები მიკრობების სიმრავლით გამოირჩევიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ონკანის წყალი თვითმფრინავში ბაქტერიულ დაბინძურებას იწვევს ნებისმიერ საკვებში ან სასმელში, რომელშიც ის მოხვდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყინული თვითმფრინავში მესამე პირისგანაა შესყიდული, ის პოტენციურად მაინც დაბინძურებისკენაა მიმართული და საფრთხის ქვეშაა.
რა უნდა მოიმოქმედოთ ამის ნაცვლად?
ექსპერტების აზრით, ზრდასრული ადამიანების უმეტესობას ადვილად გადააქვს სითხით მოწამვლა თუ ეს მაინც მოხდება. ბევრ ჯანმრთელ ადამიანს იმუნური სისტემა საკმარისად ძლიერი აქვს რომ მსგავსი შემთხვევა უმტკივნეულოდ გადაიტანოს. მაგრამ, ექიმები მაინც გირჩევენ, რომ შეიძინოთ დაბეჭდილი წყალი ან აიტანოთ ის თვითმფრინავში საკუთარი მრავალჯერადი ლითონის ბოთლით.
იხილეთ ასევე: როგორ დავიცვათ თავი მოგზაურობისას და ვიყოთ უსაფრთხოდ