რჩევები

11 გზა რომ მეტი იმოგზაუროთ, თუნდაც მცირე ბიუჯეტით

ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს, რომ მეტი იმოგზაუროს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ფიქრობს რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ გირჩევთ როგორ მოახერხოთ ეს ლიმიტირებული შვებულების დღეებით, დატვირთული გრაფიკით და მცირე ბიუჯეტით. დღეს მოგზაურობა ძალიან მარტივი, ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია.

1. დაგეგმეთ მოკლე მოგზაურობები უფრო ხშირად

თუ წლის მანძილზე სამსახურიდან შვებულების გარკვეული დღეები გაქვთ, ნუ გამოიყენებთ ერთიანად. დაყავით რამდენიმე დღიან ნაწილებად და აიღეთ წელიწადში რამდენჯერმე. იმის მაგივრად, რომ ერთხელ წახვიდეთ და 1 კვირით, 10 დღით ან 2 კვირით, წადით ორჯერ ან სამჯერ სხვადასხვა ადგილას 3-4 ან 5 დღით.

2. გამოიყენეთ უიქენდები და დღესასწაულის დღეები

როდესაც ოფიციალური დასვენების დღე პარასკევ ან ორშაბათ დღეს ემთხვევა და შაბათ-კვირას ისვენებთ, შეგიძლიათ ეს სამი დღე სამოგზაუროდ გამოიყენოთ. აღდგომის და ახალი წლის პერიოდებში გადაბმულად რამდენიმე დღეც ვისვენებთ.

3. სად და როდის უნდა წახვიდეთ, დაბალმა ფასებმა უნდა გიკარნახოთ

ადამიანები ხანდახან თავად ირჩევენ თარიღებს და ეძებენ იმ თარიღების ფრენებს. ჩვენ გირჩევთ, რომ ჯერ დაათვალიეროთ ფრენების ფასები, შეადაროთ მიმართულებები და ასე გადაწყვიტოთ მოგზაურობის ადგილი და რიცხვი.

4. პრიორიტეტად აქციეთ იაფი მიმართულებები

ძვირადღირებულ ქალაქებს, ბიუჯეტური ლოკაციები არჩიეთ. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპა და სამხრეთ აზია გაცილებით იაფი მიმართულებებია.

5. გარკვეული დროით იმუშავეთ დისტანციურად თუ ეს შესაძლებელია

ჰკითხეთ თქვენს კომპანიას თუ შეუძლია, რომ თუნდაც 5 დღით გაგიშვათ დისტანციურ გრაფიკზე. მართალია, მუშაობა თქვენი დასვენების თანმდევი ნაწილი იქნება, მაგრამ, როდესაც კომპიტერს გამორთავთ ბევრად ეფექტურად განიტვირთებით, ვიდრე ქალაქში ყოფნისას.

6. შეამცირეთ ხარჯები და გადადეთ მოგზაურობისთვის

დაფიქრდით იმ წვრილმან ხარჯებზე რაზეც შეგიძლიათ უარი თქვათ მოგზაურობის ხათრით. მაგალითად, არ შეიძინოთ ყავა კაფეში და მოიმზადეთ ის სახლში. გაიარეთ მეორადი სამოსის მაღაზიებში და არა სავაჭრო ცენტრებში. თითოეული, თუნდაც მცირე ხარჯის დაზოგვით და გადადებით, სასურველ მოგზაურობას დაიფინანსებთ.

7. გააქირავეთ სახლი თქვენი არყოფნის დროს

თუ მარტო ცხოვრობთ, მოგზაურობის პერიოდში, შეგიძლიათ ბინა Airbnb-ზე განათავსოთ და დამატებითი შემოსავალი მიიღოთ მაშინ, როცა სახლში არ ხართ.

8. იპოვნეთ მეგზური ადამიანი ან ჯგუფი

თუ მარტო მოგზაურობა არ გსურთ, მოუხმეთ რომელიმე მეგობარს ან შეუერთდით ჯგუფურ ტურებს. უკანასკნელი ვარიანტის შემთხვევაში, თავად დაგეგმვაში დროს და ძალისხმევას არ დახარჯავთ და ახალ ადამიანებს გაიცნობთ.

9. მოიპოვეთ მეტი დასვენების დღე

შეგიძლიათ მოელაპარაკოთ თქვენს უფროსს კუთვნილი შვებულების დღეების გარდა, მოგცეთ “Day-off” დღეები თუნდაც 1 კვირის ზედმეტი სამუშაო საათების ხარჯზე.

10. გამოიკვლიეთ ადგილები სახლთან ახლოს

შეგიძლიათ უიქენდი ან უბრალოდ 1 დღე გაატაროთ თქვენი ქალაქის სიახლოვეს და ასე განიტვირთოთ. დაგეგმეთ პიკნიკი ან სალაშქრო მარშრუტი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. შენი მეგზური ქვეყნის მასშტაბითაც დაგიგეგმავთ ერთდღიან და ორდღიან ტურებს.

11. იფიქრეთ, რომ თქვენი ოცნებები საკმაოდ რეალურია

დღესდღეობით, საერთაშორისო მოგზაურობა საკმაოდ იაფი და მარტივია. სულ რაღაც რამდენიმე ათეული ლარით შეგიძლიათ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი და სამ საათში სხვა ქვეყანაში აღმოჩნდეთ. ნუ ფიქრობთ, რომ ეს მიუღწეველი ოცნებაა, რომელსაც ცხოვრებაში ოდესმე აიხდენთ. უბრალოდ გარისკეთ და შეიძინეთ.

საუკეთესო სამოგზაურო აპლიკაციები

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *