რა განსხვავებაა თვითმფრინავის კლასებს შორის
საჰაერო მგზავრობაზე დიდი გავლენა აქვს იმ კლასს, რომელსაც მგზავრი ირჩევს. სერვისი ეკონომ, პრემიუმ, ბიზნეს და პირველი კლასის შემთხვევაში გარკვეულწილად განსხვავდება. კლასი განსაზღვრავს არამხოლოდ ადგილს და მის კომფორტს, არამედ იმ სერვისს, რომელსაც ფრენის დროს მიიღებთ. მაღალ კლასებში უფრო დიდი სავარძლები და მეტი სივრცეა, ასევე სასმელების და ხემსის დიდი არჩევანი.
ბიუჯეტური ეკონომი
ეს ძირითადად ყველაზე იაფი ბილეთებია, რასაც კი კონკრეტული ავიაკომპანიები გვთავაზობენ. ამ დროს ლიმიტირებულია ბარგი, ადგილების არჩევა და წესდება სხვა შეზღუდვები. მას ძირითადად ბიუჯეტურობის გამო ყიდულობენ. თუ ბარგი გაქვთ და სხვა ფასიანი მომსახურეობის არჩევაც გსურთ, რასაც ბიუჯეტური ფრენები გვთავაზობენ (ადგილების არჩევა და სხვა), მაშინ ჯერ ჩვეულებრივი ეკონომ ბილეთების ფასიც შეადარეთ კონკრეტული მიმართულებით. შესაძლოა ხანდახან ზოგიერთი მიმართულებით, ფასი იგივე იყოს ან დიდად არ შეიცვალოს და ბიუჯეტური არც გიღირდეთ. ასევე, გაითვალისიწინეთ, რომ აეროპორტები, სადაც ბიუჯეტური ეკონომ ფრენები ხორციელდება, ზოგი მიმართულებით ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებითაა.
ეკონომი
არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი ავიაკომპანიით მგზავრობთ, ეკონომ სექცია თითქმის ყველას ერთნაირი აქვს. ის ისეთივე იაფი არაა როგორც ბიუჯეტური ფრენების, მაგრამ უფრო მეტად კომფორტულია ვიდრე ისინი. ამ შემთხვევაში ხემსებს და სასმელს უფასოდ ან მიიღებთ ან ვერა. გააჩნია ფრენის ხანგრძლივობას და ავიაკომპანიას. ადგილის არჩევა როგორც წესი, ფასში შედის. თუმცა, გასასვლელთან ან პილოტის კაბინასთან მდებარე ადგილების შემთხვევაში ფასი ოდნავ მაღლა იწევს.
პრემიუმ ეკონომი
პრემიუმ ეკონომი თითქმის იგივეა რაც სტანდარტული ეკონომი. უბრალოდ ფეხებისთვის უფრო მეტი ადგილია გამოყოფილი. ზოგიერთი მათგანი გვთავაზობს მცირე სასაჩუქრე ნაკრებებს, უკეთეს კვებას და ხანდახან უფასო ალკოჰოლსაც. ეს განყოფილება ძირითადად განთავსებულია სტანდარტული ეკონომის სექციის წინ. ზოგადად ყველა პრემიუმ ეკონომის პრივილეგია დამოკიდებულია კონკრეტულ ავიახაზებზე.
პირველი კლასი
თვითმფრინავებს როგორც წესი, ორივე ერთად: პირველი კლასი და ბიზნეს-კლასი არ აქვთ. ამიტომაც, მოგზაურები ხან პირველს ირჩევენ ხან ბიზნესს, იმის მიხედვით, თუ რომელს გვთავაზობს კონკრეტული ავიაკომპანია სასურველი მიმართულებით. ქვეყნის შიდა ფრენები ძირითადად პირველ კლასს მოიცავს და არა ბიზნესს. პირველი კლასი პრემიუმ ეკონომის მსგავსად, ბევრ რამეს გვთავაზობს თუმცა ეს დეტალები იცვლება იმის მიხედვით თუ რომელი კომპანიით ვსარგებლობთ.
ადგილობრივი პირველი კლასი არის ბევრად კომფორტული სკამები, მეტი ადგილი სკამების გარშემო, ხელსაყრელი ადგილის არჩევის სერვისი და კვება/სასმელები, მათ შორის ცხელი საკვები და უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელები.
საერთაშორისო პირველი კლასი თითქმის იგივეა რაც ბიზნეს-კლასი. ისინი ხანდახან მოიცავენ პირად კაბინებსაც, გასაშლელ სკამებს, სასაჩუქრე ნივთებს და აშ. პირველი კლასის ბილეთები ხშირად ითვალიწინებენ აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობასაც ფრენამდე.
ბიზნეს კლასი
ბიზნეს-კლასი კიდევ უფრო დახვეწილია, ვიდრე პირველი კლასი. აქ ულიმიტო სასმლის არჩევანი, ბევრი საკვები, საწოლები და სხვა კომფორტული აღჭურვილობებია. გაითვალისწინეთ, რომ აქაც დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე. საეთაშორისო ბიზნეს კლასი ნამდვილად მდიდრული გამოცდილებაა, მაგრამ შიდა ფრენების შემთხვევაში დიდად დახვეწილი არაა. ბიზნეს კლასის ბილეთში ყოველთვის უფასოდ შედის აეროპორტის ლაუნჯში შესვლა.
რატომ არსებობს ამდენი ტიპის კლასი?
ფრენა ბევრად მდიდრული გამოცდილება იყო მეოცე საუკუნის შუა წლებში. მაგრამ, თვითმფრინავის კლასები იმიტომ გამრავალფეროვნდა, რომ თვითმფრინავების მოწყობის მიხედვით, სკამები დაპატარავდა და გარკვეული აღჭურვილობები რეგულაციების მიღების გამო გაქრა. ის ფაქტი, რომ თვითმფრინავები განვითარდა და ისინი ბევრად სწრაფად გვახვედრებენ დანიშნულების ადგილას, ბილეთების ფაზი იზრდება. ეს დამოკიდებულია საწვავის ფასზეც.
შიდა ადგილობრივი ფრენების შემთხვევაში სერვისი და კომფორტი ისეთივე მრავალფეროვანი და მაღალი დონის არაა, როგორც საერთაშორისო ფრენებზე. შესაძლოა თვითმფრინავს ჰქონდეს ეკონომიც, პრემიუმ ეკონომიც და პირველი კლასიც, მაგრამ მიღებულ სერვისში ძალიან დიდი სხვაობაა. მაგალითად, შიდა ფრენების პირველ კლასში სკამი არასდროს იშლება. იცოდეთ, რომ საერთაშორისო ფრენები ბევრად უფრო კომფორტულია.
აღსანიშნავია, რომ რაც უფრო გრძელია დაგეგმილი ფრენა, მით უფრო მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ მგზავრებს. ამიტომაც, საერთაშორისო ფრენები ზოგჯერ ეკონომ ფრენებზეც გვთავაზობენ საკვებს და ბალიშებსა თუ პლედებს.