როგორ ვიფრინოთ შინაურ ცხოველთან ერთად
ჩვენი შინაური ცხოველი ჩვენი ოჯახის წევრია. თუ დიდი ხნით გვიწევს გაფრენა, სასურველია რომ ისიც თან გავიყოლოთ. აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად მხოლოდ შტატებში 2 მილიონზე მეტი ცხოველი დაფრინავს.
რა უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, სანამ შინაურ ცხოველს კაბინაში ავიყვანთ? ეცადეთ დაინახოთ სიტუაცია შინაური ცხოველის პერსპექტივიდან: უცხო სახეები, ხედები, ხმები და სუნები შესაძლოა მათთვის საშიში იყოს. ჩვენ გირჩევთ როგორ გახადოთ მისი მოგზაურობა უსაფრთხო.
ეწვიეთ ვეტერინარს: აუცილებელია შეამოწმოთ შინაური ცხოველის ჯანმრთელობა და გაიაროთ წინასწარი კონსულტაცია ვეტერინართან.
დაჯავშნეთ ადგილი წინასწარ: ბევრ ავიახაზებს ფრენაზე შინაური ცხოველების ლიმიტირებული რაოდენობა აქვს დაშვებული. დაიჭირეთ თადარიგი წინასწარ.
იფრინეთ გადაჯდომის გარეშე: თუ ეს შესაძლებელია, დაჯავშნეთ ფრენა გადაჯდომის გარეშე და კვირის დღეებში, როცა აეროპორტები ნაკლებადაა დატვირთული.
იყიდეთ გადასაყვანი ჩანთა: ბევრი ავიაკომპანია ნებას გვრთავს რომ შინაური ცხოველი ბორტზე სპეციალური გადამყვანით ავიყვანოთ. უბრალოდ შეამოწმეთ კონკრეტული ავიახაზების მოთხოვნები ზომასთან დაკავშირებით და მოათავსეთ შინაური ცხოველი თქვენი სკამის ქვეშ.
გაუკეთეთ შესაბამისი ვაქცინები: საერთაშორისო მოგზაურობის დროს აუცილებელია ვაქცინების გაკეთება, განსაკუთრებით ძაღლების შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ვაქცინების რიგებს მიეკუთვნება: ცოფი, ჰეპატიტი და მალარია.
რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ფრენის წინ?
- არ აჭამოთ – მშიერი კუჭი ნაკლებად გამოიწვევს გულისრევას. მაგალითად, კატის უკანასკნელი კვება უნდა მოხდეს ფრენამდე 6 საათით ადრე. წაიღეთ თან მისი საკვები ან საყვარელი სასუსნავი, რომ ფრენის განმავლობაში ცოტაოდენი მისცეთ. არ დაგავიწყდეთ მცირე ზომის ბოთლით წყალიც.
- დაუდეთ ჩანთაში საყვარელი სათამაშოები და ნივთები – რაც უფრო მეტ რამეს ექნება ნაცნობი იერი და სუნი, მით უფრო ადვილად გადაიტანს შინაური ცხოველი სკამის ქვეშ ყოფნას.
- მიდით აეროპორტში ადრე: ფრენამდე 2.30 საათით ადრე თუ მიხვალთ, თქვენი კატა ან ძაღლი შეეჩვევა სიტუაციას, ახალ გარემოს და აღარ ინერვიულებს.
რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ აეროპორტში?
- ესაუბრეთ ცხოველს: უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეცადეთ დაამშვიდოთ ის, ეთამაშოთ, მოეფეროთ და ესაუბროთ. დაიდეთ ჩანთა მუხლებზე და აგრძნობინეთ რომ ის უსაფრთხოდაა.
რას იზავს შინაური ცხოველი თვითმფრინავში? როგორც წესი, ის დაისვენებს და დაიძინებს.
რა ნაბიჯები უნდა გადადგათ ფრენის შემდეგ?
- დაასვენეთ ცხოველი: აეროპორტში და მის გარშემო, იპოვნეთ მშვიდი ადგილი, სადაც ფეხს გაშლის და თავს კომფორტულად იგრძნობს.
- აკლიმატიზაცია: როგორც კი სასტუმროში/ახალ სახლში მიხვალთ, ამოალაგეთ მისი ნივთები და შეუქმენით სახლის განცდა.