რჩევები

7 რჩევა მოგზაურობის შფოთვის შესამცირებლად

მოგზაურობა ბედნიერებაა – ის გვაკავშირებს მსოფლიოსთან, შთაგვაგონებს და გვეხმარება გავატაროთ სასიამოვნო დრო საყვარელ ადამიანებთან. თუმცა ხანდახან, ის შფოთვის წინაპირობაა. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მოგზაურობა სტრესის მიზეზია იმიტომ, რომ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ. ფსიქოთერაპევტები გვირჩევენ თუ როგორ გავანეიტრალოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული შფოთვა.

წაიღეთ ნივთი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და გიყვართ

არ აქვს მნიშვნელობა რა ნივთია, მთავარია ის თქვენთვის განსაკუთრებული იყოს. დაფიქრდით რა გამშვიდებთ: ახალი წიგნი, გასაფერადებელი, ბლოკნოტი, ჟურნალი, კროსვორდები და აშ. ასევე, გადმოწერეთ საყვარელი სერიალი ან პოდკასტი რათა მოგზაურობა უფრო სახალისო გახადოთ.

გამოდევნეთ ნერვული ენერგია

თუ საკუთარ თავზე კონტროლს ვეღარ გრძნობთ, დააკავეთ ხელები და გადაიტანეთ ყურადღება. მაგალითად, ქსოვეთ, გააფერადეთ, დახატეთ, დაწერეთ და აშ. ეს საშუალებას გაძლევთ იყოთ კრეატიული და სტრესს თავი აარიდოთ.

დაგეგმეთ საკვები

საკვები ხშირად გვიმატებს სტრესს: შიმშილი ფრენის დროს და საკვები, რომელიც არ მოგვწონს. წინასწარ დაგეგმეთ კვების გეგმა, მოიძიეთ კონკრეტული ქვეყნის სამზარეულო და სწრაფი კვების ობიექტები და იყავით მზად თუ რას და როგორ შეჭამთ გემრიელად.

სცადეთ დამამშვიდებელი სუნთქვის ტექნიკები

ღრმა ჩასუნთქვა და მედიტირება საუკეთესო გზაა დასამშვიდებლად. ის თავიდან გავრიდებს შფოთვას და სტრესს.

ამოძრავეთ სხეული

ფიზიკური მოძრაობა სტრესს მნიშვნელოვნად გვიმცირებს. აეროპორტში ყოფნისას, ჩასხდომამდე იარეთ ფეხით, ადით კიბეებზე ან ესკალატორზე ფეხით, ლიფტის გამოყენების ნაცვლად.

გქონდეთ გეგმა “ბ”

სამოგზაურო სტრესის შესამცირებლად, ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ, მაგრამ იქონიეთ ალტერნატიული გეგმაც. რას მოიმოქმედებთ თუ რაღაც ვერ მოხერხდა, რაღაც ჩაიშალა? ამ შემთხვევაში მოულოდნელი სტრესისთვის მზად იქნებით და მას აღარ განიცდით.

მაინც აღელვებული ხართ? ითხოვეთ დახმარება

თუ გრძნობთ, რომ მოგზაურობის გარშემო შიშმა და შფოთვამ მთლიანად მოგიცვათ და არ გაძლევთ საშუალებას რომ მოგზაურობით გაიხაროთ, პროფესიონალებს სთხოვეთ დახმარება. მიმართეთ ფსიქოთერაპევტებს რათა შიშებისგან განთავისუფლება შეძლოთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *