რატომ უკრავენ ტაშს მოგზაურები როცა თვითმფრინავი ჯდება?
ყოფილხართ რეისზე, რომელზეც მგზავრებმა ტაში დაუკრეს მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავის ბორბლები საფრენ ბილიკს შეეხო? ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ რამდენჯერმე თუ გიმგზავრიათ, აუცილებლად გეცოდინებათ. შესაძლოა გაუცნობიერებლად ამას თავადაც აკეთებთ. ალბათ გაინტერესებთ ამ ტრადიციის შინაარსი: აპლოდისმენტები პილოტისთვის? ადამიანების უცნაური მექანიკური ქმედება? ამბობენ, რომ ის ამერიკიდან წამოვიდა, რადგანაც ამერიკელები ყველაფერს ტაშს უკრავდნენ, ფილმებს, კონცერტებს, მიმტანს მომსახურეობის შემდეგ და აშ. ჩვენ რამდენიმე თეორიას წარმოგიდგენთ.
თეორია #1: ჩვენ ისეთი აღტაცებულები ვართ, რომ უბრალოდ ვერ ვმალავთ
ეს აღტაცების გამომხატველი ქმდებაა. თუ ისეთ ადგილას მიფრინავენ, როგორებიცაა ჰავაი ან ლას-ვეგასი, ამ აღტაცების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. მგზავრები წინასწარ არიან აჟიტირებულები იმით, რომ კარგ დროს გაატარებენ და სასურველ ლოკაციაზე ჩასვლას ენთუზიაზმით სავსე ტაშით აღნიშნავენ.
თეორია #2: შოუს დასასრული
ადამიანებს უყვართ თეატრი და ფრენა განსაკუთრებული ფენომენია მათთვის. ეს ხომ საშუალებას აძლევთ ღრუბლების გზით სხვა ქვეყანაში მარტივად მოხვდნენ. და როცა შოუ სრულდება, ისინი გამოხატავენ პატივისცემას იმის გამო რომ ის განიცადეს: ფრენის სასწაული!
თეორია #3: ჩვენ თითქოს რაღაც მოგვეშვა
ტაშს იმის გამოსავლენადაც მიმართავენ, რომ პილოტმა და ბორტგამცილებლებმა ისინი უსაფრთხოდ ჩაიყვანეს დანიშნულების ადგილას. მიუხედავად საჰაერო მოგზაურობის განვითარებისა, თანამედროვე სამყაროში მაინც ბევრისთვისაა ფრენა სანერვიულო და საშიში გამოცდილება. ამიტომაც, როდესაც თვითმფრინავი მარტივად ეშვება, მათ თითქოს ლოდი ეხსნებათ სხეულიდან.
თეორია #4: ეს კულტურული ქმედებაა
ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად რუმინეთს და ისრაელს სახლში დაბრუნების სიხარულის განცდა გამძაფრებულად აქვს გამოვლენილი და ამ ქვეყნის მოქალაქეები სამშობლოში ჩასვლას დიდი აპლოდისმენტებით ხვდებიან.
და მაინც, რატომაა თვითმფრინავის ბორტზე ტაშის დაკვრა ასეთი წინააღმდეგობრივი და დამაბნეველი? გავიგოთ რა პასუხები აქვთ ამ ქმედების მოწინააღმდეგეებს:
პასუხი #1: ეს პილოტის საქმეა
ზოგიერთი ადამიანი ტაშს ზედმეტად მიიჩნევს იმის გამო, რომ პილოტმა უბრალოდ თავის საქმე გააკეთა და თვითმფრინავი დასვა. ისინი ფიქრობენ რომ ეს მათი ყოველდღიური პროფესიული ცხოვრების ნაწილია და ისევე არაა საჭირო, როგორც არ ვუკრავთ ტაშს ტაქსის მძღოლს სახლის კართან მიყვანისას.
პასუხი #2: პილოტს თქვენი არ ესმის
ადამიანების ნაწილი კი ტაშის დაკვრას იმიტომ მიიჩნევს ზედმეტად, რომ პილოტი მას მაინც ვერ გაიგებს. მისი კაბინა ხმის დამხშობი კედლითაა გამოყოფილი.
პასუხი #3: ტაშის დამკვრელები “კარგი ტიპები” არ არიან
ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ უსაფრთხოდ დაშვება შენთვის ტაშის დაკვრის წინაპირობაა, ესეიგი ფრენის უსაფრთხოებაზე საკმარისი ცოდნა არ გაქვს. ამ ტიპის ადამიანებისთვის ფრენის შემდეგ სხვების მიერ ტაშის დაკვრა ძალიან უხერხულია და მათ მიმართ უარყოფითად განაწყობთ.
პასუხი #4: რატომ ხართ გაოცებული იმის გამო რომ დაფრინდით?
“გეგონათ რომ ვერ დაფრინდებოდით? სჯობს რომ ასე პესიმისტურად აღარ იფიქროთ” – ზოგიერთი ადამიანის მორალი კი ამ ფაქტთან დაკავშირებით მსგავსია.
და თქვენ რას აზრის ხართ? რომელ მხარეს იჭერთ ამ დებატებში?