რატომ უნდა გვქონდეთ ღვედი შეკრული მთელი ფრენის განმავლობაში
როდესაც თვითმფრინავში სხდებით, ბორტგამცილებლები ძირითად ინსტრუქციებს გაძლევენ: გადაიყვანოთ ტელეფონი Airplane Mode-ზე, მიაქციოთ ყურადღება პირად ნივთებს და შეიკრათ ღვედი მთელი ფრენის მანძილზე. ეს უსაფრთხოების დაცვის გამოა საჭირო.
რატომ უნდა შევიკრათ ღვედი?
ფრენის დროს წარმოქმნილმა ტურბულენტობამ შესაძლოა ფიზიკური ზიანი მიაყენოს იმ მგზავრებს, რომლებსაც ღვედი შეკრული არ აქვთ. ის დაგიცავთ მაშინაც, თუ თვითმფრინავი ქარიან სივრცეში მოხვდა. ტურბულენტობის სიძლიერე კონკრეტული ამინდზეა დამოკიდებული. ამინდს კი 100%-ით ვერავინ საზღვრავს. ის შესაძლოა ნებისმიერ წამს უეცრად წარმოიშვას. მიუხედავად იმისა, რომ ტურბულენტობა თანამედროვე სამყაროში არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, შეგრძნების დონეზე მაინც შესამჩნევია და საჭიროა უბრალოდ ღვედი შეკრული გვქონდეს.
როგორ უნდა შევიკრათ ღვედი?
თუ ღვედი სწორად გექნებათ შეკრული, არაფერზე სანერვიულო არ გექნებათ. ბორტგამცილებლების ინსტრუქციის მიხედვით, ის უნდა შეიკრათ თეძოების დაბლა, განსაკუთრებით აფრენისა და დაფრენის დროს. ამასთან, არაა აუცილებელი ის მჭერილი გქონდეთ, თავისუფლადაც თუ გექნებათ, თავის საქმეს აუცილებლად შეასრულებს. მთავარია მოუსმინოთ ბორტგამცილებლებს და შეასრულოთ მათი მითითებები და ფრენის დროს არაფერი იქნება საშიში.
რატომაა შეკრული ღვედი აუცილებელი მთელი ფრენის მანძილზე?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრენისას შესაძლოა უჩვეულო ბიძგები იგრძნოთ. პილოტები წინასწარ აუცილებლად ანთებენ ღვედის ნიშანს სკამების მაღლა თუ ტურბულენტურ ზონაში შედიან, მაგრამ შესაძლოა მგზავრს ჩაეძინოს, ფილმის ყურებით იყოს გართული ან უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოს და არასასიამოვნო ძვრებმა უეცრად იმოქმედოს.