9 ზრდილობიანი ჩვევა, რომელიც ბორტგამცილებლებს არ მოსწონთ – რითი შევცვალოთ
ბორტგამცილებლები ყოველთვის მშვიდები და ზრდილობიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა მგზავრი უხეშობს თუ არასწორად იქცევა. მსგავსი ფაქტების შენიშვნა მოტივაციას გვაძლევს ჩვენც ზრდილობიანები და კეთილგანწყობილები ვიყოთ როგორც მგზავრების, ასევე მათ წინაშე. ბორტგამცილებლებს მოსწონთ, როდესაც ვეხმარებით და წესებს ვიცავთ, მაგრამ ხანდახან მგზავრს ჰგონია რომ ეხმარება, სინამდვილეში კი ბორტგამცილებლის საქმეს უფრო ართულებს. თუ გაინტერესებთ რას აკეთებთ არასწორად, ამ ბლოგში შეიტყობთ. ჩვენ იმასაც გირჩევთ ამის მაგივრად როგორ მოიქცეთ.
1. თავად შეახსენოთ წესები მგზავრებს და მოუწოდოთ დაიცვან ისინი
ხანდახან გამაღიზიანებელია, როცა მგზავრები ფრენის წესებს არ იცავენ, რაიმე გამაღიზიანებელს ან საშიშს აკეთებენ. თუ ფიქრობთ, რომ ბორტგამცილებლებს დაეხმარებით იმ შემთხვევაში თუ თავად მისცემთ შენიშვნას მგზავრებს, ცდებით. რასაც არ უნდა არღვევდეს მგზავრი, მისი გაკიცხვა თქვენ არ გეხებათ. ამან შესაძლოა კონფლიქტიც კი წარმოქმნას, რაც ნამდვილად არ გაწყობთ.
ნაცვლად ამისა: ზრდილობიანად და ჩუმად გააფრთხილეთ ბორტგამცილებელი მგზავრის ქმედების შესახებ და ეკიპაჟი თავად გადაწყვეტს როგორ მოიქცეს კონკრეტულ მგზავრთან.
2. ზედა თაროების ორგანიზება
ხანდახან მგზავრები ბორტგამცილებლებს სთავაზობენ, რომ ზედა თაროებში ხელბარგებს თავად შემოდებენ და გაანაწილებენ. სასიამოვნოა თუ წესრიგის დამყარება გსურთ ან საკუთარი ჩანთისთვის ადგილის მიჩენა, მაგრამ ნუ გადაადგილებთ სხვის ნივთებს.
ნაცვლად ამისა: სწრაფად შემოდეთ საკუთარი ნივთები და შემდეგ აცალეთ ბორტგამცილებლებს გააკეთონ თავიანთი საქმე. ენდეთ, მათ არ სჭირდებათ დახმარება.
3. მოქაჩოთ სახელოზე ყურადღების მისაპყრობად
ზოგი ფიქრობს, რომ დაძახების ნაცვლად უფრო ზრდილობიანი აქტია თუ ბორტგამცილებელს სახელოს მოქაჩავთ ან იდაყვზე შეეხებით. ეს მათ არ სიამოვნებთ.
ნაცვლად ამისა: გამოიყენეთ ზარის ღილაკი ან მიმართეთ წყნარად: “უკაცრავად…”; “მაპატიეთ…”.
4. სთხოვოთ მათ შეგივსონ მრავალჯერადი წყლის ბოთლები
მართალია პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები და ბოთლები გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემაა და რეკომენდირებულია თუ მოგზაურობისას თან მრავალჯერად ბოთლებს ვატარებთ, მაგრამ ნუ სთხოვთ მათ შევსებას ბორტგმაცილებლებს. თვითმფრინავში არაა ულიმიტო რაოდენობის სასმელი წყალი და ისინი ვერ შეავსებენ ყველა მგზავრის ბოთლს ხელახლა.
ნაცვლად ამისა: აავსეთ თქვენი ბოთლი ჩასხდომამდე. თქვენი უფლებაა მოითხოვოთ წყალი საკვების და სასმლის ჩამოტარებისას, მაგრამ რაოდენობა შეზღუდულია.
5. სალაპარაკოდ დაძახება
სასიამოვნოა თუ მგზავრებს ბორტგამცილებლებისთვის ინფორმაციის გაზიარება სურთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ რეალურად დახმარება არ გესაჭიროებათ, მათი მოცდენა არც ისე სასიამოვნო ჟესტია. ისინი მთელი ფრენის მანძილზე ძალიან დაკავებულები არიან და ყველა მგზავრის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა.
ნაცვლად ამისა: მოუხმეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დახმარება გჭირდებათ.
6. მათთან ფლირტი
მზერით შეწუხება თუ კომუნიკაციური ფლირტი შესაძლოა მგზავრისთვის რომანტიკულ ქმედებად და ფილმის სიუჟეტად ასოცირდებოდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მგზავრისგან ეს ქმედება გამაღიზიანებელი და არასასიამოვნოა. მათი ვალდებულებაა ყველა მგზავრს ღიმილით და ზრდილობიანად მოექცნენ, ზოგიერთი მგზავრი კი ამას ფლირტად იღებს და თავადაც “ყვება”.
ნაცვლად ამისა: მოექეცით ყველა ბორტგამცილებელს ისე, როგორც პროფესიონალს და ნუ შეაწუხებთ მზერით და კომპლიმენტებით მაშინ, როდესაც მუშაობენ და სამსახურში არიან. თუ ძალიან მოიხიბლეთ, დაუტოვეთ სავიზიტო ბარათი ან ფურცელზე დაწერილი ტელეფონის ნომერი ფრენის ბოლოს, თვითმფრინავიდან ჩასვლისას.
7. იმის დამალვა, რომ ფრენის სასტიკად გეშინიათ
შესაძლოა არ გსურთ შეაწუხოთ ბორტგამცილებელი თქვენი შიშებით, მაგრამ ეს კონკრეტული შფოთვა მათ აუცილებლად უნდა გაუმხილოთ. ბორტგამცილებლებმა იციან სპეციალური ტექნიკები თქვენს დასამშვიდებლად.
ნაცვლად ამისა: უთხარით რომელიმე ბორტგმაცილებელს, რომ პანიკურ შეტევას, შიშს ან შფოთვას განიცდით აფრენამდე ან ფრენის დროს. ისინი მოგიტანენ ქაღალდის პაკეტს სასუნთქად, გაგართობენ ხუმრობებით, აგიხსნიან თვითმფრინავის მუშაობის სპეციფიკას, ჩაგრთავენ საქმიანობაში, რომელიც სხვა რამეზე კონცენტრაციას მოითხოვს და აშ.
8. სხვა მგზავრების ნაგვის გადაყრა
ძალიან სწორი საქციელია თუ საკუთარ ნაგავს არ დატოვებთ და თან წაიღებთ, თუმცა ნუ გადაყრით მეზობელი მგზავრის ნაგავს. მცდელობა სასიამოვნოა, თუმცა შესაძლოა მგზავრებს შემთხვევით საჭირო ქაღალდი, ბეჭედი ან სხვა ნივთები დარჩეთ და თქვენ შემთვევით ნაგავს გადააყოლოთ.
ნაცვლად ამისა: დატოვეთ სხვისი ნარჩენები. მიეცით მგზავრებს საშუალება თავად შეამოწმონ თავიანთი ნივთები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბორტგამცილებლები აუცილებლად გადაამოწმებენ.
9. ფრენის ბოლოს მადლობის გადახდა მხოლოდ პილოტისთვის
მგზავრების ნაწილი ფრენის ბოლოს ეკიპაჟს არც მადლობას ეუბნება, არც თავს უკრავს. ხანდახან ისინი მხოლოდ პილოტს ეუბნებიან მადლობას და აიგნორებენ ბორტგამცილებლებს.
ნაცვლად ამისა: ფრენის ბოლოს სასიამოვნოა როდესაც მგზავრები მადლიერებას გამოხატავენ. დააფასეთ ბორტგამცილებლების შრომა და ასიამოვნეთ ისინი ზრდილობიანი მადლობით ან თავის დაკვრით.