მსოფლიოს აეროპორტები, სადაც ხელოვნების გასაოცარი ნიმუშები ინახება
ზოგ მოგზაურს, ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება ძალიან ხიბლავს, მაგრამ ხანდახან ამას ფიზიკურად ვერ ასწრებს. ხანდახან უბრალოდ გადაჯდომა გვიწევს და საათები აეროპორტში მოსაწყენად გადის. ზოგიერთმა აეროპორტმა ეს ფაქტორები გაითვალისწინა და გადაწყვიტა თავის სივრცეში შთამაგონებელი და კრეატიული კუთხეები მოეწყო.
1. დოჰა ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი
სოციალური მედიიდან ბევრმა იცის გიგანტური დათვის შესახებ, რომელიც დოჰას აეროპორტში მდებარეობს. თუმცა, მის გარდა, აქ კიდევ 10 უზარმაზარ ქანდაკებას იხილავთ. დოჰას ტერმინალში ასევე სამშვიდობო ქანდაკებაც დგას.
2. ამსტერდამის შიპოლის საერთაშორისო აეროპორტი
ამსტერდამის ერთ-ერთი მუზეუმის – Rijksmuseum-ს განყოფილება, ქალაქის აეროპორტის ტერმინალის ნაწილია. თუ ქალაქში გალერეების მონახულებას ვერ ახერხებთ, აქ ბევრ ღირებულ ნიმუშს იხილავთ. ის მუდამ ღიაა დღისით და ღამით. მუდმივ კოლექციებთან ერთად, მეორე და მესამე ლაუნჯს შორის, ნამუშევრები იცვლებიან კიდეც.
3. ათენის ელეფტერიოს ვენიცელოს საერთაშორისო აეროპორტი
იქამდე, სანამ უსაფრთხოების შემოწმებას გაივლით, მოგზაურებს მათ გამცილებლებთან ერთად არქეოლოგიური არტეფაქტების დათვალიერება შეუძლიათ პოსტ-ბიზანტიური და ნეოლოთური პერიოდიდან. ეს მშვენიერი გზაა, რომ საბერძნეთში მოგზაურობა დაასრულოთ. მთავარი ტერმინალის შენობაში, მესამე შესასვლელთან მდებარე ეს პატარა მუზეუმი დროს საინტერესოდ გაგაყვანინებთ.
4. სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტი
ამ მუზეუმში ყველა ტიპის ხელოვნების მოყვარული ისიამოვნებს. ადგილობრივი სტუდენტების ხელოვნება ტერმინალის კედლებს იპყრობს, პროფესიონალი ფოტოგრაფების ფოტოები კი მოგზაურებს შთააგონებენ. აქ 200-მდე ხელოვნების ნიმუში დაგხვდებათ.
5. ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტი
კანადის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ამ აეროპორტში მოხვედრისას ვიზიტორებს საშუალება აქვთ ეროვნული არტისტების უნიკალური შემოქმედება დაათვალიერონ ტრადიციულ თემატიკაზე. ტერმინალში შესასვლელ და გამოსასვლელ სივრცეებში ბევრი მონუმენტი დაგხვდებათ.
6. სეულის საერთაშორისო აეროპორტი
სეულში მოგზაურებს ინტერაქციული გამოცდილება ელოდებათ. კორეის ეროვნული მუზეუმი აქ საკუთარი კოლექციის ნიმუშებს წარმოგვიდგენს. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისინი და გახდეთ ხელოვნების ნაწილიც, რადგანაც აქ თანამედროვე ხელოვნების დროებითი წარმოდგენებიც იმართება.
7. სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტი
სინგაპურის აეროპორტი ცნობილია მწვანე გარემოთი და ხელოვნური ჩანჩქერით, რათა ფრენის წინ ერთგვარი ბუნებაში ყოფნის მსგავსი რელაქსაცია მიიღოთ. თუმცა აქ მუზეუმიცაა – ბრწყინვალე ქანდაკებებით და ნახატებით, რათა ხელოვნებითაც დატკბეთ.
8. ნიუ-იორკის ალბანიის საერთაშორისო აეროპორტი
ნიუ-იორკის ერთ-ერთმა აეროპორტმა ტერმინალის ნაწილი სპეციალურად არტისტებს დაუთმო და მოგზაურებისთვის სახელოვნებო სივრცე შექმნა. აქ ბევრ ტურისტს უწევს საათობით მოცდა, ასე რომ გალერეა დროს სასიამოვნოდ გაგაყვანინებთ.