როგორ მოვხვდეთ ბერლინის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
გერმანიის დედაქალაქს უკვე ერთი დიდი აეროპორტი აქვს, რომელმაც მანამდე არსებული სამი აეროპორტის მაგივრობა გაწია. როგორც კი ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ჩახვალთ, ქალაქის ცენტრში მოხვედრაზე არ უნდა იდარდოთ. აქედან აეროპორტის ტაქსები, მატარებლები და ავტობუსები აქტიურად დადიან. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანაც.
- ტაქსი: 49€, დრო: 45 წთ
- ავტობუსი: 3.80€, დრო 45-55 წთ.
- მატარებელი: 3.80€, დრო 30 წთ.
ბრანდებურგის ბერლინის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში ტაქსით: ისინი კომფორტული, თუმცა არც ისე იაფია. ტაქსი აეროპორტთან ხელმისაწვდომია 24/7-ზე, ტერმინალის პირველი შენობიდან. Google-ის და Tripadvisor-ის მიხედვით საუკეთესო კომპანიად Welcome Pickups სახელდება.
ბრანდებურგის ბერლინის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში ავტობუსით: ბერლინის ახალი აეროპორტი ავტობუსების ეფექტურ მარშრუტებს გვთავაზობს. ავტობუსის გაჩერება T1-თანაა, იქ სადაც ჩამოფრენები ხორციელდება და პირველ და მეორე ტერმინალის მგზავრებს ემსახურება.
ყველაზე სწრაფი გზა, რომ ბერლინის ქალაქის ცენტრში მოხვდეთ, Airport Express Bus X7-ია, რომელიც U-Rudow-ს სადგურზე ყოველ 5 წუთში მიდის. იქიდან მეტროს ხაზი U-Bahn 7, U-ჰერმანპლაცზე მიგიყვანთ, საიდანაც U8-თი ალექსანდრეპლაცზე მოხვდებით. სულ მგზავრობას 45-55 წთ დასჭირდება. ალტერნატიული ავტობუსი X71 ასევე მიდის U-Rudow-ზე, მაგრამ ის ყოველ 20 წუთში დადის.
თუ ღამე მგზავრობთ, ღამის ავტობუსი N7 U-ჰერმანპლაცზე 42 წუთში მიგიყვანთ. ის ყოველ ნახევარ საათში დადის. იქიდან U8-ს ალექსანდერპლაცამდე გაყვებით.
ბილეთი აეროპორტიდან ბერლინის ქალაქის ცენტრამდე 3.80€ ღირს, 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის – 2.70€. გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტი C ზონაში მდებარეობს და ABC ბილეთი უნდა აიღოთ. მათ აეროპორტში არსებულ სპეციალურ აპარატებში ან ონლაინ შეიძენთ. შეგიძლიათ მძღოლს ქეშად მისცეთ.
ბრანდებურგის ბერლინის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მატარებლით: აეროპორტის მატარებლები ცენტრამდე ყველაზე სწრაფები არიან. მგზავრები, რომლებიც პირველ ან მეორე ტერმინალში ჩამოდიან, მას პირველ შენობაში ნახავენ U2 სართულზე. მატარებლის სადგურამდე დერეფნით მიხვალთ. ორივე მატარებლის სადგური ფეხით 10 წუთის დაშორებაზე მდებარეობს. რეგიონული მატარებლები მხოლოდ T1 სადგურზე ჩერდებიან, ქალაქის კი ორივეზე.
რეგიონული მატარებელი Εxpress Τrain FEX აეროპორტიდან ბერლინის ცენტრალურ სადგურამდე 30 წუთში მიგიყვანთ. ის პირველი სადგურიდან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის. ბერლინის ცენტრამდე რეგიონული მატარებლებიდან RE7 და RB14-ც მიდიან, მაგრამ 1 საათში ერთხელ. მეორე, T2 სადგურიდან კი S-Bahn მატარებელი ნომერი S9, ბერლინის უბნამდე Hauptbahnhof 50 წუთში მიგიყვანთ. ის ყოველ 20 წუთში დადის.
ბრანდებურგის აეროპორტიდან ბერლინის ცენტრამდე, მატარებლის ბილეთის ღირებულებაა 3.80€, 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის 2.70€. როგორც მაღლა ავნიშნეთ, ბერლინის აეროპორტი C ზონაა და ABC ბილეთი უნდა შეიძინოთ. მას სპეციალურ აპარატებში ან ონლაინ შეიძენთ.
მანქანის ქირაობა აეროპორტში: თუ ბერლინის ცენტრამდე დამოუკიდებლად გსურთ ჩასვლა და მართვის მოწმობა თან გაქვთ, ქალაქში ძალიან ადვილად მოხვდებით. გირჩევთ, რომ ამ შემთხვევაში, მანქანა წინასწარ დაჯავშნოთ. აეროპორტიდან გასვლის შემდეგ, უნდა გაუყვეთ A113 ავტობანს ბერლინამდე. დისტანცია 27 კილომეტრია.